,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2012 წლის  29 თებერვალი

ქ. ცაგერი

„ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის,  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

„ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში (სსმ, 62, 10/12/2010)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

    მუხლი 1

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 1-ლი მუხლის სათაური და 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო

1. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერიტორიული ორგანო შედგება ცაგერის მუნიციპალიტეტის რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს ცაგერის მუნიციპალიტეტის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცაგერის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      მ . ლეთოდიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.02.2012.
როდის იქნა მიღებული „,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.02.2012. მიმღები ორგანო — ცაგერის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.116.016069.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.02.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №7, 29.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016069 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1603663/