⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.08.2014)
გაუქმებულია:

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2012
ძალის დაკარგვა 27.08.2014
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.127.016058
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,100 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2012 მიღება
27.08.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:.25in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:30.0pt; font-size:14.0pt; } p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:12.0pt; margin-bottom:0in; margin-left:45.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:24.0pt; layout-grid-mode:char; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:26.95pt 49.6pt .25in 48.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 8 2012 წლის 28 თებერვალი ქ. ზესტაფონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:     მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის).     მუხლი 2🔗. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.  მუხლი 3🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის № 24 დადგენილება.     მუხლი 4🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  საკრებულოს თავმჯდომარე მ . მასხარაშვილი დანართი №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1 . ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური ( ტექსტში შემდგომ „ სამსახური“ ) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს , რომელიც უზრუნველყოფს ზედამხედველობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობაზე; განახორციელებს არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობაზე და არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობას; უზრუნველყოფს არქიტექტურულ - მშენებლობით პროცესს , ადგენს ტერიტორიულ - სივრცითი პოლიტიკის რეალიზაციისათვის , მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არქიტექტურულ - სამშენებლო სტრატეგიის შემცველობის მქონე დოკუმენტაციას და დადგენილი წესით წარადგენს დასამტკიცებლად; უზრუნველყოფს ადგილობრივი ქონების აღრიცხვა - რეგისტრაციას , მართვასა და ეფექტურ გამოყენებას , თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისა და გასხვისების პროცედურების მართვის საკითხების უზრუნველყოფას; არეგულირებს ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებას; უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების ღონისძიებების დაგეგმვას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. სამსახურის დებულებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტა მპი და ბეჭედი თავისი დასახელებით.     მუხლი 2🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის ფუნქციაა: ა) ზედამხედველობა გაუწიოს ზესტაფონის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კანონიერების საკითხებს, ფიზიკურ და/ ან იურიდიულ პირებთან მიმართებაში; ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, განახორციელოს საჯარიმო სანქციები იმ ფიზიკური და/ ან იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც შესაბამისი ნორმების დარღვევით ( უკანონოდ) მიიტაცებენ ზესტაფონის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო -სამეურნეო მიწებს; გ) არქიტექტურულ- სამშენებლო საქმ იანობაზე ზედამხედველობის მხრივ დააწესოს კონტროლი მშენებლობაში მონაწილეების მიერ მშენებარე შენობა- ნაგებობების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე; დ) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დამთავრებამდე; ე) უზრუნველყოს ადგილობრივი მოსაკრებელის ამოღება და გასცეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, განახორციელოს არქიტექტურულ- მშენებლობითი პროცესი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ზ) ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგენს გამგებელს; თ) შეისწავლოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ- სივრცითი პოლიტიკის რეალიზაციისათვის, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არქიტექტურულ- სამშენებლო სტრატეგიის შემცველობის მქონე დოკუმენტაცია და დადგენილი წესით წარუდგინოს გამგებელს; ი) გასცეს ფიზიკური და/ ან იურიდიული პირების მიმართ მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, ტერიტორიების დაპროექტებისა და არქიტექტურულ- გეგმარებითი დავალება; კ) შეითანხმოს განსახორციელებელი გეგმარებითი პროექტები, აგრეთვე საბინაო, სამოქალაქო, სამრეწველო, საინჟინრო და საკომუნიკაციო ნაგებობებისა და კომუნალური დანიშნულების ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია, საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები; ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კოორდინაცია გაუწიოს მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას; მ) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა; ნ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაადგენილი წესით, შეიმუშავებს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და წარუდგენს მათ გამგებელს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის მიზნით; ო) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშავებაში ექსპერტის ან კონსულტანტის სახით; პ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის დოკუმენტაციის პროექტის მომზადება; ჟ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ; რ) თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის, თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების პროექტებისა და დამტკიცებული პროგრამების შესრულების ანგარიშის შედგენა; ს) გასხვისებული ადგილობრივი ქონების გამოყენების და გასხვისებისგან გამომდინარე დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება; ტ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, კონტროლი ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; უ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ; ფ) თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის გეგმის პროექტის მომზადება; ქ) ადგილობრივი ქონების გამოყენების მონიტორინგი და მათი ექსპლუატაციის ეფექტურობის შეფასება; ამორტიზირებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება; ღ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების და ორგანიზაციების საფინანსო- სამეურნეო საქმიანობის ანალიზი და კონტროლი, მათი ფინანსური ანგარიშების ( ბალანსების, მოგება- ზარალის ანგარიშგების, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების) ანალიზი და კონტროლი; მათი საქმიანობის თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადება; ყ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების რენტაბელობის ასამაღლებლად და საწარმოთა სიმძლავრეების ეფექტიანობის ასამაღლებლად სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა და კორდინაცია; შ ) საწარმოებში „ მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული ( პარტნიორის/ აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება, პარტნიორთა/ აქციონერთა კრებებზე რწმუნებული პირის მეშვეობით საწარმოთა მართვაში მონაწილეობის მიღება; ჩ ) საწარმოებში თვითმმართველი ერთეულის, როგორც პარტნიორის წარმომადგენელთა დანიშვნა/ არჩევის საკითხების განხილვა- კოორდინაცია და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, მათგან შესაბამისი ინფორმაციის მიღება, მოქმედებების გეგმის შეთანხმება; ც ) წინადადებების მომზადება თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა მომავალი განვითარების ბიზნესგეგმისა და წლიური ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე; დამტკიცებული ბიზნესგეგმის შესრულების მიმდინარეობის გაანალიზება, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება ბიზნესგეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ; საწარმოთა განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და შედეგობრივი პარამეტრების პროგნოზირება; ძ ) წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველ ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას; გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა გადაწყვეტა; წ ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მასალების მომზადება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვისათვის კონკურსის და/ ან აუქციონის ჩასატარებლად, მათი შესაბამის კომისიაზე განხილვის მიზნით; წ.ა ) განახორციელოს მონიტორინგი იჯარით გაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწების გამოყენების პროცესზე და საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, ხოლო შესაბამისი ფიზიკური და/ ან იურიდიული პირების ( მოიჯარის) მხრიდან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დასვას საკითხი გამგებლის წინაშე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე; წ.ბ ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადება; წ. გ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, ნაგვის შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრა; წ. დ) დასახლებებში გარეგანათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების უზრუნველყოფა; წ. ე) შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ესქპლუატაციის უზრუნველყოფა; წ. ვ) სანიტარი ული დასუფთავების ორგანიზაცია, საოჯახო- საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის უზრუნველყოფა; წ.ზ ) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება; წ. თ) დასახლებებში სახლების ნუმერაცია; წ. ი) ღონისძიებების დაგეგმვა წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად; წ. კ) წინადადებების მომზადება გამწმენდ ნაგებობათა და ნაგავგადამამუშავებელ საწარმოთა შექმნასა და შენახვაზე; წ. ლ) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანები ს, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების, გამწვანების ზონების მოწყობის ორგანიზება; წ. მ) ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დასუფთავების, მყარი ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელების მოწყობის და გამოყენების ორგანიზება; წ. ნ) მოსახლეობის საბინაო- კომუნალური მომსახურების ორგანიზება; წ.ო ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფონდის და კომუნალური მეურნეობის მართვა, შესაბამის ობიექტთა მოვლა- პატრონობა; ჯ. პ) მოსახლეობის საყოფაცხივრებო მომსახურების ორგანიზება; ჯ.ჟ ) ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია- განვითარების პროგრამის პროექტების მომზადება; დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაცია; ჯ.რ ) შიდამუნიციპალური სამგზავრო- სატრანსპორტო გადაზიდვების აღრიცხვა; ჯ.ს ) მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მონიტორინგი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისა და მგზავრობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე. 2. სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის მიტაცების შემთხვევაში დააჯარიმოს ფიზიკური და/ ან იურიდიული პირები, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად; ბ) უზრუნველყოს არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწების საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა, მათზე შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; გ) მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით; დ) მშენებლობის კონტროლის განხორციელებაში ხელი შეუწყოს შესაბამის უფლებამოსილ სამსახურებს; ე) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა; ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს შესაბამისი კონტროლი გარემოსა და ტერიტორიების საინჟინრო დაცვაზე; ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დააწესოს კონტროლი მშენებლობაში მონაწილეების მიერ მშენებარე შენობა- ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე; თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებული საამშენებლო ობიექტების სისტემატური შემოწმება და უზრუნველყოს სახელმწიფო წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დამთავრებამდე; ი) მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს შესაბამისი მითითებები პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და/ ან სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების თაობაზე და იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს; კ) დადგენილი წესით შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი, რომლის საფუძველი შეიძლება იყოს: კ. ა​) საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომელთა გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია; კ. ბ) სამსახურის მითითებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მშენებლობის დამკვეთსა და მშენებელი ორგანიზაციისაგან მოითხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება; მ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი დადგენილება დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/ და დამონტაჟებული შენობა- ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ; ნ) დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/ და დამონტაჟებული შენობა- ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს: ნ. ა) უნებართვო მშენებლობაზე მითითები ს შეუსრულებლობა; ნ. ბ) მშენებლობის განხორციელება პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით, რის გამოც ვერ იქნა უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედობა; ნ. გ) როცა შენობა- ნაგებობის მდგრადობა ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლოატაციის პორობებს და არ არის კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია; ო) არქიტექტურულ- საამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი დადგენილება დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების შესახებ; პ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის სივრცით- ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშავებაში ექსპერტის ან კონსულტანტის სახით; ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებისა და მათი ნებართვების გაცემის კუთხით განახორციელოს კონტროლი ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე; რ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები; ს) გასცეს ფიზიკური და/ ან იურიდიული პირების მიმართ მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, ტერიტორიების დაპროექტებისა და არქიტექტურულ- გეგმარებითი დავალება; ტ) შეითანხმოს განსახორციელებელი გეგმარებითი პროექტები, აგრეთვე საბინაო, სამოქალაქო, სამრეწველო, საინჟინრო და საკომუნიკაციო ნაგებობებისა და კომუნალური დანიშნულების ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია, საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები; უ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კოორდინაცია გაუწიოს მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებას; ფ) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა; ქ) შეისწავლოს შენობა- ნაგებობების ( მიწისზედა, მიწისქვეშა) პროექტები ( მათ შორის, ხაზოვანი ობიქტების) ; ღ) მონაწილეობა მიიღოს რაიონის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშავებაში ექსპერტის ან კონსულტანტის სახით; ყ) გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები ტრანსპორტის სფეროში არალეგალური და უნებართვო მეწარმეობის აღმოსაფხვრელად.     მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (ტექსტში შემდგომ „უფროსი“ ), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 2. სამსახური აერთიანებს: ა) მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება: ა.ა. მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი (მუნიციპალიტეტის მთავარი არქიტექტორი); ა.ბ. მთავარი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში (არქიტექტორი); ა.გ. მთავარი სპეციალისტი – მშენებლობაზე ზედამხედველობის საკითხებში (არქმშენინსპექცია); ბ ) მთავარი სპეციალისტი – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში; გ ) მთავარი სპეციალისტი – ქონებისა და არასასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის საკითხებში; დ ) მთავარი სპეციალისტი – გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში; ე ) მთავარი სპეციალისტი – ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 4. სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანები სა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობას ცალკეულ მიმართულებებს; დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრ იცხვაში ცვლილებები სა და დამატების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში; ე ) არქიტექტურულ- სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი წარდგინების საფუძველზე იღებს დადგენილებას დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების შესახებ; ვ ) დადგენილი წესით აჩერებს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობას ან უნებართვო დემონტაჟს; ზ ) მშენებლობის მონაწილეებზე გასცემს შესაბამის მითითებების პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და/ ან სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების თაობაზე და იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ ან შემოტანილი საამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს; თ ) გასცემს და ხელს აწერს ადგილობრივი მოსაკრებელის საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს; ი ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს. 5. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.     მუხლი 4🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.