„ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-62 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №2-4
2012 წლი ს 24 თებერვალი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს № 9-62 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს № 9-62 გადაწყვეტილებით (სსმ, № 21, 03.09.2010, მუხლი 577, გვ . 6) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„2. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მთავრობა.“
ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„3. ქ. თბილისის მთავრობა იხილავს დაინტერესებულ პირთა წინადადებებს და ქალაქ თბილისის ინტერესებისა და წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულ პრეტენდენტს.“;
ა.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„4. ქ. თბილისის მთავრობა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე გამოვლენილ პრეტენდენტთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენის შუამდგომლობით განსახილველად უგზავნის საქართველოს მთავრობას.“;
ა.დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი :
„41 . საქართველოს მთავრობის მიერ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანშეწონილად მიჩნევის შემდეგ, ხელშეკრულება წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს და ძალაში შედის საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმების შემდეგ.“;
ა.ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარი უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.“.
2 . გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-62 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-62 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-62 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 24.02.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო). დოკუმენტის ნომერი — №2-4. სარეგისტრაციო კოდი — 040110030.36.101.016091.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-62 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-62 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-62 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №2-4, 24.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 040110030.36.101.016091 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1596694/