„ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1323
სარეგისტრაციო კოდი
040.200.140.05.001.001.047
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 21/03/2002

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25 (32), 1999 წელი, მუხ.131) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) “ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დედობილ-მამობილი – ფიზიკური პირები, მათ შორის, ორივე ან ერთ-ერთი მეუღლე, რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება და რომლებსაც სახელმწიფოს სახელით, ხელშეკრულების საფუძველზე, აღსაზრდელად და მოსავლელად გადაეცათ ბავშვი;

ვ) ობოლი ბავშვი – 18 წლის ასაკამდე პირი, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს ორივე ან ერთადერთი მშობელი და რომელზედაც მისი გამოვლენის მომენტიდან სახელმწიფომ იკისრა ძირითადი მზრუნველის როლი;

ზ) მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვი – 18 წლის ასაკამდე პირი, რომელიც დარჩა მშობლების მზრუნველობის გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც:“;

ბ) „ზ.დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან ხანგრძლივად იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში“;

გ) „ზ.ე“ ქვეპუნქტს სიტყვის „დაკარგულად“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან გარდაცვლილად“;

დ) „ზ.ვ“ – „ზ.ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ვ) მშობლები იმყოფებიან წინასწარი პატიმრობის ადგილებში ან სასამართლოს განაჩენით – სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;

ზ.ზ) არის ობოლი, ან გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი მშობელი;

ზ.თ) მშობლები თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობის მიღებას, როდესაც იგი იმყოფება აღმზრდელობით, სამკურნალო-პროფილაქტიკურ ან სოციალური დაცვის დაწესებულებებში;

ზ.ი) მშობლები თავს არიდებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას ან არა აქვთ ურთიერთობა საკუთარ ბავშვთან;“;

ე) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) სოციალური მუშაკი - უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება, რომლის გამოცდილება შეესაბამება სათანადო საქმიანობას და რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შეყვანილია სოციალურ მუშაკთა ერთიან რეესტრში.“.

2. მე-4 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებზე.“.

3. მე-6 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „ნამდვილ“ შეიცვალოს სიტყვით „ბიოლოგიურ“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „65 წლის ასაკამდე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) რომელთაც კანონი ავალდებულებს შვილობილად ასაყვან ბავშვზე ზრუნვას.“.

5. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რომელიც ითვლება მშობელთა მზრუნველობამოკლებულად;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შვილობილად აყვანას ექვემდებარება ყველა ბავშვი, რომელზედაც სახელმწიფომ იკისრა ძირითადი მზრუნველის როლი.“;

გ) მე-3 პუნქტში სიტყვა „ნამდვილი“ შეიცვალოს სიტყვით „ბიოლოგიური“.

6. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გამოვლენა და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ) მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. მე-10 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „საქართველოს მოქალაქეებს“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შვილობილის აღზრდის მსურველ პირთა აღრიცხვაზე ასაყვანად საჭირო დოკუმენტების, ასევე დედობილ-მამობილისათვის გადასაცემი ბავშვის შესახებ არსებული დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

3. შვილობილის აღზრდის მსურველ პირებს უფლება აქვთ წინასწარ აირჩიონ ბავშვი (ასაკისა და სქესის მიხედვით) მხოლოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით.“.

8. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III. ბავშვის შვილობილად აყვანის საკითხის მომზადება და გადაწყვეტა“.

9. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. შვილობილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადება და დადგენილების გამოტანა

1. შვილობილის აღზრდის მსურველ პირთა განცხადების საფუძველზე სოციალური მუშაკი ამოწმებს ამ პირთა საყოფაცხოვრებო და სხვა პირობებს, ასწავლის მათ ბავშვის მოვლისა და აღზრდის სპეციფიკას, ადგენს ანგარიშს და განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ამზადებს დასკვნას ბავშვის შვილობილად აყვანის საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის თაობაზე.

2. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, დასკვნა შეიძლება ითვალისწინებდეს ბავშვის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული გარემოს შესაბამისად აღზრდის შესაძლებლობას.

3. სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნა წარედგინება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელსაც დასკვნის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, თვითმმართველობისა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად გამოაქვს დადგენილება ბავშვის შვილობილად აყვანის თაობაზე.

4. საქართველოს განათლების სამინისტროს და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროების მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოები უფლებამოსილნი არიან მიიღონ გადაწყვეტილება ბავშვის შვილობილად აყვანის საკითხზე.

5. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მუშაობის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლების სამინისტრო.“.

10. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV. მიმღები ოჯახი“.

    12. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე მიმღები ოჯახისთვის ბავშვის გადაცემა ფორმდება ხელშეკრულებით, მხარეთა შეთანხმებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული ვადით, რის საფუძველზედაც ბავშვი, როგორც შვილობილად ასაყვანი, იხსნება აღრიცხვიდან.“;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვა „ნამდვილ“ შეიცვალოს სიტყვით „ბიოლოგიურ“;

გ) მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხელშეკრულება ასევე უნდა ითვალისწინებდეს შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს, მხარეთა პასუხისმგებლობას, ხელშეკრულების ბავშვის ნებითა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე შეწყვეტის საფუძვლებს.“;

დ) მე-4 პუნქტის პირველი წინადადება ამოღებულ იქნეს;

ე) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ნამდვილი“ შეიცვალოს სიტყვით „ბიოლოგიური“.

13. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „გეგმას“ და „გეგმა“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „პროგრამას“ და „პროგრამა“, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტში სიტყვები „თუ საჭიროა,“ შეიცვალოს სიტყვებით „საჭიროების შემთხვევაში“.

15. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „გეგმის“ შეიცვალოს სიტყვით „პროგრამის“, „დ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სახლის“ შეიცვალოს სიტყვით „ოჯახის“, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ნამდვილ“ შეიცვალოს სიტყვით „ბიოლოგიურ“.

16. მე-19 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მიმღები ოჯახის საქმიანობაზე, დედობილ-მამობილის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე სისტემატურ მეთვალყურეობას ახორციელებენ სოციალური მუშაკები.“.

17. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.

18. 21-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. მიმღები ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის წყარო და სოციალური გარანტიები“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დედობილ-მამობილს შვილობილთან დაკავშირებული საქმიანობა ეთვლება საერთო შრომით სტაჟში.“.

19. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

20. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 1 მარტი.

№1323-II