„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება№15
2012 წლის 5 მარტი
ქ. მცხეთა
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის “მ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1.შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №30 დადგენილებაში (სსმ, 31/03/2011, 210020010.35.153.016058), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული ტიპური ხელშეკრულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ობიექტის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება, გაუვნებლება და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობა’’.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი № 2 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული სახით.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
დანართი№2
დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთები დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის და იურიდიული პირებისათვის
| № | საქმიანობა | ზომის ერთეული | წლიური დაგროვების ნორმა | განაკვეთი თვეში 1მ3 – 15 ლარი |
| 1. | მუზეუმები, ბიბლიოთეკები | საერთო ფართი 1მ2 | 0.04 | 0.05 |
| 2. | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები | საერთო ფართი 1მ2 | 0.08 | 0.1 |
| 3. | კინოთეატრები და თეატრები | მაყურებლის ერთი სავარძელი | 0.331 | 0.41 |
| 4. | მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები | ერთ მოსწავლეზე | 0.128 | 0.16 |
| 5. | სასტუმროები | მო მ სამხურების ერთეული | 1.72 | 2.15 |
| 6. | საავადმყოფოები | ერთი საწოლი | 1.157 | 1.45 |
| 7. | პოლიკნილიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები | საერთო ფართი 1მ2 | 0.16 | 0.2 |
| 8. | სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების | ღია ფართის 1მ2 | 0.02 | 0.025 |
| დახურული ფართის 1მ2 | 0.08 | 0.1 | ||
| 9. | სასურსათო საქონლის მაღაზიები | სამუშაო ფართის 1მ2 | 0.76 | 0.95 |
| 10. | სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები | სამუშაო ფართის 1მ2 | 0.25 | 0.31 |
| 11. | აგრარული ბაზრები | საერთო ფართის 1მ2 | 0.3 | 0.37 |
| 12. | სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები) | ერთ მოსწავლეზე |
0.08 | 0.1 |
| 13. | ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები | საერთო ფართი 1მ2 | 0.08 | 0.1 |
| 14. | ა/მანქანების სარემონტო სადგურები ტექმომსახურების ადგილები | ღია საერთო ფართის 1მ2 | 0.02 | 0.025 |
| დახურული | 0.14 | 0.17 | ||
| 15. | ა/ მანქანების სამრეცხაო | საერთო ფართი 1მ2 | 0.14 | 0.17 |
| 16. | აბანოები, საუნები | საერთო ფართი 1მ2 | 0.18 | 0.22 |
| 17. | სადალაქოები და სილამაზის სალონები | საერთო ფართი 1მ2 | 0.35 | 0.43 |
| 18. | სამეწარმეო საქმიანობის შენობის შიგნით მიმდინარე წარმოების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაწარმოებელი და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები |
საერთო ფართი 1მ2 |
0.25 |
0.31 |
| 19. | რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები | ერთ დასაჯდომ ადგილზე | 2.4 | 3 |
| 20. | საცხობები | სამუშაო ფართი 1მ2 | 0.26 | 0.32 |
| 21. | ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები | საერთო ფართი 1მ2 |
0.008 |
0.01 |
| 22. | სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები | 1 ადგილი |
0.6 |
0.75 |
| 23. | საწარმოო დანიშნულების ობიექტები, ღია ტერიტორიები | საერთო ფართი 1მ2 |
0.008 |
0.01 |
| 24. | მსხვილი სერიული პროდუქციის (საწარმოების) შენობა-ნაგებობების საწარმოო ნარჩენების გარდა(საწყობები). | საერთო ფართი 1მ2 |
0.04 |
0.05 |
| 25. | ვაგზლები, აეროპორტები, აეროდრომები, ავტოსადგომები, რკინიგზისა და საავტომობილო სადგურები | ღია ფართი 1მ2 | 0.008 | 0.01 |
| ღია საერთო ფართის 1მ2 |
0.08 |
0.1 | ||
| 26. | საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის | ერთ დასაჯდომ ადგილზე | 0.4 | 0.5 |
მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა
მ=წდნ:12Xტ
მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე
წდნ –ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა
ტ – ტარიფი1მ3ნარჩენების შეგროვებ ი ს, ტრანსპორტირებ ი ს, გაუვნებლებ ი ს და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობ ი ს თვის.