გადასახადების გადახდის დაგვიანებისათვის დარიცხული ორპროცენტიანი საურავის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

გადასახადების გადახდის დაგვიანებისათვის დარიცხული ორპროცენტიანი საურავის გადახდისაგან გა ნ თავისუფლების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. გა ნ თავისუფლდეს ყველა იურიდიული პირი „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ და „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 11 ნოემბრის კანონებით დადგენილი გადასახადების გადახდის დაგვიანებისათვის 1994 წლის 1 დეკემბრიდან 1995 წლის 1 აპრილამდე ყოველდღიური ორპროცენტიანი საურავით დარიცხული თანხების გადახდისაგან.

2. იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც პირველ პუნქტში აღნიშნული საურავი ნაწილობრივ ან მთლიანად აქვთ გადახდილი, შესაბამისი თანხა ჩაეთვალოთ მომავალი გადასახადების ანგარიშში.

3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური                                                   ედუარდ შევარდნაძე 

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                            ვახტანგ გოგუაძე

თბილისი

1995 წლის 29 ივნისი.

769-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - საქართველოს 2009 წლის25თებერვლის კანონი №1004-Iს - სსმ I, №3, 11.03.2009წ., მუხ.10