ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 05.03.2012
ძალის დაკარგვა 19.03.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.121.016047
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tarigixml0, li.tarigixml0, div.tarigixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.mimgebixml0, li.mimgebixml0, div.mimgebixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.saxexml0, li.saxexml0, div.saxexml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.adgilixml0, li.adgilixml0, div.adgilixml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.muxlixml0, li.muxlixml0, div.muxlixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml0, li.khelmoceraxml0, div.khelmoceraxml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:14.2pt 70.8pt 44.95pt 78.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2012
წლის 5 მარტი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება თანდართული დანართის სახით.
მუხლი 2🔗.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №17 დადგენილება ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗.
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავნჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ
მუხლი 4🔗.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. კაკაბაძე
დანართი №1
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის – უფლებამოსილების განხორციელების, საქმისწარმოებისა და ბეჭდის გამოყენების წესს.
2. ტერიტორიული ორგანოები იქმნება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში.
3. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით თავის საქმიანობას წარმართავს ტერიტორიული ორგანოს სხვა თანამშრომლების მეშვეობით ტერიტორიული ორგანოს მთელ ტერიტორიაზე.
4. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული თავის საქმიანობას წარმართავს გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.
5. ტერიტორიული ორგანო არ არის იურიდიული პირი, მას აქვს საკუთარი შტამპი, ბლანკი და ბეჭედი, რომელთა გამოყენების წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), გამგეობის დებულება და ეს დებულება.
2. ტერიტორიული ორგანო თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია გამგეობის და საკრებულოს წინაშე.
3. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
მუხლი 3🔗. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოში საქმისწარმოების და ბეჭდის გამოყენების წესი
1. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების წამოჭრის, შესწავლის, დამუშავების, აღრიცხვისა და სხვა მოქმედებათა შესრულების დროს ტერიტორიულ ორგანოში მიმდინარეობს საქმისწარმოება.
2. საქმისწარმოებისას თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული უფლებამოსილია ოფიციალური დოკუმენტების გაცემისას გამოიყენოს ტერიტორიული ორგანოს ბლანკი და ბეჭედი, ხოლო ვალდებულია შემოსულ დოკუმენტებზე (განცხადებებზე, მომართვებზე და ა. შ.) დასვას შტამპი და მიანიჭოს სარეგისტრაციო ნომერი.
3. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის ბეჭედი სავალდებულოდ გამოიყენება: ცნობებზე, სამივლინებო მოწმობებზე, ,,ნოტარიტის შესახებ“ საქართველოს კანონით რწმუნებულისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებების განხორციელებისას შესრულებულ დოკუმენტებზე, კანონით ან კანონქვემდებარე აქტით, აგრეთვე თვითმმართველობის ორგანოს სამართლებრივი აქტით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
4. დაუშვებელია ბეჭდის, ბლანკის ან შტამპის გამოყენება ისეთი მოქმედებების შესრულებისას ან/და იმ დოკუმენტებზე, რომელიც დაკავშირებული არ არის თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის – როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობასთან.
5. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ საქმისწარმოება არსებითად არ უნდა განსხვავდებოდეს გამგეობისთვის დადგენილი საქმისწარმოების წესისაგან.
6. ბეჭედი გამგებლის ბრძანებით და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით ბარდება თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის არყოფნისას ან სხვა შემთხვევაში, იგივე პროცედურის დაცვით, ბეჭედი შეიძლება ჩაბარდეს ტერიტორიული ორგანოს სხვა თანამშრომელსაც. მიღება-ჩაბარების აქტზე მიმღების მიერ ხელის მოწერა წარმოშობს ბეჭდის შენახვა-გამოყენებაზე პირადი პასუხისმგებლობის საფუძველს.
7. ბეჭედზე, შტამპზე და ბლანკზე დაიტანება მუნიციპალიტეტისა და ტერიტორიული ორგანოს ის ზუსტი სახელწოდება, რომელიც საკრებულოს მიერ ამ ტერიტორიული ორგანოს შექმნის აქტშია მითითებული. ამასთან ერთად, ტერიტორიული ორგანოს ბეჭედი, ბლანკი და შტამპი უნდა ქმნიდეს გამგეობის შესაბამისი ატრიბუტიკის ვიზუალურ ეფექტს. მათ შედგენაში დაუშვებელია სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენება.
მუხლი 4🔗. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული
1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანის ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული არის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველ ერთეულში შემავალ დასახლებაში, დასახლებათა ჯგუფში ან დასახლების ნაწილში.
3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობას და პასუხისმგებელია მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე, უწევთ მათ პრაქტიკულ დახმარებას;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს, სამოქმედო ტერიტორიებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან პრიორიტეტულ დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;
კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, კოორდინაციას უწევს მის განსახორციელებელ ღონისძიებებს.
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) აქტიურად მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და მისი კეთილმოწყობის გზების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში.
ს) ასრულებს ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია:
ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის, მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათი სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
5. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
6. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
მუხლი 5🔗. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები
1. ადმინისტრაციული ერთეულის ფართობის, მოსახლეობის რაოდენობისა და სხვა თავისებურებების გათვალისწინებით ტერიტორიულ ორგანოში ინიშნებიან სპეციალისტები.
2. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომლებსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი .
3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორაგნოს თანამშრომლები გამგეობის რწმუნებულის მიერ ფუნქციების განაწილების შესაბამისად ახორციელებენ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანის რწმუნებულის დებულებითა და სამუშაო გეგმით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
4. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ანგარიშვალდებულნი არიან გამგეობის რწმუნებულისა და გამგებლის წინაშე.