სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 29.02.2012
ძალის დაკარგვა 27.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016753
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:Verdana; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 {mso-style-name:abzacixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.muxlixml0, li.muxlixml0, div.muxlixml0 {mso-style-name:muxlixml; margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml0, li.mimgebixml0, div.mimgebixml0 {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 43.35pt 45.0pt 48.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №80
2012 წლის 29 თებერვალი
ქ.
თბილისი
სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1🔗. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლისა და „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (2011 წლის 28 დეკემბერი, №
5665–რს) მე-6 მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული სამედიცინო მედიაციის განხორციელების ძირითადი დებულებები.
მუხლი 2🔗. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული დებულების შემუშავება, დამტკიცება სამინისტროსთან შეთანხმებით და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება;
ბ) ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით სამედიცინო მედიაციის პროცესის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2012 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს წინადადებები მოსარჩელე ფიზიკური პირისათვის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისათვის მომსახურების საფასურის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
მუხლი 4🔗. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სამედიცინო მედიაციის საბჭოში კანდიდატურის წარდგენა.
მუხლი 5🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
სამედიცინო მედიაციის ძირითადი დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს დებულებები განსაზღვრავს სამედიცინო მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს, არეგულირებს სამედიცინო მედიაციასთან დაკავშირებით შესაბამის კომპეტენტურ ორგანოთა უფლებამოსილებებს და სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ბ) სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო;
გ) სამედიცინო მედიაციის სამსახური – სააგენტოს სამედიცინო მედიაციასთან დაკავშირებული დავების განმხილველი ორგანო;
დ) მედიატორი – სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი;
ე) დავა – პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, აგრეთვე,
პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილი კერძო ხასიათის დავა, რომელიც „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის შესაბამისად შეიძლება განხილულ იქნეს სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ;
ვ) გადაწყვეტილება – მხარეთა შორის წარმოშობილ დავაზე შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის გადაწყვეტილება;
ზ) რეკომენდაცია – მხარეთა შესრულების ნებაზე დამოკიდებული სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება.
მუხლი 3🔗. სამედიცინო მედიაციის წარმოების პრინციპები
1.
სამედიცინო მედიაციის სამსახური უფლებამოსილია
სარჩელი განიხილოს
და გადაწყვეტილება/რეკომენდაცია მიიღოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის
ეთ ქონებრივ დავა
ზე, რომ
ელიც წარმოშობილია 2012 წლის 1 მარტის შემდგომ:
ა) პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის;
ბ) სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის;
გ) პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის.
2. სამედიცინო მედიაციის სამსახური განიხილავს სახელმწიფო/ადგილობრივი/ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილ დავას, ამასთან:
ა) თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება ან არსებობს მხარეთა შეთანხმება დავის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განხილვის თაობაზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება მხარეთათვის სავალდებულოა;
ბ) თუ მხარეებს შორის არ არის დადებული ხელშეკრულება ან არ არსებობს მხარეთა შეთანხმება დავის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განხილვის თაობაზე, დავას განიხილავს მედიაციის სამსახური და იძლევა რეკომენდაციას. თუ მხარეები არ ეთანხმებიან რეკომენდაციას, დავის არსებით განხილვას მხარის მოთხოვნის შესაბამისად, დაიწყებს სასამართლო;
გ) თუ სამედიცინო მომსახურების/სამედიცინო დაზღვევის ფინანსური უზრუნველყოფა არ ხორციელდება შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში, დავა შეიძლება განიხილოს მედიციის სამსახურმა ან მიმართონ სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მედიაციის სამსახური დავის განხილვისას ხელმძღვანელობს ანალოგიური სქემით და იღებს გადაწყვეტილებას (თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან მედიაციის მეშვეობით დავის განხილვაზე), ან იძლევა რეკომენდაციას (თუკი ასეთი შეთანხმება არ არსებობს).
3. სამედიცინო მედიაციის სამსახური დავას განიხილავს მხარეთა თანასწორობის გათვალისწინებით, რომლებიც სამედიცინო მედიაციის წარმოებისას სარგებლობენ თანაბარი უფლებებით,
დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მოთხოვნები, მოსაზრებები,
მტკიცებულებები. თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი პოზიციის გამოხატვის სრული შესაძლებლობა.
4.
სამედიცინო მედიაციის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით
, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით
, „პაციენტის
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით
, მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესით
ა და სააგენტოს მიერ მიღებული სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული
დებულების შესაბამისად.
5. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღებისათვის საჭირო ორგანიზაციულ
-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო.
მუხლი 4🔗. სამედიცინო მედიაციის საბჭო
1. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მხარისათვის ქონებრივი ზიანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საჭიროებს სამედიცინო მედიაციის საბჭოს დადასტურებას.
2. სამედიცინო მედიაციის საბჭო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ
-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სამინისტროს, სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი თანამდებობების პირები.
მუხლი 5🔗. მედიატორის უფლებამოსილებები, ინტერესთა კონფლიქტი და პასუხისმგებლობა
1. ამ მუხლის მიზანია ხელი შეუწყოს მედიატორს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებაში ან/და საშუალება მისცეს მას მოახდინოს რეაგირება ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებზე, თუ მათი თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.
2. მედიატორს უფლება არა აქვს:
ა) გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამედიცინო მედიაციის განხორციელებასთან დაკავშირებით;
ბ) მედიაციისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით, გარდა მედიატორისათვის განკუთვნილი ანაზღაურებისა;
გ) იყოს მედიატორი იმ საქმეში, სადაც მხარედ მონაწილეობს ის ორგანიზაცია, რომელშიც მას უკავია თანამდებობა ან იმყოფება შრომით ურთიერთობებში;
დ) იყოს მედიატორი იმ საქმეში, სადაც მხარე არის მისი ახლო ნათესავი.
3. მედიატორი, რომელსაც საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას აქვს ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სამედიცინო მედიაციის სამსახურს და უარი განაცხადოს სამედიცინო მედიაციის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე.
4. თუ მედიატორისათვის საქმის განხილვამდე ცნობილი იყო გარემოება ან ინფორმაცია, რომელიც მას ინტერესთა კონფლიქტში აყენებდა და ამის შესახებ წინასწარ არ განაცხადა, ხოლო სააგენტომ დაადგინა და დაადასტურა ინტერესთა კონფლიქტის არსებობა – გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას დადგენილი წესით.
5. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას მიღებული გადაწყვეტილება ბათილია.
მუხლი 6🔗. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მომსახურების საფასური
სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისათვის მომსახურების საფასური მოსარჩელე იურიდიული პირისათვის განისაზღვრება 500 ლარით.
მუხლი 7🔗. სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა
სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ საქმის განხილვისა და შეჩერების ვადები, კომპენსაციის პრინციპები, გადაწყვეტილების/რეკომენდაციის ძალაში შესვლის, აღსრულების, განმარტების, გადაწყვეტილების გასაჩივრების, სამედიცინო მედიაციის ხარჯების განაწილების წესი და სხვა,
საჭიროების გათვალისწინებით, განისაზღვრება სამედიცი
ნო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული
დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს ხელმძღვანელი და უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას.