ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 24.02.2012
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 040140000.35.162.016107
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.02.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
pre {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.a, li.a, div.a { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1, li.ListParagraph1, div.ListParagraph1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpFirst, li.ListParagraph1CxSpFirst, div.ListParagraph1CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpMiddle, li.ListParagraph1CxSpMiddle, div.ListParagraph1CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.ListParagraph1CxSpLast, li.ListParagraph1CxSpLast, div.ListParagraph1CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.a0, li.a0, div.a0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
p.a1, li.a1, div.a1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a1CxSpFirst, li.a1CxSpFirst, div.a1CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a1CxSpMiddle, li.a1CxSpMiddle, div.a1CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.a1CxSpLast, li.a1CxSpLast, div.a1CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.FooterChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.PlainTextChar { }
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
span.abzacixmlChar { }
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:43.1pt 50.45pt .5in 58.4pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №
22
2012 წლის 24 თებერვალი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი
1🔗
დამტკიცდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი“ (თანდართული რედაქციით).
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი
მუხლი
1🔗. ზოგადი
დებულებები
1. წინამდებარე წესი არეგულირებს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის საკითხებს.
2. უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი გარემოს დაცვისა და შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უფლებამოსილია:
ა) ორგანიზება გაუკეთოს დაგვა-დასუფთავებას, მოსახლეობის, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირების
მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მათ გაუვნებლობას, ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვას;
ბ) ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების, შემცირების, სეპარაციის, გადამუშავების, გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გამოყენების სტიმულირების ორგანიზებას.
3. დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების სფეროს მართვა და შესაბამისი მომსახურება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ:
ა) გამგეობის შესაბამისი სამსახურის მეშვეობით;
ბ) ადგილობრივი შესყიდვის ორგანიზებით;
გ) მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენით.
4. თვითმმართველობის უფლებამოსილება დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.
5. დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების კონკრეტული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
6. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. აკრძალულია რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა ან/და განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან ერთად.
8. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, აგრეთვე გამგეობის შესაბამისი სამსახური და ოპერატორი ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესი.
მუხლი
2🔗. ტერმინთა
განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნარჩენები – ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრისათვის ან/და მფლობელისათვის აღარ წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე (მფლობელი);
ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებსაც სახლებში, ბინებში, მიწის ნაკვეთებსა და მასზე მდებარე ნაგებობებში წარმოქმნის მოსახლეობა, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი ან/და მოქმედი ნებისმიერი პირის მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები, გარდა ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა;
გ) სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად ან/და სამშენებლო უბანზე წარმოქმნილი ნარჩენები, ამოთხრილი მიწა, აყრილი გზის საფარი და სხვა მსგავსი ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და მავნე ნარჩენებისა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო დანაწევრებისა და შეფუთვის (შეკვრის) გარეშე არ ეტევა ნარჩენების სათავსში;
ე) მავნე ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ან/და მავნე ნივთიერებებს;
ვ) ნარჩენების წარმომქმნელი – მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი;
ზ) ნარჩენების მესაკუთრე – ნარჩენების წარმომქმნელი ან/და ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე;
თ) ნარჩენების მფლობელი – ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება, რომლის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები;
ი) ნარჩენების განსათავსებელი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები და ა.შ., რომელთა ფორმას შეიმუშავებს ან/და შეითანხმებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
კ) საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ნარჩენების სათავსები – ურნები, რომლებიც განთავსებულია საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში;
ლ) დაგვა-დასუფთავება – მექანიკური დაგვა, ხელით დასუფთავება, მორეცხვა, მოხვეტა, მორწყვა;
მ) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის;
ნ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, სეპარაცია, გადამუშავება, გამოყენება, გაუვნებლობა, განთავსება;
ო) მომხმარებელი – დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები;
პ) ოპერატორი – დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი იურიდიული პირი;
ჟ) ნარჩენების სეპარაცია – ნარჩენების დაყოფა ცალკეულ ფრაქციებად;
რ) ნარჩენების გაუვნებლობა – ნარჩენების დამუშავება და განთავსება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით;
ს) ნარჩენების გაუვნებლობის ან/და განთავსების ობიექტი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის ან/და განთავსებისათვის;
ტ) სამსახური – ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური;
უ) მომსახურება – ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა.
მუხლი 3🔗. ნარჩენების მართვის ორგანიზება
1. ნარჩენების მართვის ორგანიზება მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარაციას, გადამუშავებას, გამოყენებას, გაუვნებლობას, განთავსებას.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტში დაგვა-დასუფთავება მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ ქუჩებს, გზებს, მოედნებს, ტროტუარებს, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს.
3. დაგვა-დასუფთავებაში შედის ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოცილება.
4. დაგვა-დასუფთავების დროს მაქსიმალურად უნდა იქნეს თავიდან აცილებული მტვრის წარმოქმნა. დასუფთავების შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს ნებისმიერი ნარჩენის ტრანსპორტირება ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.
5. დაგვა-დასუფთავების ობიექტების ნუსხას და მოსაკრებლის გადამხდელთა ერთიან ბაზას ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური.
6. უძრავი ქონების ყველა მესაკუთრე და მოსარგებლე ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ტერიტორიის სისუფთავე.
7. ნებისმიერ პირს აქვს უფლება ნარჩენების განსათავსებლად გამოიყენოს მხოლოდ საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი სათავსები.
8. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსება.
მუხლი 4🔗. მომხმარებელთა უფლება-მოვალეობანი
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე თითოეული საცხოვრებელი სახლის/ბინის მესაკუთრე (მოსარგებლე), მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში დარეგისტრირდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მოსარგებლედ. საცხოვრებელი სახლის/ბინის მესაკუთრე ვალდებულია ასევე მოახდინოს მასთან მცხოვრებ პირთა რაოდენობის ცვლილების რეგისტრაცია.
2. საცხოვრებელი სახლის/ბინის მესაკუთრის (მოსარგებლის) შეცვლისას ახალი ან/და ყოფილი მესაკუთრე (მოსარგებლე) ვალდებულია ამის შესახებ არა უგვიანეს 15 დღის ვადაში აცნობოს გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს.
3. სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები მოაწესრიგოს ადგილზე შემოწმების გზით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით.
4. ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ოპერატორს.
5. ნარჩენების მფლობელებს უფლება აქვთ მოსთხოვონ ოპერატორს მხოლოდ დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების იმ მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც ეს წესი და ადგილობრივი შესყიდვის ტექნიკური პირობები ითვალისწინებს.
მუხლი
5🔗. ნარჩენების
შესაგროვებელი
სათავსოები
, შესაგროვებელი
ნარჩენები
და
მათი
ტრანსპორტირება
1. ნარჩენების შესაგროვებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დადგენილი სახეობის სათავსები.
2. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად მოწყობილ სათავსებში. სათავსების დისლოკაციის ადგილებს, მოქმედი ნორმების დაცვით და გამგეობის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით, განსაზღვრავს ოპერატორი. აკრძალულია მომხმარებლის მიერ სათავსის თვითნებურად გატანა ან გადაადგილება.
3. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები, მიწა, ქვები ან/და ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება; ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას; ფეთქებადი ნარჩენები; თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები; ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება; დიდგაბარიტიანი ნარჩენები; ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენენ საშიშროებას ჩატვირთვას და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის და ნაგავმზიდი მანქანისათვის; სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას. თუ მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი სათავსო/ადგილი არ არის, მაშინ ამ სახის ნარჩენების განთავსებისთვის წინასწარ უნდა ეცნობოს ოპერატორს.
4. დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება ხდება ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში.
5. დაუშვებელია დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა.
6. ნარჩენების წარმომქმნელი პირები ვალდებულნი არიან თვითონ უზრუნველყონ საკუთარი თავი საკმარისი მოცულობის ნარჩენების დროებით შესაგროვებელი სათავსებით, რომელთა დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იყოს გამგეობის ზედამხედველობის სამსახურთან.
7.
ნარჩენების წარმომქმნელი პირები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე ისე, რომ სამსახურის ან ოპერატორის წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება თავისი უფლებამოსილებისა და საქმიანობის განხორციელებაში.
8. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში, ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, ასევე სითხეების, თოვლის, ყინულის და სხვა ისეთი ნივთების მოთავსება, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს იგი.
9. ნარჩენები სათავსში განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერში ან ეს ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა ოპერატორს.
10. მუნიციპალიტეტის იმ ადგილებში, სადაც სათავსები არ არის განთავსებული, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს ნაგავშემკრებ სპეცავტომანქანაში. ნარჩენების ქუჩაში, გზებზე და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში განთავსება ან დაყრა აკრძალულია.
11. საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობისას, ღონისძიების ორგანიზატორთან მოლაპარაკების საფუძველზე, შეიძლება საჭიროების გათვალისწინებით გამოიყოს დამატებითი სათავსები. ამ შემთხვევაში მომხმარებლად ითვლება ღონისძიების ორგანიზატორი, რომელიც ვალდებულია ერთჯერადად გადაიხადოს მომსახურების საფასური.
12. სათავსის სახეობა, რაოდენობა, დანიშნულება, განთავსების ადგილი, ასევე ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება ოპერატორის მიერ გამგეობის ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით.
მუხლი 6🔗. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენების შეგროვება
1. იმ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად და ტრანსპორტირებისათვის, რომლებიც თავიანთი თვისებების გამო, გარემოსა და საზოგადოებისათვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ცალკე განთავსებას საჭიროებენ, ოპერატორი გამოყოფს სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
2. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენები მხოლოდ დათქმულ დროს უნდა მიიტანონ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან, რომლის ადგილსამყოფელი წინასწარ გამოცხადდება ოპერატორის მიერ.
მუხლი 7🔗. დიდგაბარიტიანი ან/და სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება
1. დიდგაბარიტიანი ან/და სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ცალკე, ოპერატორის მიერ დადგენილ დროს, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში. ამგვარი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.
2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნარჩენების ტრანსპორტირება ოპერატორთან შეთანხმების გარეშე.
მუხლი 8🔗. ნარჩენების საკუთრება
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული ნარჩენები, ხოლო „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენები, ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკუთრებაა. მხოლოდ ნარჩენების წარმომქმნელს შეუძლია უკან დაიბრუნოს შესაგროვებლად გამოტანილი საკუთარი ნარჩენი, სანამ იგი არ იქნება შეგროვებული ტრანსპორტირებისათვის.
2. მესამე პირს არ აქვს უფლება ტრანსპორტირებისათვის გამზადებული ნარჩენები წაიღოს ან გაჩხრიკოს.
3. ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებისას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენები დადგენილი წესით გადასცეს მუნიციპალიტეტში მოქმედ ოპერატორს ან სხვა მეწარმე სუბიექტს.
4. ნარჩენების მართვის მომსახურების მიმწოდებელი და ოპერატორი არ არიან ვალდებული მოძებნოს დაკარგული ნივთები ნარჩენებში.
მუხლი 9🔗. ნარჩენების გაუვნებლობა, სეპარაცია და განთავსება
1. შეგროვებული ნარჩენების ტრანსპორტირება ხდება მათი განთავსების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, სადაც ხორციელდება მათი სეპარაცია ან/და გაუვნებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. ნარჩენების გაუვნებლობა და განთავსება წარმოებს მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ობიექტებზე, ხოლო ნარჩენების სეპარაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც მათი წარმოქმნის წყაროსთან, ასევე გაუვნებლობისა და განთავსების ობიექტებზე.
მუხლი 10🔗. მომსახურების ღირებულება
1. ფიზიკური და იურიდიული პირები, ორგანიზაციები, დაწესებულებები, ინდივიდუალური მეწარმეები დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებენ მოსაკრებლის ან/და მომსახურების საფასურის გადახდის გზით.
2. მომხმარებელსა და ოპერატორს შორის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შემთხვევაში, მომსახურების საფასური გადაიხდევინება შეთანხმებით განსაზღვრული ოდენობით და ვადაში. მომსახურების საფასურს ოპერატორი განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან წინასწარ შეთანხმებით.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 11🔗. ტექნოლოგიები დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში
დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ხოლო მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკურად და ესთეტიკურად მისაღები ინვენტარითა და სპეცტანსაცმლით.
მუხლი 12🔗. ოპერატორის შერჩევა
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებისათვის ოპერატორის შერჩევა უნდა განახორციელოს ადგილობრივი შესყიდვის გზით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 13🔗. მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენა
მომხმარებლის ინიციატივით შერჩეული ოპერატორის მიერ მომსახურების წესები უნდა მოიცავდეს სამსახურის, ოპერატორისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს, მომსახურების პერიოდულობას, აგრეთვე მომსახურების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რაც განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით.
მუხლი 14🔗. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის
ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.