„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.143.016092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2012 წლის 24 თებერვალი

ქ . ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად,

1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის№36 დადგენილებაში (სსმ,№26, 17/09/2010; 010260020.35.143.000744) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებ ა:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება (დანართი №1)“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება“.

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა

1. ტერიტორიული ორგანო შედგება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.

2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობრივი ინსტრუქციით.

3. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.

4. ტერიტორიული ორგანოს მოხელეების სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

5. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ) იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს ნოტარიუსი, უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ „ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       დ . ლომიძე