⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.01.2013)
გაუქმებულია:

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.02.2012
ძალის დაკარგვა 30.01.2013
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016074
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,428 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.02.2012 მიღება
30.01.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 34.0pt 12.75pt 59.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2012 წლის 29 თებერვალი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების თანდართული წესი (დანართი №1).     მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე       მ . ლეთოდიანი დანართი №1 ცაგერის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ეს წესი განსაზღვრავს ცაგერის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, აგრეთვე ცაგერის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების სახეები     მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ერთჯერადი ფულადი    სოციალური დახმარებები: ა) მძიმე ავადმყოფთა დახმარება; ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; გ)გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურება; დ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა დახმარება; ე) ერთჯერადი სოციალური(ფულადი) დახმარება. თავი II ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიმღებთა კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია     მუხლი 2🔗. მძიმე ავადმყოფთა დახმარება 1. მძიმე ავადმყოფს( ონკოლოგიური, თირკმლის დიალიზი) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 400 ლარს. 2. მძიმე ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ინფორმაცია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური სტატუსის შესახებ; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.     მუხლი 3🔗. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება: ა) პირველი და მეორე შვილის დაბადებისას - 200 ლარი; ბ) მესამე შვილის დაბადებისას - 300 ლარი; გ) მეოთხე და შემდგომი შვილის დაბადებისას - 100 ლარის ზრდით. 2. ახალშობილის მშობელმა (მამამ ) დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ)  მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები); დ) ინფორმაცია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური სტატუსის შესახებ; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვ) პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები.     მუხლი 4🔗. გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურება. 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 250 ლარი; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 250 ლარი; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების, სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 250 ლარი; დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; სარიტუალო მომსახურების თანხა - 200 ლარი; ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. სარიტუალო მომსახურების თანხა - 200 ლარი. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) გარდაცვლილის ოჯახის სრულწლოვანი წევრის (დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ; ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი; ზ) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები.         მუხლი 5🔗. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარება მიეცემა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს, 50 ლარის ოდენობით; 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები. მუხლი 6🔗. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება 1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების, რომელნიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს. 3. ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური სტატუსის შესახებ; დ) ავადმყოფობის შემთხვევაში (ხანგრძლივი მკურნალობა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების) ფორმა №100; ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი ,ასეთის არსებობის შემთხვევაში. თავი III სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება     მუხლი 7🔗. ბენეფიციარის (დახმარების მიმღების) მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი (დახმარების მიმღები) წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ცაგერის მუნიციპალიტეტს. 2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას. 3. მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს ამოწმებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური). სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაცია სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადაეცემა სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში – კომისია), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.     მუხლი 8🔗. კომისია 1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა. 3. კომისია იკრიბება თვეში ერთჯერ და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 4. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 5. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე. 6. კომისია სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 7. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. 8. კომისია უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური მდგომარეობის შესწავლას და წარმოადგენს წინადადებებს(რეკომენდაციებს) იმ სოციალური პროგრამების განხორციელების შესახებ, რომლებიც ამ წესში არ არის ასახული.     მუხლი 9🔗. კომისიის სხდომის ოქმები 1. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ოქმში.განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას. 3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე. 4. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.     მუხლი 1🔗 0. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. 2. განსაკუთრებულ(გადაუდებელ) შემთხვევაში კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, თვეში რამდენჯერმე.     მუხლი 11🔗. დახმარების გაცემა 1. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში. 2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით (დახმარების მიმღების (გარდაცვლილის ოჯახის წევრის) მიერ წარმოდგენილ პირად საბანკო ანგარიშზე) ანგარიშსწორებით. 3. ამ წესის მე-3 მუხლით, მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა საკრებულოს შესაბამისი განკარგულებების მიხედვით, ხოლო მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დახმარება _ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით. თავი IV დასკვნითი დებულებანი     მუხლი 12🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.