,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 28
2012 წლის 24 თებერვალი
ქ. ახმეტა
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებით (სსმ V, №19, 01/09/2010 წ., მუხ. 500; 010.250.020.35.162.000.507) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. გამგეობის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
1. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომელთა საქმიანობას უძღვება გამგებელი.
2. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთა ზოგადი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო მიმდინარე საქმიანობა – ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით.“.
2. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თვითმმართველი ერთეულის – ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები“.
3. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. გამგებელი იღებს დადგენილებას ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.“.
4. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები, გამგებლის ბრძანებები და დადგენილებები ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აღინუსხება უწყვეტი, ზრდადი ნუმერაციით.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 24.02.2012. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.162.016113.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №28, 24.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016113 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1597397/