ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 06.03.2012
ძალის დაკარგვა 14.07.2014
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010080000.35.158.016078
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.MsoPageNumber {}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.PlainTextChar { }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 1.0in 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2012 წლის 6 მარტი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულება (დანართი №1).
2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქ ბოლნისის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის № 201 დადგენილება ( 09.12.2009 01025002035158006017);
ბ) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის აკაურთის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის № 202 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი 09.12.2009 01025002035158006018);
გ) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაბა კაზრეთის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის № 203 დადგენილება ( სარეგისტრაციო კოდი 09.12.2009 01025002035158006019);
დ) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზის თემის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის № 204 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი 09.12.2009 01025002035158006020);
ე) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნახიდურის თემის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის № 205 დადგენილება ( სარეგისტრაციო კოდი 09.12.2009 01025002035158006021);
ვ) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქვეშის თემის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის № 206 დადგენილება ( სარეგისტრაციო კოდი 09.12.2009 01025002035158006022);;
ზ) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის რაჭისუბნის თემის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის № 207 დადგენილება ( სარეგისტრაციო კოდი 09.12.2009 01025002035158006023);
თ) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ტანძიის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის № 208 დადგენილება ( სარეგისტრაციო კოდი 09.12.2009 01025002035158006024);
ი) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბოლნისის თემის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის № 209 დადგენილება ( სარეგისტრაციო კოდი 09.12.2009 01025002035158006025);
კ) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაბა თამარისის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის № 210 დადგენილება ( სარეგისტრაციო კოდი 09.12.2009 01025002035158006026);
ლ) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მამხუტის თემის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის № 211 დადგენილება ( სარეგისტრაციო კოდი 09.12.2009 01025002035158006027);
მ) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის რატევნის თემის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის № 212 დადგენილება ( სარეგისტრაციო კოდი 09.12.2009 01025002035158006028);
ნ) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქვემო ბოლნისის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის № 213 დადგენილება ( სარეგისტრაციო კოდი 09.12.2009 01025002035158006029);
ო) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტალავერის თემის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 ნოემბრის № 214 დადგენილება ( სარეგისტრაციო კოდი 09.12.2009 01025002035158006030);
პ) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აპრილის № 27 დადგენილება ( 08/04/2011 010080000.35.158.016035)
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულება
მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების, მათი ხელმძღვანელების უფლებამოსილებებს, საქმიანობის წესსა და მუშაობის ორგანიზებას.
მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში.
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ფუნქციაა განამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების კავშირი მოსახლეობასთან, ორგანიზაციულად უზრუნველყოს და გააკონტროლოს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების და გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულება, ორგანიზება გაუწიოს და გააკონტროლოს მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება, განახორციელოს ამ დებულებით დაკისრებული უფლებამოსილებანი.
მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო, ნორმატიული, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს დებულება.
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები ანგარიშვალდებულნი არიან გამგებლის წინაშე.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
მუხლი 4🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების
– ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების უფლებები და მოვალეობები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელები – ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები (შემდგოში – რწმუნებულები) თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) წარმართავენ ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფენ ტერიტორიული ორგანოს მოსახლეობის კავშირს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და გამგეობასთან;
გ) ორგანიზებას უწევენ, აკონტროლებენ და გამგებელს წარუდგენენ ინფორმაციას ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფენ სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, მუნიციპალიტეტში მიღებული სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევენ ტერიტორიული ორგანოს მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემენ საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებენ წინადადებებს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ტერიტორიულ ორგანოში დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევენ მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელეენ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისათვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებენ ტერიტორიულ ორგანოში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენენ გამგებელს;
კ) მონაწილეობენ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ტერიტორიული ორგანოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
ლ) შეიმუშავებენ წინადადებებს ტერიტორიულ ორგანოში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
მ) კოორდინაციას უწევენ ტერიტორიულ ორგანოში მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებენ ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ნ) შეიმუშავებენ წინადადებებს ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
ო) მონაწილეობენ ტერიტორიული ორგანოს სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
პ) თვალყურს ადევნებენ ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენენ შესაბამის ორგანოებს;
ჟ) მონაწილეობენ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
რ) ასრულებენ ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართ
ველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს:
რ.ა) ადასტურებენ ანდერძს;
რ.ბ) იღებენ ზომებს სამემკვიდრო ქონების დასაცავად;
რ.გ) ამოწმებენ დოკუმენტების პირებისა და ამონაწერების სისწორეს დედნებთან;
რ.დ) გადასცემენ პირთა განცხადებებს და ცნობებს სხვა პირებს;
რ.ე) ადასტურებენ მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;
რ.ვ) ადასტურებენ მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;
რ.ზ) შესანახად იღებენ დოკუმენტებს;
რ.თ) ადასტურებენ მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;
რ.ი) ასრულებენ კანონით განსაზღვრულ სხვა სანოტარო ფუნქციებს;
ს) რწმუნებულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებაზე, თუ მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ხდება შემდგომ მასზე მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის მიზნით;
ტ) რწმუნებულებს, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის გამოყენების უფლება უწყდებათ სრულად, თუ ბოლნისის მუნიციპალიტეტის რომელიმე ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სანოტარო პალატის დანიშნული ნოტარიუსი;
უ) რწმუნებულები ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. რწმუნებულები, ვალდებულნი არიან პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინონ გამგებელს ინფორმაცია:
ა) მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომა
რეობის შესახებ;
გ) უძრავ ნივთებზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
3. კანონით დადგენილი წესით წარუდგინონ სამოქალაქო რეესტრის სააგენოტოს პირის გარდაცვალების შესახებ შტყობინება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში რწმუნებულებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
4. რწმუნებულებს აქვთ ბეჭედი მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, რომლებსაც იყენებენ ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
5. რწმუნებულები ანგარიშვალდებულნი არიან გამგებლის წინაშე.
მუხლი 5🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები არიან: ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 6🔗
ეს
დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.