„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2012 წლის 6 მარტი
ქ. ბოლნისი
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №2 დადგენილებით (სსმV, 12.08.2010წ, მუხ.175, 010.250.040.35.158.000.208) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა)დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს სამუშაო გეგმების, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;”
ბ)დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ)დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების, კომისიებისა და თანამდებობის პირების მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საკითხების განხილვაში;”
გ)დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,უ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიათა დებულებებს გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულებებს; ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას;”
დ)დებულების 127-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ინიციატივით;
ე) დებულების 127-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. დასახლების საერთო კრებას ვალდებულია ესწრებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ამ საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელიც ადგენს დასახლების საერთო კრების ოქმს და აცნობს მას კრების მონაწილეებს.
10. დასახლების საერთო კრების ოქმი წაკითხული უნდა იქნეს დასახლების საერთო კრებაზე და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ხელს აწერენ კრებაზე დამსწრე მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ამ დასახლებიდან არჩეული საკრებულოს წევრი, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი და კრების არანაკლებ ხუთი მონაწილე.”
ვ)დებულების 133-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები, გამგებელი, გამგეობის სამსახურების უფროსები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.”
ზ)დებულების 135-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) გამგებლის, გამგეობის სამსახურების უფროსების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელების წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ – წარდგენიდან 5 დღის ვადაში;”
თ)დებულების 135-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე უნდა გამოიკრას მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შენობასთან განთავსებულ სპეციალურ სტენდზე და გამოქვეყნდეს გაზეთში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ სტენდსა და გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებთან.
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი