,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.162.016110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

    დადგენილება № 25

   2012 წლის 24 თებერვალი

     ქ. ახმეტა

      ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

  მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №9 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/01/2012, 200230000.35.162.016097) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. დადგენილების პრეამბულაში სიტყვები ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად,“ შეიცვალოს სიტყვებით ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად,“.

  2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,მუხლი 4.

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს:

ა) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 10 ლარს;

ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარს;

  გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 82 ლარს.

  2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.“.

 მუხლი 2.

 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

  საკრებულოს თავმჯდომარე         ა. მაილაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.02.2012.
როდის იქნა მიღებული „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 24.02.2012. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.162.016110.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №25, 24.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.162.016110 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1597347/