,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.120.016060
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

 დადგენილება № 9

2012 წ ლის 24 თებერვალი

ქ. სამტრედია                                               

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №13 დადგენილებით დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , 13, 18.08 .2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016013) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურას გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას. ”.

 2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული. ”.

  3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ.ა”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს; ”.

 4. მე-11 მუხლის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი

  ბ) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურურის შესახებ ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. ”.

 გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „8. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე. ”.

 5. III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი III

გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები

 6. მე-13 მუხლის:

  ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები ”.

  ბ) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. ”.

  გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ქალაქ სამტრედიის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია –  ქალაქი სამტრედია);

ბ) დაბა კულაშის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – დაბა კულაში);

გ) სოფელ დიდი ჯიხაიშის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი დიდი ჯიხაიშში);

დ) სოფელ იანეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი იანეთი);

ე) სოფელ ბაშის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ბაში);

ვ) სოფელ გამოჩინებულის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი გამოჩინებული);

ზ) სოფელ გორმაღლის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი გორმაღალი);

თ) გომის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – გომის თემი (სოფლები: მთისძირი, დაბლა გომი, კეთილაური, ცივწყალა, გომნატეხები, გომმუხაყრუა, დაბლა ეწერი, დობირო, ზედა ეწერი, კვირიკე, დაფნარი));

ი) ნაბაკევის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ნაბაკევის თემი (სოფლები: ნაბაკევი, ხუნჯულაური, ჩხენიში, ნინუაკუთხე, კვირიკე);

კ) ოფეთის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ოფეთის თემი (სოფლები: დიდი ოფეთი, პატარა ოფეთი, ნაწილი ოფეთი, მტერჩვეული, წიაღუბანი-თხილაგანი)) ;

ლ) საჯავახოს თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – საჯავახოს თემი (სოფლები: საჯავახო, ჭოგნარი, ნიგორზღვა)) ;

მ) ეწრის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ეწრის თემი (სოფლები: პატარა ეწერი, ახალსოფელი, ჯიქთუბანი, ოჭოფა, გვიმრალა, კეჭინარი)) ;

ნ) ღანირის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ღანირის თემი (სოფლები: ღანირი, ჭაგანი));

ო) მელაურის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – მელაურის თემი (სოფლები: მელაური, მიწაბოგირა, ხიბლარი)) ;

პ) ტოლების თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ტოლების თემი (სოფლები: ტოლები, ვაზისუბანი, ზემო ტოლები, ბუღნარა, ქვემო ნოღა, ზემო ნოღა, ქორეისუბანი)). ”.

დ) მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით. ”.

7. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით. ”.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                    ა . ჯვარშეიშვილი