„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკური ინფორმაციის, ქონების მართვის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 24.02.2012
ძალის დაკარგვა 02.12.2014
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016085
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/02/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკური ინფორმაციის, ქონების მართვის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 42.5pt 45.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2012 წლის 24 თებერვალი
დ.სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკური ინფორმაციის, ქონების მართვის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკური ინფორმაციის, ქონების მართვის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის“ დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №28 დადგენილება.
მუხლი 3🔗.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია
დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკური ინფორმაციის, ქონების მართვის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკური ინფორმაციის, ქონების მართვის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავების და განხორციელებას, საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალური ქონების მართვას და ადგილობრივი მოსაკრებლების დაგეგმავა-ამოღებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსს და სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
6. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე, რომელსაც ყოველწლიურად წარუდგენს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის- განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკური ინფორმაციის და ქონების მართვის განყოფილება;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების, გადასახდელების აღრიცხვის, დაგეგმვისა და ამოღების განყოფილება;
გ) ტურიზმის განვითარების განყოფილება.
მუხლი 3🔗.სამსახურის ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობებია:
ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისათვის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
ბ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. თვითმმართველ ერთეულში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;
გ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამიდან გამომდინარე თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულთა განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
დ) საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა; მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საბინაო-კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით პროგრამების შემუშავება და მონიტორინგი მათი განხორციელებისათვის;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძრავი ქონების აღრიცხვა. საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) მუნიციპალური ქონების წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოთა მართვის საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება, მათზე მონიტორინგის განხორციელება;
თ) ადგილობრივი მოსაკრებლების აღრიცხვის, დაგეგმვისა და გადახდის მონიტორინგი არსებული კანონმდებლობით;
ი) თავის კომპედენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და სათანადო ოქმის შედგენა, სასამართლოზე გადაცემა;
კ) წინადადებების მომზადება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის დასუფთავების საკითხებზე და მათზე მონიტორინგის განხორციელება;
ლ) წინადადებების მომზადება ტრანსპორტის პარკირების, რეკლამის განთავსების და გარე ვაჭრობის საკითხებზე და მათზე მონიტორინგის განხორციელება;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხებზე წინადადებების მომზადება, მათი მეთოდოლოგიური განზოგადება და მისი განხორვილებელისათვის ხელშეწყობა;
2. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკური ინფორმაციის და ქონების მართვის განყოფილების ფუნქციებში და მოვალეობებში შედის:
ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის პროგრამების მომზადებისთვის საჭირო სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
ბ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების შემუშავება და მონიტორინგის განხორციელება მათ განხორციელებაზე;
გ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროექტების განხორციელებისათვის ინვესტორებთან თანამშრომლობა, ინვესტიციების დაგეგმვა და საინვესტიციო პროგრამების მომზადება, მონიტორინგი მათ განხორციელებაზე;
დ) მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარებისათვის მათი კეთილმოწყობის მიზნით ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადება და მონიტორინგი მათ განსახორციელებლად;
ე) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საბინაო-კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით პროგრამების შემუშავება და მონიტორინგი მათი განხორციელებისათვის;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა გამოვლინება და სათანადო ოქმის შედგენა და სასამართლოზე გადაცემა;
ზ) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მონაწილეობით საწარმოოთა დაფუძნების, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საკითხებზე წინადადებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, მათი მუშაობის მონიტორინგი;
თ)წინადადების მომზადება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარემოს წესების დაცვაზე, მათი მდგომარეობის ხარისხის შეფასება. გარემოს დაბინძურებისა და მავნე ნივთიერებების ზემოქმედების შესასწავლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მონიტორინგის განხორციელება;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძრავი ქონების აღრიცხვისა და მესაკუთრის განსაზღვრა;
კ) მუნიციპალიტეტის საკუთრების უძრავი ქონების განსაზღვრა, მისი აღრიცხვა და რეგისტრაცია არსებული კანონმდებლობით;
ლ) მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების კატეგორიების განსაზღვრა და მის შეცვლასთან დაკავშირებული წინადადების მომზადება.
მ) სახელმწიფო ქონების მუნიციპალურ ქონებაში გადმოსაცემად წინადადებების და საჭიროდოკუმენტაციის მომზადება;
ნ) მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესის განსაზღვრა, რეკომენდაციების მომზადება.
ო) მუნიციპალური ქონების წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება;
პ) მუნიციპალური ქონების საპრივატიზებო ობიექტების განსაზღვრა და პრივატიაზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
ჟ) მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენების მონიტორინგი, რეკომენდაციების შემუშავება, ამორტიზირებული ქონების ჩამოწერა არსებული კანონის საფუძველზე;
რ ) წინადადებების მომზადება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების აღრიცხვის, მათზე გადასახადებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის;
ს) საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული სხავა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3. ადგილობრივი მოსაკრებლების გადასახდელების აღრიცხვის, დაგეგმვისა და ამოღების განყოფილების ფუნქციებში და მოვალეობებში შედის:
ა) ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახდელების გადამხდელთა ბაზის შექმნა და მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების პერიოდული ანალიზი;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახდელების თაობაზე წინადადებებისა და საკრებულოს დადგენილებების პროექტების მომზადება;
გ) ადგილობრივი მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების დაგეგმვა და აღრიცხვა თითოეულ გადამხდელზე წლის, კვარტლის და თვეების მიხედვით;
დ) დადგენილი მოსაკრებლის ამოღება საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) გადამხდელებზე სათანადო ინფორმაციის მიწოდება, გადასახადის ვადების, მოცულობის შესახებ;
ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადგილობრივი ბიუჯეტისათვის განსაზღვრული ჯარიმების ამოღება;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;
4. ტურიზმის განვითარების განყოფილების ფუნქციებსა და მოვალეობებში შედის:
ა) ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად სპეციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) ტურიზმის და საოჯახო ტურიზმის საქმიანობის (მონიტორინგი, მენეჯმენტი) სფეროში დასაქმების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით მოსახლეობის მომზადებისა და სარეკომენდაციო პროგრამების შემუშავება;
გ) ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო სარეკლამო და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა ადგილობრივი ბიზნესგარემოს უკეთ გაცნობისათვის.
მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებანი
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკური ინფორმაციის, ქონების მართვის და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელედება გამგებლის წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
2. საქართველოს კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულების საფუძველზე სამსახურზე დაკისრებული ამოცანების, ფუნქციებისა და მოვალეობების კვალიფიციურ დონეზე შესრულების მიზნით, სამსახურის საშტატო ფუნქციების განაწილება განხორციელდეს შემდეგნაირად:
სამსახურის უფროსი ახორციელებს სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას, პასუხისმგებელია სამსახურის მთელ საქმიანობაზე და სამსახურის ყველა თანამშრომლის მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე;
სამსახური თავისი უფლების განხორციელებისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სატრანსპორტო, სატელეფონო და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ.