„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №10
2012 წლის 24 თებერვალი
დაბა სტეფანწმინდა
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში (სსმV, №26,17.09.2010, მუხ.707) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ. იურიდიული განყოფილება;”.
2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „ს“, „ტ“, „უ“და „ფ“ ქვეპუნქტები:
„ს) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ტ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
უ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
ფ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობაში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან”.
3.დებულებას დაემატოს შემდეგი სახის მე-6 მუხლი:
„მუხლი 6. იურიდიული განყოფილების ფუნქციები
სამსახურის იურიდიული განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობაში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.”.
მუხლი 2. დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.02.2012. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.151.016086.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №10, 24.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016086 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1597523/