ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.02.2012
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} em {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:27.35pt .75in 45.35pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. გაუქმდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის დადგენილება №13 „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ. ტყიბულის ტერიტორიული ორგანოს დებულებების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗. გაუქმდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის დადგენილება №14 „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ცუცხვათის ტერიტორიული ორგანოს დებულებების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 4🔗. გაუქმდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის დადგენილება №15 „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორპირის თემის ტერიტორიული ორგანოს დებულებების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 5🔗. გაუქმდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის დადგენილება №16 „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის გურნის თემის ტერიტორიული ორგანოს დებულებების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 6🔗. გაუქმდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის დადგენილება №17 „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხრესილის თემის ტერიტორიული ორგანოს დებულებების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 7🔗. გაუქმდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის დადგენილება №18 „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯვარისის თემის ტერიტორიული ორგანოს დებულებების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 8🔗. გაუქმდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის დადგენილება №19 „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოჩხეთის თემის ტერიტორიული ორგანოს დებულებების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 9🔗. გაუქმდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის დადგენილება №20 „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კურსების თემის ტერიტორიული ორგანოს დებულებების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 10🔗. გაუქმდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის დადგენილება №21 „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საწირის თემის ტერიტორიული ორგანოს დებულებების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 11🔗. გაუქმდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის დადგენილება №22 „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ მუხურის ტერიტორიული ორგანოს დებულებების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 12🔗. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. ქათამაძე
დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში.
2. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციაა განამტკიცოს ადგილობრივი თვთმმართველობის ორგანოების კავშირი მოსახლეობასთან, ორგანიზაციულად უზრუნველყოს და გააკონტროლოს საკრებულოს გადაწყვეტილებათა, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის დავალებების შესრულება, ორგანიზება გაუწიოს და გააკონტროლოს მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივ მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება; განახორციელოს ამ დებულებით დაკისრებული უფლებამოსილებანი.
3. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნების ფარგლებში.
4. ტერიტორიული ორგანო არ არის იურიდიული პირი.
მუხლი 2🔗. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი სხვა საკანონმდებლო აქტები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება და ეს დებულება.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
თავი II
ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები
მუხლი 3🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფის სფეროში
1. ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფის სფეროში ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გაცნობა;
ბ) საჯარო განხილვების ჩატარება; მოსახლეობასთან თვითმმართველობის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრის ორგანიზება;
გ) თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოსახლეობის წინადადებების, შენიშვნებისა და განცხადებების აღრიცხვა და მისი მიწოდება თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის;
დ) მოსახლეობისათვის კონსულტაციების გაწევა თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ე) საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 4🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში
1. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში განეკუთვნება.
ა) მოსახლეობის ჩართვა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, წინადადებების მომზადება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობისგან გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაცია და მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მათი მიწოდება;
ბ) წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ; მათი განხორციელების კოორდინაცია.
მუხლი 5🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში
1. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში განეკუთვნება;
ა) ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ წინადადებების მომზადება;
ბ) მონაწილეობის მიღება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების და ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებაში.
მუხლი 6🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება მიწისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში
1. მიწისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება;
ა) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის მართვასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება;
ბ) წინადადებათა შემუშავება ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;
გ) მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, ასევე სტიქიური უბედურებისა და ავარიების შემთხვევაში მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღება;
დ) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 7🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, დაგეგმარების განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში
1. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, დაგეგმარების განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში განეკუთვნება:
ა) მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში; ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადების, მათი განხორცილებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ბ) მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების შედგენასა და განხორციელებაში;
გ) წინადადებების მომზადება ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სამუშაოთა ორგანიზებისათვის;
დ) წინადადებების მომზადება შენობათა ფასადების მოვლაზე;
ე) ქუჩების, ტროტუარებისა და მოედნების დასუფთავების ღონისძიებათა ხელშეწყობა;
ვ) ღონისძიებათა კოორდინაცია სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ.
მუხლი 8🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მეურნეობის სფეროში
1. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მეურნეობის სფეროში ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მონაწილეობის მიღება სატრანსპორტო სისტემის, ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამების, გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში;
ბ) წინადადებების მომზადება გზების მშენებლობასა და რემონტზე;
გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა;
დ) წინადადებების მომზადება მოსახლეობის საბინაო-კომუნალური მომსახურების გაუმჯობესებისათვის;
ე) წინადადებების მომზადება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფონდის და კომუნალური მეურნეობის ჯეროვან გამოყენებაზე;
ვ) საკრებულოს გადაწყვეტილებისა და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორცილება.
მუხლი 9🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების სფეროში
1. განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების სფეროში ტერიტორიულ ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების ხელშეწყობა;
ბ) მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დასაქმებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) წინადადებების მომზადება განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით.
თავი III
თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული
მუხლი 10🔗. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის (შემდგომში – რწმუნებული) თანამდებობაზე დანიშვნა და საქმიანობის სფერო
1. რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ერთი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. რწმუნებული წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას.
3. რწმუნებული ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
4. რწმუნებული გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ.
5. რწმუნებული ახორციელებს დებულებით, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. რწმუნებული ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და გამგებლის წინაშე.
მუხლი 11🔗. საქმიანობის კონტროლი
რწმუნებულის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგებელი არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.