⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.03.2014)
გაუქმებულია:

შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.02.2012
ძალაში შესვლა 02.03.2012
ძალის დაკარგვა 02.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016752
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,924 სიტყვა · ~20 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.02.2012 მიღება
02.03.2012 ძალაში შესვლა
02.03.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 აგრეგატების მიმდინარე შეკეთება
2 გენერატორის სარეზერვო ღუზის შეკეთება
3 გენერატორის საკისრის სარეზერვო სეგმენტების შეკეთება, ბაბიტის დასხმა‑გაჩარხვა
4 აგრეგატის ბალანსირება
5 220 კვ საჰაერო ამომრთველის შეკეთება (პალიასტომი ან კოლხიდა)
6 დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორის შეკეთება
7 სატრანსპორტო მომსახურება
8 გეოდეზიური ქსელის მოწესრიგება და დაკვირვების წარმოება
9 აგრეგატის წყალმიმღები ფარების რეზინის შემჭიდროების შეცვლა
10 უქმი წყალსაგდების კარების შეკეთება, შემჭიდროების შეცვლა
11 უქმი წყალსაგდების ამწე მექანიზმების შეკეთება, გვარლის შეცვლა
12 სადეზინფექციო მომსახურება
13 ტრანსფორმატორის ზეთების ქრომატოგრაფიული და ფიზიკო‑ქიმიური ანალიზები
14 არტეზიული და სადრენაჟო ტუმბოების შეკეთება
15 220 კჯვ ეგხ „ეგრისის“ გაყოფასთან დაკავშირებული ელ. სამონტაჟო სამუშაოები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {font-family:"Times New Roman","serif"; color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:27.0pt 46.35pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №79 2012 წლის 29 თებარვალი ქ. თბილისი შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ     მუხლი 1🔗  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.     მუხლი 2🔗  დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 2 მარტიდან და ძალაშია 2014 წლის 1 მარტის ჩათვლით. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური შპს „ ენგურჰესისა“ და შპს „ ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 1. წინამდებარე სპეციალური წესი შემუშავებულია „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „ ენგურჰესისა“ და შპს „ ვარდნილჰესების კასკადისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურების და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება ენგურჰესის შეუფერხებელი ექსპლუატაციისა და შესაბამისი პარამეტრებითა და მოცულობით ელექტროენერგიის წარმოების უზრუნველსაყოფად. 2. შპს „ ენგურჰესისა“ და შპს „ ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე, რომლებიც №2 დანართით არ არის გათვალისწინებული, ვრცელდება „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „ გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მოთხოვნები. 3. საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.     მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – შპს „ ენგურჰესის“ ან/და შპს „ ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „ ენგურჰესი“ ან/და შპს „ ვარდნილჰესების კასკადი“ , თითოეული მათგანი მათ მიერ ცალკეული შესყიდვის (შესყიდვების) განხორციელებისას; გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/ და მომსახურება; დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში და ასევე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, იმ შემთხვევაში, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ე) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლის გარდა; ვ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის გამარტივებული საშუალება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, როცა საქონლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 25 000 ლარს, ხოლო მომსახურების შესყიდვისას – 200 000 ლარს; ზ) პირობათა გამოკითხვა – საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, როდესაც საქონლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება 25 000 ლარს, ხოლო მომსახურების შესყიდვისას – 200 000 ლარს, თუკი შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით წინამდებარე წესის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნ ქტში მითითებული შესყიდვის ფასის ფარგლებში წინამდებარე წესით არ განხორციელდება შესყიდვა; თ) პრეტენდენტი – შესყიდვაში მონაწილე პირი, რომელმაც გადაიხადა პირობათა გამოკითხვის საფასური და მიიღო პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია; ი) პირობათა გამოკითხვის საფასური – თანხა, რომელსაც იხდის პირობათა გამოკითხვაში მონაწილეობის მსურველი პირი დოკუმენტაციის მისაღებად; კ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; ლ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას ან მის ქონებას, რომელიც არ შეიძლებოდა წინასწარ ყოფილიყო განსაზღვრული; მ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები; ნ) პირობათა გამოკითხვის წინადადება – პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და წინადადების ფასი; ო) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ; პ) პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია – შემსყიდველის მიერ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.     მუხლი 3🔗. შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს პირობათა გამოკითხვაში გამარჯვებული პირი, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში – შესაბამისი წესით შერჩეული პირი და დადოს მასთან ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე, ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა შემსყიდველისათვის წამგებიანი აღმოჩნდება; დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები №2 დანართის შესაბამისად, შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხების ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) მოახდინოს ანაზღაურება დადებული ხელშეკრულების პირობების მკაცრი დაცვით.     მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები 1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვის პროცედურასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობებს: ა) პირობათა გამოკითხვის წინადადების განხილვას, შერჩევას და შეფასებას; ბ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას; გ) მიმწოდებლის შერჩევას გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე‑19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა.     მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭო. თავი II შესყიდვის საშუალებები     მუხლი 6🔗. გამარტივებული შესყიდვა 1. გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში, თუ: ა) შესასყიდი საქონლის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 25 000 ლარს, ხოლო მომსახურების შესყიდვისას – 200 000 ლარს; ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევის შესრულება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა; გ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას ან მის ქონებას, რომელიც არ შეიძლებოდა წინასწარ ყოფილიყო განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებელ საჭირო ვადებს; დ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას; ე) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ადრე შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას. 2. გამარტივებულ შესყიდვას ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე (ხელმძღვანელობაზე) უფლებამოსილი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი პირი (პირები). 3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველმა – შპს „ვარდნილჰესების კასკადმა“ შესყიდვის საშუალება წერილობით უნდა შეათანხმოს თავის კაპიტალში 100%-იანი წილის მფლობელ დამფუძნებელ-პარტნიორთან და აღნიშნული შესყიდვა განახორციელოს შესაბამისი თანხმობის მიღებიდან გონივრულ ვადაში.     მუხლი 7🔗. პირობათა გამოკითხვა 1. პირობათა გამოკითხვას ატარებს სპეციალური კომისია (შემდგომში – კომისია), რომელსაც ქმნის კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ი: ა) კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 პირს; ბ) კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამშრომლები (სტრუქტურული ერთეულებისა და განყოფილებების უფროსები); გ) კომისიას თავმჯდომარეობს კომპანიის პირველი ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; დ) კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები; ე) კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის დამსწრე წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა; ვ) კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე; ზ) პირობათა გამოკითხვის კომისიის აპარატის მოვალეობებს ითავსებს პირობათა გამოკითხვის კომისია. 2. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადების გამოქვეყნებამდე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) პირობათა გამოკითხვის წინადადებას (ფორმას); ბ) ტექნიკურ დავალებას; გ) მომსახურების გაწევის, საქონლის მოწოდების კალენდარულ გეგმა‑გრაფიკს; დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ ხელშეკრულებას (პროექტს); ე) ფასების ცხრილის ფორმას (ხარჯთაღრიცხვას). 3. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია პირობათა გამოკითხვის განცხადებას აქვეყნებს გაზეთ „24 საათში“ და ათავსებს შპს „ენგურჰესის“ ვებგვერდზე – www.engurhesi.ge. 4. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) შპს „ენგურჰესის“ ან/და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ რეკვიზიტები; ბ) პირობათა გამოკითხვის წინადადების შეფასების წესი; გ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა, რაოდენობა, ხარისხი; დ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;  ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ვ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა; ზ) დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა და ადგილი; თ) ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი, დრო და მისამართი; ი) ზეპირი ვაჭრობის ბიჯის ოდენობა – პირობათა გამოკითხვის წინადადების საერთო სავარაუდო ღირებულების 0.2%-1%-ის ოდენობით (განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შესყიდვაზე ინდივიდუალურად);  კ) პირობათა გამოკითხვის საფასურის ოდენობა და საფასურის გადახდისთვის საბანკო რეკვიზიტები; ლ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები; მ) სხვა მოთხოვნები, რასაც შემსყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად. 5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს კომისია, კერძოდ: ა) კომისიას უფლება აქვს შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში სათანადო წინადადების მიღებამდე, შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე 2-5 დღემდე. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებაში, რომელშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ, ასევე განთავსდეს შემსყიდველის ოფიციალურ ვებგვერდზე და მიეწოდოს ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომლებსაც მიღებული აქვთ დოკუმენტაცია; ბ) პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს გონივრულ ვადებში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე; გ) განცხადებაში პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციის გატანის ვადა და პირობათა გამოკითხვის წინადადების მიღების ვადა შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე მითითებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად. 6. პირობათა გამოკითხვის წინადადებების (შემდგომში – წინადადება) წარდგენა ხდება დახურული კონვერტებით. 7. პრეტენდენტი ან მისი სათანადო წესით მინდობილი პირი ვალდებულია დაესწროს წინადადებების გახსნის პროცესს, რათა ჰქონდეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ ვაჭრობაში. 8. პრეტენდენტებს უფლება აქვთ კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება. 9. წინადადებების გახსნის შემდეგ კომისია პირველ რიგში აფიქსირებს პრეტენდენტების მიერ შეთავაზებულ ფასებს და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ იწყებს ზეპირ ვაჭრობას. 10. ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ ნიშნავს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ასეთ შემთხვევაში მის მიერ წინადადებების გახსნის დროს შეთავაზებული ფასი ჩაითვლება საბოლოო ფასად. 11. ზეპირი ვაჭრობის პროცესში თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით. 12. ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი. 13. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ვაჭრობის სამივე რაუნდის დამთავრებისთანავე. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა სრულდება მისი ჩატარების დღეს. ამასთან, თითოეული რაუნდის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. 14. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი, ასახული უნდა იქნეს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიჩნეული იქნება, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყოველ შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების თავდაპირველი ფასი. 15. კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, ტექნიკური დოკუმენტაციისა და პირველადი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების პირობათა გამოკითხვის განცხადებასთან, დოკუმენტაციასა და წინადადებასთან შესაბამისობის მიხედვით. 16. პირობათა გამოკითხვის კომისია პირველ რიგში იხილავს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის პირველადი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებსა და პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას. 17. პირობათა გამოკითხვის კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია ან/და პირველადი საკვალიფიკაციო მონაცემი (მონაცემები) შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა დაზუსტებაც არ გამოიწვევს მის არსებით ცვლილებას და არ მოახდენს გავლენას წინადადების ფასზე. ამ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 3 სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, პირობათა გამოკითხვის კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 18. იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია და პირველადი საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება პირობათა გამოკითხვის განცხადებასა და პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს წერილობითი ფორმით საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენისათვის და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 3 სამუშაო დღისა. პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. 19. იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება პირობათა გამოკითხვის განცხადებასა და პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს, ის გამოცხადდება გამარჯვებულად და კომისია იწვევს პრეტენდენტს პირობათა გამოკითხვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. 20. თუ ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს მიენიჭება დისკვალიფიკაცია, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მიმართოს ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს და ამავე მუხლის მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ იწვევს პრეტენდენტს პირობათა გამოკითხვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასს ან/და ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, პირობათა გამოკითხვის კომისიას უფლება აქვს შეწყვიტოს პირობათა გამოკითხვა და გამოაცხადოს ხელახალი შესყიდვა. 21. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული წინადადების ღირებულება არ აღემატება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას, მაგრამ მნიშვნელოვნად აღემატება დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის წინადადების ღირებულებას, კომისია, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მიმართავს შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს. 22. კომისიის წინადადებების შერჩევისა და შეფასების შემდეგ დგება კომისიის სხდომის ოქმი. 23. პირობათა გამოკითხვის წინადადების შერჩევისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შეფასების ალტერნატიული საშუალება, სადაც უპირატესობა მიენიჭება შესყიდვის ობიექტის ხარისხს და არა ფასს. 24. პირობათა გამოკითხვის წინადადების ალტერნატიული წესით შეფასება მოხდება დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. 25. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა ჰქონდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტის ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. 26. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყველა პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, 10‑ქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისთვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისთვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისთვის მიცემულ ერთ ხმად. 27. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.     მუხლი 8🔗. პირობათა გამოკითხვის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი 1. პირობათა გამოკითხვის საფასურის გადახდის შემდეგ საფასურის გადამხდელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მიიღოს პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია პირობათა გამოკითხვის განცხადებაში აღნიშნულ მისამართზე. 2. პირობათა გამოკითხვის საფასურის ოდენობა შეადგენს 250 ლარს. 3. პირობათა გამოკითხვის საფასურის გადახდა წარმოებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განცხადებაში მითითებულ ანგარიშზე. 4. პირობათა გამოკითხვის საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო საფასურის გადამხდელი პირისათვის პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციის დროულად გადაცემა; ბ) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე.     მუხლი 9🔗. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული პირობათა გამოკითხვა 1. პირობათა გამოკითხვა ითვლება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში არც ერთი პირის მიერ არ იქნა წარდგენილი წინადადება. 2. პირობათა გამოკითხვა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, თუ პირობათა გამოკითხვით წარდგენილი წინადადებებიდან არც ერთი არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს. 3. ამ მუხლის პირველ და მე‑2 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში ცხადდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა. 4. იმ შემთხვევაში, თუ ხელახალი პირობათა გამოკითხვის გამოცხადების შემდეგ არც ერთი პირობათა გამოკითხვის წინადადება არ იქნა წარდგენილი ან პრეტენდენტთა მიერ წარდგენილი პირობათა გამოკითხვის წინადადებიდან არც ერთი არ შეესაბამება პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციის მოთხოვნებს ან/და პირობათა გამოკითხვის წინადადებების განხილვისა და შეფასების შედეგად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, შემსყიდველი ორგანიზაცია იხილავს შესყიდვის განხორციელების საშუალების ან მეთოდის შერჩევის საკითხს შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება შესყიდვის საშუალების შესახებ.     მუხლი 10🔗. ხელახალი პირობათა გამოკითხვა 1. პირობათა გამოკითხვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ კომისიას შეაქვს საჭირო ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელახალ პირობათა გამოკითხვას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველს უფლება აქვს შექმნას ახალი კომისია ან შეცვალოს მისი შემადგენლობა.     მუხლი 11🔗. პირობათა გამოკითხვის პროცედურის შეჩერება და შეწყვეტა პირობათა გამოკითხვის პროცედურის შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ პრეტენდენტს. შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული შესყიდვაში მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა გადახდილი საფასურისა.     მუხლი 12🔗. დაგეგმილი შესყიდვის საშუალებების კორექტირება 1. აუცილებელი პირობების დადგომის შემთხვევაში შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭო იტოვებს უფლებას, შეცვალოს დაგეგმილი შესყიდვების განხორციელების საშუალება. 2. დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გაფორმებული იქნება შესაბამისი ოქმი. თავი III ხელშეკრულება     მუხლი 13🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) იმ შემთხვევაში, თუ ერთეული ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ხოლო საერთო წლიური თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარს. ამ დროს შესყიდვა განხორციელდება წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით; ბ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტებით: ა) სასაქონლო ზედნადებით ან საგადასახადო ანგარიშ‑ფაქტურით ან/და ინვოისით; ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით; გ) მიღება-ჩაბარების აქტით. 3. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში (ავანსი) მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. 4. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, საავანსო თანხის გადახდის შემთხვევაში არ მოსთხოვოს მიმწოდებელს ავანსთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის წარდგენა. 5. ხელშეკრულების შესრულების გარანტია მისი მოთხოვნის არსებობისას უნდა წარედგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების ან პირობათა გამოკითხვის წესით შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემდგომ 1 სამუშაო კვირაში. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოქმედების ვადა 1 თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. 6. თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში არ წარადგენს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას, ხელშეკრულება ავტომატურად ითვლება ბათილად, რაც გამორიცხავს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ არსებული შესრულების კომპენსაციის ან/და სხვა ზიანის ანაზღაურებას. 7. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა შეადგენს სახელშეკრულებო თანხის 1%‑იდან 10%-მდე და ყოველი კონკრეტული შემთხვევისას განისაზღვრება ინდივიდუალურად, შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე. 8. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, როდესაც ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 200 000 ლარს. 9. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი: ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები; ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და რაოდენობა, ერთეულის ფასი და მთლიანი ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით); გ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ხარისხი, მისი არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობა; დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ეტაპობრივი ვადები და ადგილი; ე) საქონლისა და მომსახურების მიღება‑ჩაბარების წესი; ვ) ანგარიშსწორების ფორმა; ზ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში); თ) მხარეთა უფლება-მოვალეობანი; ი) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის; კ) ფორსმაჟორული სიტუაციები; ლ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების, გადასინჯვის შესაძლებლობა; მ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ნ) დავების გადაწყვეტის წესი; ო) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები.     მუხლი 14🔗. ანგარიშის წარდგენა შპს „ენგურჰესის“ მიერ განხორციელებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე ინფორმაცია წარედგინება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყოველწლიურად, არა უგვიანეს მომდევნო წლის 28 თებერვლისა. ანგარიში წარდგენილი იქნება №1 დანართის შესაბამისად.     მუხლი 15🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი წინამდებარე წესსა და №2 დანართში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დანართი №1 № შესყიდვის საშუალება (გამარტივებული შესყიდვა , პირობათა გამოკითხვა ) შესყიდვის ობიექტი მიმწოდებლის დასახელება სახელშეკრულებო თანხა საქონლის მოწოდების , მომსახურ ების გაწევის სახელშეკ რულებო ვადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა 1 2 3 4 5 დანართი №2 შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ 2012 წლის ბიზნესგეგმით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების ჩამონათვალი                            შპს „ენგურჰესი“ № დასახელება მომსახურება   1 ჰიდროაგრეგატების № 2, 3, 4, 5 რემონტები   2 ჰიდროაგრეგატების ბალანსირება   3 ძალოვანი ტრანსფორმატორების, ავტოტრანსფორმატორების, დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების ელექტრული გაზომვები და ენერგეტიკული ზეთების ქრომატოგრაფიული და ელექტრული ანალიზი   4 500 კვ-ის ღ.გ.მ. თერმოგრაფიული გამოკვლევა   5 საჰაერო და საგენერატორო ამომრთველების რემონტები   6 ანტიკოროზიული მომსახურება   7 ამწე მექანიზმების რემონტი   8 ხანძარქრობის სისტემის სიგნალიზაციის პროექტის შედგენა და განხორციელება   9 სასალტე შახტაში 155 მ ნიშნულზე განთავსებული სახანძრო ავზის შეკეთება   10 წყალქვეშა სამუშაოები   11 სასალტე შახტებში დაზიანებული მეტალოკონსტრუქციების შეცვლა   12 დისკური საკეტის სათავსოში განათების რეაბილიტაცია   13 სფერულ საკეტებზე საკვალთეების 15 ც. პუ-63 დუ 150 შესყიდვა‑მონტაჟი   14 არტეზიული ტუმბოებისა და დამხმარე მოწყობილობების მონტაჟი და შეკეთება   15 წყლის გაჟონვის აღმოფხვრა მე-2 და მე-5 აგრეგატების სფერული საკეტის ლუკების გარშემო   16 1-ლი აგრეგატის ჰერმეტული კარების რეაბილიტაცია   17 სატვირთო შახტიდან წყლის გადაგდება ქვედა ბიეფში   18 კონდიციონერების შეკეთება და მონტაჟი   19 სატრანსპორტო-სატაკელაჟო მომსახურების ხარჯები   20 მიმდინარე რემონტები კოდორიჰესებზე   21 ავტოტრანსპორტის მომსახურების ხარჯები   22 გვირაბის ჰიდროლოგიური კვლევები   23 გეოდეზიური გაზომვები კაშხალზე   24 ქიმიური სუფოზიის კვლევა კაშხალზე   25 დაკვირვებები კაშხლის ფუძესა და ტანის გადაადგილებაზე   26 კაშხლის თერმული რეჟიმის ანალიზი   27 საინჟინრო-გეოლოგიური აზომვა ხოკოს მეწყერზე   28 მეტეოროლოგიური პროგნოზირება   29 წყალსაცავის ლამისაგან გაწმენდის პროექტის შედგენა   30 სადეზინფექციო მომსახურება   31 ეგხ „ეგრისი-1“‑ისა და „ეგრისი-2“-ის ურთიერთგამიჯვნასთან დაკავშირებული მომსახურება   32 ძალოვანი ტრანსფორმატორების, ავტოტრანსფორმატორების, მათი სათადარიგო ნაწილების შეკეთება   33 ხანძარქრობის სისტემა „სერჟი“ (მონტაჟი)   34 დას საბერიოს 35/10 კვ-ის ქვესადგურის რეაბილიტაცია   35 მაღალი ძაბვის შემზღუდავების და დენის ტრანსფორმატორების მონტაჟი   36 თ/კაშხალზე მე-15 სექციის რეაბილიტაცია   37 თ/კაშხლის სიღრმული წყალსაგდების ავარიული ფარების ბაიპასირება   38 საქარხნო სამუშაოები (ძირითადი და დამხმარე მოწყობილობებისათვის დეტალების დამზადება, მეტიზების დამზადება)   39 გაუთვალისწინებელი ავარიული სამუშაოები საქონელი   1 დაზგების შესყიდვა   2 კომპრესორების შესყიდვა   3 ლიფტების, მათი სათადარიგო ნაწილების, დამხმარე მოწყობილობების შესყიდვა-მონტაჟი   4 მრიცხველების შესყიდვა   5 ვანტუზების შესყიდვა   6 პლაზმური საჭრელის აგრეგატის შესყიდვა   7 გადამწოდები და გამზომი მოწყობილობების შესყიდვა   8 ძალოვანი ტრანსფორმატორების ძაბვის შემყვანების შესყიდვა   9 ძაბვისა და დენის ტრანსფორმატორების შესყიდვა   10 ძრავების და ტუმბოების შესყიდვა   11 სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა   12 ავტომატური სატელეფონო სადგურის შესყიდვა   13 საჰაერო ამომრთველების სათადარიგო ნაწილების შესყიდვა   14 ტურბინისა და გენერატორის სათადარიგო ნაწილების შესყიდვა   15 მილების, მუხლების, საკვალთების და შლანგების შესყიდვა   16 ნათურების შესყიდვა   17 პროპანის შესყიდვა   18 ზეთის ფილტრების შესყიდვა   19 ელსადენების, საკაბელო პროდუქციის, საგრაგნილე მავთულების შესყიდვა   20 საღებავების, გამხსნელების, ფუნჯების შესყიდვა   21 ავტომატების, გამშვები მოწყობილობების, რელეების შესყიდვა   22 მზომი მოწყობილობების, თერმოსიგნალიზატორების, მანომეტრების შესყიდვა   23 ტვირთის ასაწევი მოწყობილობების, ბაგირების, ღვედების და მათი გამოსაცდელი დაზგების შესყიდვა   24 ქიმიური რეაგენტების შესყიდვა   25 ხელით სახმარი ელექტრომექანიკური ხელსაწყოების, სამუშაო იარაღების შესყიდვა   26 შუასადებების, შემჭიდროებლებისა და რეზინოტექნიკური ნაკეთობანის შესყიდვა   27 ბოქლომების, კლიტეების, ურდულების შესყიდვა   28 ელექტროსაქონლის შესყიდვა   29 საკისრების შესყიდვა   30 საჭრელი და სახეხი ქვების შესყიდვა   31 სარჩილავი მასალის შესყიდვა   32 საპოხი საშუალებებისა და ძრავების ზეთების შესყიდვა   33 სახანძრო ინვენტარის შესყიდვა   34 ელექტროდების შესყიდვა   35 საიზოლაციო ლენტების შესყიდვა   36 სპეცტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ხელთათმანის, ინდივიდუალური დამცავი საშუალებების შესყიდვა   37 ეგხ-ის არმატურის შესყიდვა   38 მაღალი ძაბვის 240-500 მმ კვეთის სადენების, მათი დაბოლოებებისა და ჰიდრავლიკური პრესის შესყიდვა   39 სეისმოსადგურების შეძენა-მონტაჟი (3 ც.)   40 ვერტიკალური კლინომეტრის სადგურის შეძენა-მონტაჟი   41 ძალოვანი ტრანსფორმატორების გაციების სისტემებისათვის ვენტილატორების შეძენა   42 გამწოვი მილების 1-5 ჰიდროსარქველების მართვის სისტემის რეკონსტრუქცია (მისაერთებელი კომპლექტი) პრესი ტუმბო 250-250 ატმოსფ.   43 სილიკაგელი кск 3 ტ შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ № დასახელება  საქონელი 1 ტურბინის სათადარიგო ნაწილები („სიმენსის“ სიჩქარის რეგულატორის უკუკავშირის დეტალები, ფილტრები) 2 გენერატორის სათადარიგო ნაწილები (ქუსლის საყრდენები, მუსები, მუსდამჭერები, ტემპერატურის გადამწოდები) 3 ტრანსფორმატორის სათადარიგო ნაწილები (გაციების სისტემის აპარატურა, ტუმბო, აზოტი) 4 ზეთიანი ამომრთველების სათადარიგო ნაწილები (მოძრავი და უძრავი კონტაქტები, რკალმქრობი კამერა) 5 კომპრესორის სათადარიგო ნაწილები (სარქველები, მუხლანა ლილვი, ბარბაცა) 6 კომპრესორის შეძენა ვშვ 3/100 7 აგრეგატის ღერძის ცემისა და საერთო ვიბრაციის საკონტროლო აპარატურის შეძენა 8 სპეცფორმის შემამჭიდროებელი რეზინების შესყიდვა 9 სარელეო აპარატურისა და გამშვები აპარატურის შესყიდვა 10 სახანძრო ინვენტარის შესყიდვა 11 სხვადასხვა ზომის ქანჩებისა და ჭანჭიკების შესყიდვა 12 რეზინისა და კაპრონის მილების შესყიდვა 13 სპილენძისა და რკინის საფენების შესყიდვა 14  თუჯის ჩამკეტი არმატურის შესყიდვა 15 ეგხ 220 „ეგრისის“ გაყოფასთან დაკავშირებული საკაბელო პროდუქციის შესყიდვა 16 კომპიუტერული ტექნიკისა და სახარჯი მასალების შესყიდვა 17  ავტოსატრანსპორტო საშუალებები (რეაბილიტაციისთვის) 18  სადრენაჟო ტუმბოები 19  სხვადასხვა მზომი ხელსაწყოები 20  რკინის სტელაჟები სასაწყობო მეურნეობისათვის მომსახურება 1 აგრეგატების მიმდინარე შეკეთება 2 გენერატორის სარეზერვო ღუზის შეკეთება 3 გენერატორის საკისრის სარეზერვო სეგმენტების შეკეთება, ბაბიტის დასხმა‑გაჩარხვა 4 აგრეგატის ბალანსირება 5 220 კვ საჰაერო ამომრთველის შეკეთება (პალიასტომი ან კოლხიდა) 6 დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორის შეკეთება 7 სატრანსპორტო მომსახურება 8 გეოდეზიური ქსელის მოწესრიგება და დაკვირვების წარმოება 9 აგრეგატის წყალმიმღები ფარების რეზინის შემჭიდროების შეცვლა 10 უქმი წყალსაგდების კარების შეკეთება, შემჭიდროების შეცვლა 11 უქმი წყალსაგდების ამწე მექანიზმების შეკეთება, გვარლის შეცვლა 12 სადეზინფექციო მომსახურება 13 ტრანსფორმატორის ზეთების ქრომატოგრაფიული და ფიზიკო‑ქიმიური ანალიზები 14 არტეზიული და სადრენაჟო ტუმბოების შეკეთება 15 220 კჯვ ეგხ „ეგრისის“ გაყოფასთან დაკავშირებული ელ. სამონტაჟო სამუშაოები 16 კავშირგაბმულობის სისტემის შეკეთება 17 220/110 კვ-ის ღია გამანაწილებელი მოწყობილობის კაპ. რემონტი