„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 28.02.2012
ძალის დაკარგვა 10.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016036
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,496 სიტყვა · ~22 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2012 მიღება
10.03.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 46.3pt 35.45pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება № 2 2012 წლის 2 8 თებერვალი ქ. ქუთაისი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ: 1.  დამტკიცდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება“ (დანართი № 1). 2.  ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3.  დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თავმჯდომარე                             გ. ჩალაგაშვილი კომისიის წევრი                              ზ. გაბელაია კომისიის წევრი                              გ. შონია  დანართი 1 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება კარი I. ზოგადი დებულებანი თავი I საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილებანი     მუხლი 1🔗 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) არის „ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი და „ დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილ, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე დამოუკიდებელ ორგანოს, იგი დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოების, უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან და არ არის დაფუძნებული სახელმწიფო ქონების ბაზაზე. 2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. კომისიას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სათანადო ანგარიშები ბანკში, მათ შორის, უცხოურ ვალუტაში. 4. კომისიის საქმიანობის დაფინანსების ძირითადი წყაროა მისი რეგულირების სფეროში შემავალი პირების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური. 5. კომისია ყოველი წლის 31 მარტამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. კომისიის ანგარიში ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 6. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ო. ჩეჩელაშვილის ქუჩა № 26. ელ. ფოსტა: mail@gnerc.org , ვებ-გვერდი: www.gnerc.org .     მუხლი 2🔗 კომისიის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების, აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზირების წესებისა და პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა, მათში ცვლილებების შეტანა და მათი გაუქმება; ბ) საქმისწარმოების წესების და პროცედურების, სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესების, რეგულირების საფასურის ოდენობის და გაანგარიშების წესის, მიწოდებისა და მოხმარების წესების, ტარიფების მეთოდოლოგიის, ტარიფების (მათ შორის, ზღვრული), ნორმატიული დანაკარგების ოდენობის და გაანგარიშების წესის შემუშავება და დამტკიცება, ასევე, სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და დამტკიცება საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში; გ) კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტის და მოხმარების, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ტარიფების, ასევე გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის, წყალმომარაგების ტარიფის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების, მიწოდების და მოხმარების ტარიფების დადგენა და რეგულირება, გარდა ავტოგაზგასამართ სადგურებში რეალიზებული ბუნებრივი გაზის ტარიფებისა; დ) ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ, აგრეთვე წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის დადგენა; ე) ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიების პირობების დაცვის კონტროლი და დარღვევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ზ) ენერგეტიკის დარგში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია; თ) ლიცენზიატის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების შეწყვეტაზე, შემცირებაზე ან გაზრდაზე უფლების მიცემა; ი) ყველა კატეგორიის მომხმარებლის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგებისათვის, აგრეთვე წყალმომარაგების სისტემით მომსახურებისათვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლის შექმნა; კ) ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, იმპორტიორის, ექსპორტიორის, მიმწოდებლის და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ მომსახურების გაწევის პირობებისა და წესების დამტკიცება; ლ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების აღრიცხვის, ანგარიშის მომზადების, დაგზავნის, აგრეთვე მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საფასურის გადახდის პროცედურების დამტკიცება; მ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ნ) ჰიდროენერგეტიკული, სხვა განახლებადი და ალტერნატიული, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის ადგილობრივი რესურსების ათვისებისა და უპირატესი გამოყენების ხელშეწყობა; ო) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, ბუნებრივი გაზის იმპორტის, ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების, აგრეთვე წყალმომარაგების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობა.        მუხლი 3🔗 კომისია უფლებამოსილია: ა) სახელმწიფო დაწესებულებებისგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისგან, აგრეთვე თანამდებობის პირებისგან მოითხოვოს ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად; ბ) თავისი ფუნქციების განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, მიიღოს სამართლებრივი აქტები – კომისიის გადაწყვეტილებები და დადგენილებები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებში სამართალურთიერთობის ყველა სუბიექტისთვის; გ) კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების გაზიარებისა და შეძენის მიზნით, საქართველოში და საზღვარგარეთ ჩატარებულ შეხვედრებსა და სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი წესით მიავლინოს კომისიის აპარატის თანამშრომლები; დ) დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი სამუშაო ჯგუფები; ე) გაწევრიანდეს და ითანამშრომლოს შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან; ვ) უზრუნველყოს კომისიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება, მუშაკთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; ზ) გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩლის ან მოპასუხის როლში; თ) ორგანიზება და კოორდინაცია გაუკეთოს ნებაყოფლობით და სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით; ი) უზრუნველყოს მის მიერ მიღებული ყველა დადგენილების, გადაწყვეტილების, ბრძანების, ჩანაწერის, სხვა დოკუმენტის და გაცემული ნებართვის საჯარო განხილვის შესაძლებლობა, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას; კ) ოფიციალურად განმარტოს მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები; ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. თავი II კომისიის მართვა, ფინანსები და ქონება     მუხლი 4🔗 1. კომისია შედგება 5 წევრისგან. კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. კომისიის ერთ-ერთ წევრს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. კომისიის წევრი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ინიშნება ექვსი წლით. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა დაინიშნოს ექვსწლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საქართველოს პრეზიდენტი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს ახალ წევრს დარჩენილი ვადით. 2. კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. კომისიასა და მის აპარატში პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა დაუშვებელია. 3. კომისია წარმოადგენს კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც სამართლებრივი აქტების მიღება ხდება კენჭისყრის პრინციპით, ხმათა უმრავლესობით. 4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 5. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა შესაძლებელია, თუ მას ესწრება კომისიის სამი წევრი მაინც. 6. განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის წევრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს გადაწყვეტილების მიღების დროს. კომისიის წევრის განსხვავებული პოზიცია საკითხის მიმართ ფიქსირდება კომისიის სხდომის ოქმში. 7. კომისიის თავმჯდომარე: ა) პასუხისმგებელია კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე; ბ) ამტკიცებს კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასების ოდენობას; გ) ნიშნავს და ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს კომისიის წევრებთან შეთანხმებით; დ) კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, ბრძანებას; ე) განკარგავს კომისიის ქონებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) უძღვება კომისიის სხდომებს და პასუხისმგებელია კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვასა და მათ გამოქვეყნებაზე; ზ) წარმოადგენს კომისიას საქართველოსა და სხვა ქვეყნების ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში. 8. კომისიის წევრი უფლებამოსილია: ა) თავმჯდომა რის არყოფნის დროს მისი ბრძანებით შეასრულოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები; ბ) დადგენილი წესით განახორციელოს მიმოწერა; გ) გასცეს შესაბამისი დავალებები კომისიის აპარატის თანამშრომლებზე; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად მიიღოს და იმუშაოს ლიცენზიატის დოკუმენტაციასა და პერსონალთან; ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციები. 9. მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად კომისიას ჰყავს აპარატი. აპარატის თანამშრომელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის წევრების უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზე. კომისიის აპარატის საქმიანობას კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი დირექტორი. 10. აღმასრულებელი დირექტორისა და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის უფლებამოსილება. ა) აღმასრულებელი დირექტორი: ა.ა) კოორდინაციას უწევს კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ა.ბ) ადგენს კომისიის სხდომების დღის წესრიგის პროექტს, უზრუნველყოფს კომისიას მისი საქმიანობისათვის საჭირო მასალებით და ინფორმაციით; ა.გ) ხელმძღვანელობს კომისიის ბიუჯეტის მომზადებას, რეგულირების საფასურის გაანგარიშებას, რეგულირების საფასურის გადახდაზე კომისიის რეგულირების სფეროში შემავალ პირებთან შესათანხმებელი გრაფიკის შემუშავებას, აკონტროლებს რეგულირების საფასურის დროულ გადახდას, უზრუნველყოფს კომისიის ანგარიშის მომზადებას; ა.დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის და საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსა და ფინანსური ანალიზის სამმართველოს საქმიანობას; ა.ე) აკონტროლებს კომისიის ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივ გამოყენებას, ხელს აწერს შესაბამის საბუღალტრო დოკუმენტებს; ა.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მიმოწერას; ა.ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის სახელით აფორმებს ხელშეკრულებებს; ა.თ) კომისიის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 92​1 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვ ევაზე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და შესაბამის დოკუმენტაციას განსახილველად გადასცემს კომისიას. ბ) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე: ბ.ა) წარმართავს კომისიის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს საქმიანობას; ბ.ბ) აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს; გ) აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მათ უფლებამოსილებას კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს ერთ- ერთი დეპარტამენტის უფროსი ან უფროსის მოადგილე. 11. კომისიის გადაწყვეტილებით კომისიის აპარატში გარკვეული თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი. 12. შრომით ხელშეკრულებებს აპარატის თანამშრომლებთან აფორმებს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს კომისიის თავმჯდომარე. თავმჯდომარის რწმუნებით აპარატის თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება შეუძლია აღმასრულებელ დირექტორს. 13. კომისიის აპარატის საშტატო განრიგი მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით.     მუხლი 5🔗 1. კომისიის ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყაროა კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი პირებისაგან მიღებული რეგულირების საფასური. 2. რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესი და გადახდის პირობები დგინდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიის დადგენილებით. 3. კომისია ყოველი წლის 1 ოქტომბრისთვის ამტკიცებს შემდეგი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. კომისია ვალდებულია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს თავისი ბიუჯეტი. 4. რეგულირების საფასური ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს განკარგავს მხოლოდ კომისია. წლის განმავლობაში კომისიის მიერ გამოუყენებელი თანხები გადაიტანება შემდგომი წლის ანგარიშზე, ამ წლის რეგულირების საფასურის შესაბამისი შემცირებით. კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბამისი პროცენტის გასტუმრება ხორციელდება შემდეგი წლის რეგულირების საფასურიდან. 5. დასაშვებია კომისიის დასაფინანსებლად გრანტებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრების გამოყენება. 6. რეგულირების საფასური შედის ლიცენზიატების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მიმწოდებლების და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ წარმოებული პროდუქციის ან/და გაწეული მომსახურების ღირებულებაში. 7. კომისია ყოველწლიურად, 31 მარტამდე, ამზადებს და აქვეყნებს გასული წლის ფინანსურ ანგარიშს.     მუხლი 6🔗 1. კომისიის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება კომისიის დამოუკიდებელ ბალანსში. 2. კომისიის ლიკვიდაციის შემთხვევაში კომისიის ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. კარი II. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულები თავი III ზოგადი დებულებანი     მუხლი 7🔗 1. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი; ბ) ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი; გ) წყალმომარაგების დეპარტამენტი; დ) ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტი; ე) იურიდიული დეპარტამენტი; ვ) მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი; ზ) საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; თ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი; ი) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი; კ) კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო; ლ) კომისიის თავმჯდომარის და წევრების აპარატი. 2. კომისიის სტრუქტურაში შედიან კომისიის მთავარი მრჩეველი, უფროსი მრჩეველი, კომისიის მრჩევლები და თავმჯდომარის მრჩევლები. 3. კომისიის აპარატში როგორც დეპარტამენტის შემადგენლობაში, ასევე დამოუკიდებლად, შეიძლება არსებობდეს სამმართველოები და სამსახურები. 4. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, სამმართველოს და სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი. 5. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების და მათი ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და მათი დებულება ცალკე არ მტკიცდება. 6. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური. საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში გადახდილი რეგულირების საფასურიდან და აისახება მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში. შესაბამისად, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საშტატო განრიგი და ბიუჯეტი მტკიცდება კომისიის მიერ. საზოგადოებრივი დამცველის შერჩევისა და დანიშვნის წესი განისაზღვრება „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით.     მუხლი 8🔗 1. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული საშტატო ერთეულის ფუნქციურ მოვალეობას; ბ) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და კომისიის წევრების დავალებათა შესაბამისად; გ) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე; დ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის და უზრუნველყოფს მათ კოორდინირებულ მუშაობას; ე) ხელს აწერს ან უკეთებს ვიზირებას სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარუდგენს კომისიას სტრუქტურული ერთეულის მუშაობის კვარტალურ და წლიურ, ასევე კომისიის თავმჯდომარის დავალებით ნებისმიერი სხვა პერიოდის ანგარიშს; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კომისიის ან თავმჯდომარის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის (სამმართველოს) უფროსი: ა) პასუხისმგებელია სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების სათანადო შესრულებაზე; ბ) ანაწილებს სამმართველოს მუშაკებს შორის სამუშაოს და უზრუნველყოფს მის ხარისხიანად და დროულად შესრულებას; გ) ხელს აწერს ან უკეთებს ვიზირებას სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს. 3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე. თუ სტრუქტურულ ერთეულში არ არსებობს ხელმძღვანელის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის (სამმართველოს) უფროსი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ამ სტრუქტურულ ერთეულში ყველაზე მაღალი თანამდებობის თანამშრომელი. თავი IV ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი     მუხლი 9🔗 1. ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში ლიცენზიების მაძიებელთა დოკუმენტაციის ტექნიკური ექსპერტიზა, დასკვნის მომზადება და კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებისგან ამ საკითხებზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მოპოვება; ბ) ელექტროენერგეტიკის სექტორში შესაბამისი ლიცენზიის გაცემაზე, ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე ან/და გაუქმებაზე საკითხების მომზადება კომისიის სხდომაზე განსახილველად; გ) ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატების მიერ სალიცენზიო პირობების და კომისიის მოთხოვნების შესრულების, აგრეთვე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ აღმასრულებელი დირექტორისათვის წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისათვის საკითხის მომზადება; დ)ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატებისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე კომისიისათვის შესაბამისი დასკვნების მომზადება; ე) ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატების მიერ ან კომისიის ინიციატივით ნორმატიული დანაკარგების დადგენაზე წარმოდგენილი მოთხოვნებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება; ვ) ელექტროენერგეტიკის სექტორის მომხმარებლებს, ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება; ზ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; თ) მისი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებ ის კონტროლი; ი) მისი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის წლიური ანგარიშის მომზადება. 2. ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია ტექნიკური სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ –„ ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. თავი V ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი     მუხლი 10🔗 1. ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების მაძიებელთა დოკუმენტაციის ტექნიკური ექსპერტიზა, დასკვნის მომზადება და კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებისგან ამ საკითხებზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მოპოვება; ბ) ბუნებრივი გაზის შესაბამისი ლიცენზიის გაცემაზე, ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე ან/და გაუქმებაზე საკითხების მომზადება კომისიის სხდომაზე განსახილველად; გ) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატების მიერ სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ აღმასრულებელი დირექტორისათვის წინადადებების შემუშავება და და კომისიის სხდომებისათვის საკითხის მომზადება; დ) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატების მიერ ან კომისიის ინიციატივით ნორმატიული დანაკარგების დადგენაზე წარმოდგენილი მოთხოვნებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება; ე) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე კომისიისათვის შესაბამისი დასკვნების მომზადება; ვ ) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატებს, მიმწოდებლებს ან/და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება; ზ ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; თ ) მისი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; ი ) მისი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის წლიური ანგარიშის მომზადება. 2. ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია მონიტორინგის სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ლიცენზიატებზე მონიტორინგის განხორციელებას. თავი VI წყალმომარაგების დეპარტამენტი     მუხლი 11🔗 წყალმომარაგების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიების მაძიებელთა დოკუმენტაციის ტექნიკური ექსპერტიზა, დასკვნის მომზადება და კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებისაგან ამ საკითხებზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მოპოვება; ბ) წყალმომარაგების ლიცენზიის გაცემაზე, ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე ან/და გაუქმებაზე საკითხების მომზადება კომისიის სხდომაზე განსახილველად; გ) წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატთა მიერ სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შემოწმება. გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ აღმასრულებელი დირექტორისათვის წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისათვის საკითხის მომზადება; დ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ე) წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება; ვ) წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე კომისიისათვის შესაბამისი დასკვნების მომზადება; ზ) მისი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; თ) მისი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის წლიური ანგარიშის მომზადება. თავი VII ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტი     მუხლი 12🔗 1. ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების ლიცენზიატების, იმპორტიორების, მიმწოდებლების, აგრეთვე ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადებისა და თანდართული მასალების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება კომისიის სხდომაზე განსახილველად; ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტის და მოხმარების, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ტარიფების, ასევე გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების, აგრეთვე წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშება და კომისიისათვის წარდგენა; გ) ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ, აგრეთვე წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის ოდენობის გაანგარიშება და კომისიისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა; დ) სატარიფო რეგულირების (მათ შორის, არსებული ტარიფის კომისიის ინიციატივით გადახედვის) მიზნით ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების ლიცენზიატების, იმპორტიორების, მიმწოდებლებისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი; ე) მისი კომპეტენციის ფარგლებში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორების ლიცენზიატების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მიმწოდებლების, ასევე, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დადგენილი წესით წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე კომისიისათვის შესაბამისი დასკვნების მომზადება; ვ) მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტთან ერთად ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებში ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავება, ანალიზი და სრულყოფა; ზ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; თ) კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ი) მისი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი. 2. ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: – ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სამმართველო; – ბუნებრივი გაზის სამმართველო. 3. ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში. 4. ბუნებრივი გაზის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას ბუნებრივი გაზის სექტორში. თავი VIII იურიდიული დეპარტამენტი      მუხლი 13🔗 1. იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) იურიდიული სამმართველო; ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო. 2. იურიდიული სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ლიცენზიების მაძიებელთა დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) კომისიის გადაწყვეტილების პროექტების განხილვა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება; გ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების ლიცენზიატთა მიერ ლიცენზიის პირობების, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებაზე მონიტორინგი; დ) სისტემის კომერციულ ოპერატორს, ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის წამოჭრილ სადავო საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება და განხილვაში მონაწილეობა. 3. სამართლებრივი უზრუნველ ყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) კომისიის ნორმატიული აქტის პროექტების მომზადება და მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ბ) კომისიის აპარატის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გ) შესაბამისი რწმუნების საფუძველზე, კომისიის წარმოდგენა სასამართლო ორგანოებში. თავი IX მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი     მუხლი 14🔗 1. მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მეთოდოლოგიური სამმართველო; ბ) ანალიზისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო; გ) მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო. 2. მეთოდოლოგიური სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგების რეგულირების მეთოდოლოგიური საფუძვლების შემუშავება და მათი სრულყოფის კოორდინაცია; ბ) შემუშავებული პროექტების ანალიზი და სრულყოფაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; გ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში სამართლებრივი აქტების შემუშავება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; დ) ენერგეტიკის სფეროში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია; ე) მონაწილეობის მიღება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში სერტიფიკაციის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში; ვ) სერტიფიკაციის სისტემის ორგანიზაციულ-მეთოდური დოკუმენტების მომზადების კოორდინაცია და შემუშავება; ზ) წინადადებების შემუშავება სერტიფიკაციის დროს გამოყენებული ნორმატიული დოკუმენტების სრულყოფის შესახებ; თ) ურთიერთობა საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან, აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოსთან, აკრედიტებულ ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. 3. ანალიზისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) რეგულირების საერთაშორისო ტენდენციებისა და მეთოდოლოგიური მიდგომების შესწავლა- ანალიზი და მათ საფუძველზე სათანადო ინფორმაციის, წინადადებების და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება; ბ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავება, ანალიზი და სრულყოფა; გ) შემუშავებული პროექტების ანალიზი და მათ სრულყოფაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; დ) კომისიის კომპეტენციის ფარგლებში აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორის ობიექტების სარეაბილიტაციო და საინვესტიციო პროგრამების განხილვაში მონაწილეობა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება. 4. მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია: ა) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხისა და ელექტრომომარაგების საიმედოობის (უწყვეტობის) მაჩვენებელთა მონიტორინგის სისტემის დანერგვის კოორდინაცია; ბ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის მონაცემთა ანალიზი და მონიტორინგი; გ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის (უწყვეტობის) მონაცემთა ანალიზი და მონიტორინგი; დ) წინადადებების შემუშავება ელექტროენერგიის მომხმარებელთა მომსახურების კომერციული ხარისხისა და ელექტრომომარაგების საიმედოობის (უწყვეტობის) მაჩვენებელთა მონიტორინგის სისტემის სრულყოფის მიზნით. თავი X საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი     მუხლი 15🔗 1. საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) საზღვარგარეთის ქვეყნების ენერგეტიკულ დაწესებულებებსა და სხვადასხვა სახის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომისიის კავშირის უზრუნველყოფა; ბ) კომისიის საერთაშორისო ურთიერთობის კოორდინაცია, საერთაშორისო პროექტების დაგეგმვ ასა და მათ შესრულებაში უშუალო მონაწილეობა; გ) პრეს-დაიჯესტის ფორმით კომისიის გადაწყვეტილებების, კომისიის დღის წესრიგის, ენერგეტიკაში არსებული პრობლემების, კომისიისა და აპარატის საქმიანობის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მაქსიმალური გამჭვირვალობის დანერგვა; დ) ენერგეტიკასა და წყალმომარაგების სფეროებში მიმდინარე პროცესების მოკლე ანოტაციის მომზადება და გავრცელება; ე) პრესკონფერენციების მოწყობა; ვ) პრესისა და სატელევიზიო გადაცემების ყოველდღიური მიმოხილვა და ანალიზი საჭიროების შემთხვევაში კომისიის კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება; ზ) კომისიის საჯარო სხდომებზე მასმედიის მოწვევა; თ) მოსახლეობისთვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ სფეროში წამოჭრილი პრობლემების კონსტრუქციულად გადაჭრაში აქტიური მონაწილეობა; ი) კომისიის ელექტრონული ვებგვერდის დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. კომისიის დადგენილებების, გადაწყვეტილებების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორის სხვადასხვა სახის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და კომისიაში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის კომისიის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსება. 2. საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა” და „ ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. 3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც წარმართავს მასმედიის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. თავი XI ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი     მუხლი 16🔗 1. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ბ) საქმისწარმოების სამმართველო. 2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ადამიანური რესურსების მართვა და მისი ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, კომისიის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების მომზადება; თავმჯდომარის ბრძანებების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია; გ) კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე მონიტორინგი; მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი; დ) კომისიის მოსამსახურეთა საკადრო საქმისწარმოება, პირადი საქმეების შედგენა და წარმოება. კომისიის მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება; დ) კომისიის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადება, სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება; ე) მოსამსახურეთა საპენსიო საბუთების მომზადება და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში წარდგენა; ვ) კომისიის მოსამსახურეთა შვებულებების გრაფიკის შედგენა და მისი დაცვის ორგანიზება; ზ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება; თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ი) დადგენილი წესის შესაბამისად, კომისიაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება; კ) კომისიის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; ლ) სტაჟირებასა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა და აღრიცხვა;  ნ) მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების კომპიუტერული აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი და ამ ინფორმაციის რეგულარული მიწოდება თავმჯდომარისათვის; ო) თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 3. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომისიის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა; კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრული ვადების დაცვის უზრუნველმყოფი ღონისძიებებისა და სისტემატური მონიტორინგის განხორციელება; ბ) კომისიის საიდუმლო ხასიათის დოკუმენტაციის საქმისწარმოება; მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, შესაბამის კონფიდენციალურ ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; გ) კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და აღმასრულებელი დირექტორის მიერ გაცემული დავალებების შესრულების კონტროლი, კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოების ორგანიზაციაზე მეთოდური ხელმძღვანელობა; დ) კომისიის სხდომებისა და აპარატის სამუშაო თათბირების გამართვის ორგანიზება; კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების მიღება და კომისიის წევრებისათვის წარდგენა; კომისიის სხდომაზე დასასწრები პირების მოწვევის ორგანიზაცია და მათი საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა; ე) კომისიის საჯარო სხდომების ოქმების წარმოება; ვ) კომისიის სხდომების საოქმო გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი; ზ) კომისიის სამართლებრივი აქტების უწყებრივი რეესტრის წარმოება; თ) მიღებული ნორმატიული აქტების დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისა და ნორმატიული აქტების ოფიციალურად გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ი) კომისიის საარქივო საქმისწარმოება; არქივის ორგანიზაცია; საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა; კ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფა; ლ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილი მონაცემების „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების უზრუნველყოფა; მ) ლიცენზიატების შემოწმების აქტების რეესტრის წარმოება; ნ) კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების საჯაროობის უზრუნველყოფა; ო) საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის ორგანიზება. თავი XII საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი     მუხლი 17🔗 1. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) კომისიისა და მისი აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამუშავება და კომისიისათვის, აგრეთვე კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა; გ) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება. ელექტრონული ტენდერის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული შესყიდვის საშუალებით საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვის განხორციელება, მიმწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა; დ) განხორციელებული შესყიდვების შესახებ პერიოდული ანგარიშის კომისიისათვის წარდგენა; ე) კონკურენციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება; ვ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა; ზ) შემოსული ფულადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია; თ) თანამშრომელთა ხელფასების, მივლინებების და სხვა გასაცემლების ანგარიში და გაცემა; ი) ანგარიშსწორება ანგარიშვალდებულ პირებთან, მიმწოდებელთან და დამკვეთთან; კ) ფულადი სახსრების დარიცხვა და დროულად გადარიცხვა; ლ) კომისიის მიერ განხორციელებული ყველა სამეურნეო ოპერაციის საბუღალტრო ანგარიშებში ასახვის სისრულის უზრუნველყოფა და კონტროლი; მ) ოპერატიული ინფორმაციის და ბუღალტრული ანგარიშების შედგენა და წარდგენა; ნ) ურთიერთობები ბანკებთან და საგადასახადო ორგანოებთან; ო) კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი პირების მიერ რეგულირებადი საქმიანობის შესახებ საპროგნოზო და ფაქტობრივი მონაცემების წარმოდგენის კონტროლი, გადასახდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშება და შესაბამისი მოთხოვნის წარდგენა. რეგულირების საფასურის გადახდის კონტროლი და კომისიის მიერ დადგენილი ვადების დარღვევისას კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ აღმასრულებელი დირექტორისათვის წინადადებების შემუშავება; პ) დებიტორ-კრედიტორების აღრიცხვა; ჟ) მისი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი პირების ფინანსური მდგომარეობის ანალიზი; რ) კომისიის აპარატის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური პირობებით უზრუნველყოფა; ს) კომისიის ინვენტარისა და შენობის მოვლა-პატრონობა; ტ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; უ) მისი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი. 2. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) ფინანსური ანალიზის სამმართველო; გ) სამეურნეო სამმართველო. 3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. 4. ფინანსური ანალიზის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ-ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. 5. სამეურნეო სამმართველო, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ-ტ“ ქვეპუნქტებ ით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას. თავი XIII  კომისიის თავმჯდომარის აპარატი     მუხლი 18🔗 თავმჯდომარის აპარატის ძირითადი ფუნქციებია: ა) კომისიის თავმჯდომარის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა; ბ) კომისიის თავმჯდომარის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; გ) კომისიის თავმჯდომარესთან გამართული შიდა თათბირების ორგანიზაცია და ოქმების წარმოება; დ) კომისიის თავმჯდომარის სარეზოლუციო პროექტების მომზადება; ე) კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულება. თავი XIV კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო     მუხლი 19🔗 კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) კომისიის შიდა კომპიუტერული ქსელისა და ცენტრალური სერვერის გამართული მუშაობისა და განვითარების, შიდა ქსელის გლობალურ ქსელთან (ინტერნეტთან) მიერთების უზრუნველყოფა; ბ) კომისიის ვებგვერდისა (ვებსაიტის) და ელექტრონული ფოსტის სერვერის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; გ) კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში კომისიის მოსამსახურეთა კონსულტაცია; დ) კომისიის პერსონალური კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამების დაყენება-განახლება. კომპიუტერებისა და მისი პერიფერიული მოწყობილობების, მრავალფუნქციური და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფა, დიაგნოსტიკა, რემონტი და განახლება; ე) ვიდეოსათვალთვალო სისტემის, მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების კომპიუტერული აღრიცხვის სისტემისა და სატელეფონო სისტემის გამართული ფუნქციონირების, მომსახურებისა და განვითარების უზრუნველყოფა; ვ) კომისიის ერთიანი ელექტრონული ინფორმაციული ბაზის შექმნა, მასში ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის პროგრამების ყოველკვირეული განახლება და კომისიის მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის განთავსება; ზ) კომისიის სხდომის დარბაზის ტექნიკური უზრუნველყოფა, სხდომების აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერის უზრუნველყოფა და მათი არქივის შექმნა; თ) ელექტრონულ ფორმატში არსებული ინფორმაციის (მათ შორის, ვებსაიტის) რეგულარული რეზერვირება.