„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2012 წლის 24 თებერვალი
ქ. წალენჯიხა
,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის №5663-რს ორგანული კანონის პირველი მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი1. ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში (სსმ V, N56, 29/11/2010, სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.104.016.022) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეულის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულება დანართის შესაბამისად (თან ერთვის).“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თვითმმართველი ერთეულის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულება“.
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ერთეულის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.“.
გ) მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს ნოტარიუსი, უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ ,,ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას;”.
დ) მე-12 მუხლის:
დ.ა) პირველ პუნქტში სიტყვები ,,გამგეობის რწმუნებულს“ შეიცვალოს სიტყვებით
,,თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს,“.
დ.ბ) მე-2 და მე-3 პუნქტებში სიტყვები ,,გამგეობის რწმუნებული“ შეიცვალოს სიტყვებით ,,თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული“.
დ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სპეციალისტი;“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.02.2012. მიმღები ორგანო — წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.104.016086.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №9, 24.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016086 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1601732/