„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №4/9
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
შეტანილ იქნ ე ს ცვლილე ბა„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქ ის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში (სსმ V, №35, 08.10.2010წ., მუხლი 1012) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში, კერძოდ:
1.დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თვითმმართველი ქალაქ ის– ფოთის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები-თვითმმართველი ერთეულის – რწმუნებულები.“;
2. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული
1.თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი–თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული(შემდგომში – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერი.
2. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანო ს (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა.ა) მერს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმას;
ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ა.გ) ამზადებს და მერს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმით და მერის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
ა.ე) უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, მერს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, მერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოსა და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისათვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს და საკრებულოს;
კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდისა და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს მერს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშითა და სასმელი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
4. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.
5. რწმუნებული ანგარიშვალდებულია თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერისა და საკრებულოს წინაშე.
6. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერი.
7. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, მერის დავალებით, ასრულებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“.
3. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ტერიტორიული ორგანოები
1. ტერიტორიული ორგანოები იქმნება თვითმმართველ ერთეულში შემავალი ტერიტორიული ნაწილის მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე არის შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:
ა) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანო;
ბ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ცენტრის უბნის ტერიტორიული ორგანო;
გ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანო;
დ)თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანო.
3. ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად.“;
4. დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (სამსახურები) დებულებებითა და ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გა მოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე