„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1335
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.05.001.001.048
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 02/04/2002

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, ივლისი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს სიტყვების „ფინანსთა სამინისტროს” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს”.

2. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვების „ფინანსთა სამინისტროს,” შემდეგ დაემატოს სიტყვები „საგადასახადო შემოსავლების საამინისტროს,”.

3. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი სრულდება საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების მიერ შედგენილი განწერის მიხედვით. საგადასახადო შემოსავლების განწერაში საბიუჯეტო წლის ნახევრის, კვარტალისა და თვის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენილი არ უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული წლიური მაჩვენებლის შესაბამისად 48, 23 და 7 პროცენტზე ნაკლები.”;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კონტროლს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ საქართველოს პარლამენტი და საქართველოს კონტროლის პალატა. ოპერატიული კონტროლი საგადასახადო შემოსავლების სრულ და დროულ შესრულებაზე ეკისრება საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს (საგზაო ფონდის იმ შემოსავლების ნაწილში, რომელთა ადმინისტრირებასაც ახდენს საქართველოს საავტომობილო გზების სახალმწიფო დეპარტამენტი – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს), ხოლო სხვა შემოსავლებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვაზე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                               ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 20 მარტი.

№1335-რს