⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.07.2014)
გაუქმებულია:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2012
ძალის დაკარგვა 16.07.2014
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016088
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 10,873 სიტყვა · ~54 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2012 მიღება
16.07.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-style:italic;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.25in 42.5pt 27.0pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2012 წლის 7 მარტი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანდართული დებულება (რეგლამენტი).     მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრბულოს 2010 წლის 9 ივლისის № 18 დადგენილება.     მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.     მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე       გ. ფეიქრიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო არის გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად, განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე. 2. საკრებულო შედგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით არჩეული 29 წევრისაგან, რომელთაგან 10 წევრი არჩეულია პროპორციული, ხოლო 19 წევრი – მაჟორიტარული წესით. 3. საკრებულოს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. ასევე ტიტულიანი ბლანკი (ბლანკები) მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 4. საკრებულოს სისტემაში შედის საკრებულოს აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოს სამართლებრივ, მატერიალურ-ტექნიკურ, საინფორმაციო, საქმისწარმოების, ორგანიზაციულ და სხვა მომსახურების გაწევას. საკრებულოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო. 5. საკრებულოს აქვს ოფიციალური ვებგვერდი, რომლის მისამართია www.gardabani.ge . აღნიშნული ვებგვერდი არის ყველასათვის ხელმისაწვდომი, სადაც საჯაროდ გამოცხადების მიზნით ღიად განთავსდება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია. 6. საკრებულოს მისამართია: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №73. 7. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული ენა. 8. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) საჯაროობა; გ) კოლეგიურობა; დ) დამოუკიდებელი პასუხიმგებლობა; ე) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა; ვ) მოსახლეობის აზრის გათვალისწინება; ზ) თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა; თ) ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.     მუხლი 2🔗 1. საკრებულო, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ და მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ევროპული ქარტიით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 2. დებულება (რეგლამენტი) განსაზღვრავს და აწესრიგებს საკრებულოს, მისი ორგანოებისა და თანამდებობის პირების უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, აგრეთვე საკრებულოს ურთიერთობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან. 3. დებულება (რეგლამენტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით. დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი ნორმები სავალდებულოა შესასრულებლად საკრებულოს ყველა წევრისათვის, საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეებისათვის. 4. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს საკრებულოს დადგენილება, განკარგულება, მიმართვა, განცხადება, წარდგინება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები და საკანონმდებლო წინადადება. 5. საკრებულოს უფლებამოსილება განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით. იგი ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისათვის. 6. საკრებულოს და მისი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცედურულ და საორგანიზაციო საკითხებს, რომელიც არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით ან/და ამ დებულებით (რეგლამენტით) წყვეტს საკრებულოს თავმჯდომარე.     მუხლი 3🔗 1. საკრებულოს უფლებამოსილება განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16, 22-ე მუხლებით და ამ დებულებით (რეგლამენტით).  2. საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საერთო ადმინისტრირების, საფინანსო-ეკონომიკურ, სოციალურ, საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის, დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის, აღრიცხვისა და მოსახლეობის ინფორმირების სფეროებში.  3. საერთო ადმინისტრირების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:  ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა;  ბ) საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, მათი პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;  გ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;  დ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა გამგებლის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ;  ე) კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;  ვ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;  ზ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;  თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა; ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცება; ი) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა;  კ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა;   ლ) თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დამტკიცება; მ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;  ნ) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია; „გეოგრაფიული ობიექტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დასახლებაში არსებული სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდება; ო) თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა; პ) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა. 4. საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენა და შეფასება; ბ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების შემოღება და გაუქმება, გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობისგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის ან გრანტის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი ხელშეკრულების დამტკიცება; დ) მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა; ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ; ე) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება; ვ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს; ზ) თვითმართველი ერთეულის განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება. 5. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა; ბ) იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა. 6. სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ე) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ვ) გადაწყვეტილების მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ; ზ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების წესებისა და პირობების დადგენა. 7. საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება; ბ) გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა. 8. მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალურ ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა; ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და განკარგვა, მიწის გადასახადის ოდენობის, მათი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა; გ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენა. 9. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, მისი ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება. 10. ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; ავტომანქანის პარკირების ადგილების განსაზღვრა და პარკირების წესების დადგენა; ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება. 11. აღრიცხვისა და მოსახლეობის ინფორმირების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის შექმნა; ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა; გ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა. 12. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 4🔗 1. საკრებულოს შენობაზე აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. 2. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გერბს და დროშას საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას. 3. საკრებულოში მიმართვის მიღებული ფორმებია: ა) ბატონო თავმჯდომარევ; ბ) ბატონო სხდომის თავმჯდომარევ; გ) პატივცემულო კოლეგავ.     მუხლი 5🔗 1. საკრებულოს სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმში ადგილს იკავებენ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. 2. სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმის უკან კედელზე თავსდება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, ხოლო დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხნივ ტრიბუნასთან აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა. 3. პრეზიდიუმის მარცხნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) მოწყობილია ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის. 4. საკრებულოს წევრები სხდომათა დარბაზში იკავებენ მათთვის პერსონალურად გამოყოფილ ადგილს. 5. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს ადგილები გამოყოფილი გამგეობის თანამდებობის პირთათვის, საკრებულოში აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელთათვის, საკრებულოში მოწვეულ პირთა და სხდომაზე დასწრების მსურველთათვის. 6. სხდომათა დარბაზში გამომსვლელთათვის მოწყობილი ტრიბუნის მარცხნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) განთავსებულ მაგიდასთან ადგილს იკავებს ოქმის წარმოებაზე პასუხიმგებელი საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. 7. საკრებულოს სხდომაზე დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებანი, რომლებიც შეურაცხყოფს საკრებულოს სხდომის მონაწილეთა და დამსწრეთა პატივსა და ღირსებას. თავი II საკრებულოს წევრი და მისი სტატუსი     მუხლი 6🔗 1. საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული წევრი. 2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახლად არჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე. 3. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი არ არის შეზღუდული ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების განაწესებითა და დავალებებით. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან. 4. საკრებულოს წევრი თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს უშუალოდ. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა. 5. საკრებულოს წევრის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესს და გარანტიებს განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 32-32​6 მუხლებით და ამ დებულებით (რეგლამენტით).     მუხლი 7🔗 1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის (მუდმივი კომისიის შექმნამდე სამანდატო დროებითი კომისიის) დასკვნის საფუძველზე. 2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით მიღებისთანავე. 3. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება; ბ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში; ვ) დაინიშნა, არჩეულ ან დამტკიცებულ იქნა კანონით გათვალისწინებულ საკრებულოს წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე, შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან მეორე დღეს; ზ) გარდაიცვალა. 4. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკრებულოს დათხოვნის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 5. საკრებულო, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა”, „ბ”, „გ”, „დ”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტების შემთხვევაში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო ღებულობს კენჭისყრით.     მუხლი 8🔗 1. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს: ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი; ბ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ; გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც დანიშვნა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის მიერ: დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ; ე) იმუშაოს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, კონტროლის პალატის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ორგანოებში; ვ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე; ზ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს; თ) იმუშაოს საკრებულოს აპარატში და გამგეობაში; ი) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის საწარმოების მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი), აგრეთვე იყოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე, გარდა საგანმანათლებლო (სასკოლო დაწესებულებები), კულტურის (თეატრები) და ჯანმრთელობის დაცვის (საავადმყოფოები) დაწესებულებებისა. 2. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს, კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს. 3. საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა; ბ) საკრებულოს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა; გ) საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და მათი ინიციირება; დ) საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა; ე) საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისადმი კითხვით მიმართვა; ვ) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა. 4. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში მაინც. 5. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე: ა) დასვას საკითხი განსახილველად; ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვით მიმართოს მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს პასუხი და შეაფასოს იგი; დ) გააცნოს საკრებულოს მოქლაქეთა წერილები და მიმართვები; ე) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოებისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომელთაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას აძლევს საკრებულო; ვ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხის განხილვაში; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 6. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩეველთან მოიცავს: ა) ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ბ) მოქალაქეთა მიღებას; გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლას; დ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას; ე) გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას; ვ) ამომრჩევლებთან შეხვედრას სამ თვეში ერთხელ მაინც. 7. საკრებულოს წევრი საკრებულოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით. საკრებულოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს საკრებულოს იმ ორგანოების მუშაობაში მონაწილეობისას, რომლის წევრიც არ არის.     მუხლი 9🔗 1. საკრებულოს წევრი უფლებამოსილია: ა) კითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, გამგებელს, სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებულნი არიან, ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის კითხვას. კითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ათი დღით; ბ) შეუფერხებლად შეხვდეს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს; გ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა თავის მიერ დასმული საკითხების განხილვაში; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების გასახორციელებლად; ე) საკრებულოს აპარატს დადგენილი წესით მოსთხოვოს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა; ვ) ისარგებლოს იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ინფორმაციის მიწოდების უპირატესი უფლებით, რომლებიც ფინანსდება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 2. საკრებულოს წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები; ბ) ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს; გ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებში და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში; დ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია. 3. საკრებულოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში მას უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. 4. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში საკრებულოს წევრს: ა) აღუდგება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი არის და მიეცემა კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) თუ გასულია იმ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იგი იყო, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება საკრებულოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია. 5. საკრებულოს წევრი არ შეიძლება ადმინისტრაციის ინიციატივით დაითხოვონ საჯარო დაწესებულებიდან ან დისციპლინური წესით გადაიყვანონ დაბალხელფასიან სამუშაოზე საკრებულოს თანხმობის გარეშე, ხოლო საკრებულოს სხდომებს შორის პერიოდში – საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე. 6. საკრებულოს წევრი საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ვადით თავისუფლდება საჯარო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან საშუალო ხელფასის შენარჩუნებით და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. 7. საჯარო მოსამსახურეების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ საკრებულოს წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მისი საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები     მუხლი 10🔗 1. საკრებულოში კომისიები იქმნებიან თავიანთ სფეროში და თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად, საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით. საკრებულო თავისი შეხედულებისამებრ ქმნის არა უმეტეს ხუთ კომისიას. 2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა 3. ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით საკრებულოს შეუძლია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაც განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო. 4. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან. კომისიების პერსონალურ შემადგენლობას შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით, კომისიის შემადგენლობაში შემავალ საკრებულოს წევრთა თანხმობით ამტკიცებს საკრებულო. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. 5. საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას კოორდინაციას უწევს საკრებულოს ბიურო.     მუხლი 11🔗 1. საკრებულოს კომისიებია: ა) სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკურ საკითხთა და ქონების მართვის კომისია; გ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და სოციალურ საკითხთა კომისია; დ) კულტურის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების საკითხთა და მუნიციპალიტეტთა შორის ურთიერთობათა კომისია; ე) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისია. 2. საკრებულოს კომისიის საქმიანობის სფერო, უფლებამოსილება და მუშაობის წესი კანონმდებლობისა და ამ დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.     მუხლი 12🔗 1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს. 2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება (მას ხელს აწერს საკრებულოს ყველა ის წევრი, რომელიც ასახელებს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობის მოცემულ კანდიდატს) წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისაგან ითხოვს თანხმობას. თანხმობის მიღების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩა, ტარდება ხელახალი არჩევნები. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი, მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს. თუ არჩევნების მეორე ტურში ვერ აირჩა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ტარდება ხელახალი არჩევნები. 3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.     მუხლი 13🔗 1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ორმა მესამედმა. 2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.     მუხლი 14🔗 1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს აპარატს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების აპარატში რეგისტრაციისთანავე. 2. საკრებულო უახლოეს სხდომაზე ცნობად იღებს კომისიის თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის თაობაზე. 3. კომისიის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.     მუხლი 15🔗 1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს; ბ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ დებულებით და კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; გ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; დ) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს; ე) მოქმედებს კომისიის სახელით; ვ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით. 3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, მოიწვიოს სხვა პირები ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. 4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის (საკრებულოს შესაბამისი კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე), ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას (კომისიის სხდომის მოწვევა, კომისიის სხდომის წარმართვა) საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით დროებით ასრულებს ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი.     მუხლი 16🔗 1. კომისიის წევრს უფლება აქვს მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები. 2. კომისიის წევრის მიერ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობის და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეცნობება შესაბამის ფრაქციას ან საკრებულოს.     მუხლი 17🔗 კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს დადგენილებებისა და განკარგულების პროექტებს; ბ) მონაწილეობს საკრებულოში შემოსული პროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და გადასცემს საკრებულოს შესაბამის ორგანოებს; გ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს ან ნიშნავს საკრებულო, რის თაობაზეც შესაბამის დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს; დ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას; ე) აკონტროლებს საკრებულოს დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს; ვ) ახორციელებს კონტროლს გამგეობის თანამდებობის პირების საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს; ზ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს; თ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და კომისიის დებულებით დადგენილ უფლებამოსილებებს.     მუხლი 18🔗 1. გამგეობის თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან მოთხოვნიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები და სხვა საჭირო მასალები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დასკვნები და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც საჭიროებს დამუშავებას, მოძიებას ან/და დიდი მოცულობისაა კომისიას უნდა წარედგინოს ერთი კვირის ვადაში. 2. გამგეობის თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.     მუხლი 19🔗 1. კომისიის სხდომების პერიოდულობასა და სხდომის ჩატარების დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. სავალდებულოა კომისიის სხდომის ჩატარება თვეში ერთხელ მაინც. აგრეთვე მაშინ, თუ ამას მოითხოვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს თავმჯდომარე ან/და ამ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. კომისიის სხდომა საჯაროა. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს ის წევრები, რომლებიც ამ კომისიის წევრები არ არიან, გამგეობის თანამდებობისა და მოწვეული სხვა პირები. სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.     მუხლი 20🔗 1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული პროექტები, ინფორმაციები კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალურ საკითხებზე, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, ინფორმაციები, გამგეობის თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული და მის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხები. 2. კომისია ღებულობს დასკვნას, რეკომენდაციას, წინადადებას. 3. კომისიის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.     მუხლი 21🔗 საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებას. თავი IV საკრებულოს ფრაქციები     მუხლი 22🔗 1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულებების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით. ფრაქციის შექმნის, საქმიანობის და უფლებამოსილების წესი განისაზღვრება ამ დებულებით (რეგლამენტით). 2. ფრაქციის ჩამოყალიბება შესაძლებელია, როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე. 3. ფრაქციის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. 4. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. 5. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრებულომ. 6. აკრძალულია ფრაქციის შექმნა ეროვნული, ტერიტორიული, ან სხვა კერძო (რელიგიური,პროფესიული და ა.შ.) ნიშნით.     მუხლი 23🔗 1. ფრაქციის წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის წესდებას. 2. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა. 3. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის მიერ ფრაქციის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, ფრაქციის წევრების დადგენის, ფრაქციის ოფიციალური სახელწოდების განსაზღვრის, ფრაქციის წესდების დამტკიცების, ფრაქციის თავმჯდომარის არჩევის და მათ საფუძველზე ფრაქციის თავმჯდომარის წერილობითი განაცხადის შესაბამისად, საკრებულოს ბიუროს მიერ ფრაქციის რეგისტრაციის მომენტიდან.     მუხლი 24🔗 1. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე მიმართავს განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, თავმჯდომარისა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი წესდება. საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ ბიურო სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს რაიმე მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრაციაში გატარებულად ჩაითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. 2. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი დააყენოს საკრებულოს სხდომაზე. 3. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს სამ წევრზე ნაკლები, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რის თაობაზეც სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს ბიუროს. ამასთან, აღნიშნულის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს წევრებს.     მუხლი 25🔗 1. ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი საკრებულოს წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს. 2. ფრაქცია საკრებულოს წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 3. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე სამი დღის ვადაში წერილობით ატყობინებს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას.     მუხლი 26🔗 1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც სამი დღის ვადაში წერილობით ატყობინებს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას, რომელიც აღნიშნულ ფაქტს უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს. 2. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს ახალი წევრი ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი. 3. ფრაქციის წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე წერილობით ატყობინებს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას. 4. ფრაქციის თავმჯდომარის არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ სამი დღის ვადაში წერილობით ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარესა და სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას.     მუხლი 27🔗 1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა. 2. ფრაქციის სხდომათა პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. 3. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით, ფრაქცია განხილვის შემდეგ ნიშნავს გამომსვლელს, რომელიც საკრებულოს სხდომაზე წარმოადგენს ფრაქციის პოზიციას. 4. ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ფრაქციის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს საჯარო ან დახურული სხდომა. 5. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს: ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით; ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე; გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებასა და დეკლარაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; დ) მიიღოს და ცვლილებები შეიტანოს ფრაქციის წესდებაში; ე) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე; ვ) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს სამართლებრივი აქტის პროექტები; ზ) საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც; თ) მოითხოვოს ცალკეულ საკითხებზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა; ი) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს, საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს; კ) საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევ, დასანიშნ, დასამტკიცებელ ან იმ კანდიდატურის თაობაზე, რომლის დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო; ლ) წელიწარდში ორჯერ საკრებულოს სხდომაზე გააკეთოს ფრაქციის მოხსენება; მ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 6. ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, გამგეობის თანამდებობის პირი ვალდებულია დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. 7. ფრაქციის მოთხოვნით საკრებულოს აპარატი ვალდებულია საკრებულოს წევრებს შორის გაავრცელოს ფრაქციის ოფიციალური მიმართვა. 8. ფრაქციის მიერ მიღებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე.     მუხლი 28🔗 1. ფრაქციის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს ფრაქციას საკრებულოში და მის გარეთ; გ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს; დ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებით (რეგლამენტით) და ფრაქციის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში და ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილება.     მუხლი 29🔗 1. ფრაქციას საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო საკრებულოს შენობაში – სამუშაო ფართობი. 2. ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები ამ დებულებისა (რეგლამენტისა) და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, რეგულირდება ფრაქციის წესდებით. 3. ფრაქციის წესდებაში უნდა განისაზღვროს ფრაქციის მიზნები, მისი სტრუქტურა, ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, აგრეთვე წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროცედურა. თავი V საკრებულოს ბიურო     მუხლი 30🔗 1. საკრებულოს მუშაობის ორგანიზების მიზნით იქმნება საკრებულოს ბიურო, რომელიც შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან. 2. საკრებულოს ბიურო: ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, ასევე საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს; ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; ამტკიცებს სამუშაო ჯგუფების დებულებებს; გ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს; დ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს; ე) ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, წყვეტს ფრაქციების რეგისტრაციის საკითხებს; ვ) ახორციელებს ამ დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 31🔗 1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მისი მოადგილე. 2. ბიუროს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. 3. ბიუროს შემადგენლობაში შემავალ თანამდებობის პირებს ურიგდებათ ბიუროს სხდომის მასალები ერთი საათით ადრე მაინც. 4. ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ბიურო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 5. ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრის დასწრება სავალდებულოა. 6. ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე. სხდომის ოქმის ამონაწერები მოთხოვნისამებრ ეგზავნება შესაბამის ფრაქციებს, კომისიებს, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, აგრეთვე საკრებულოს წევრებს. 7. ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. თავი VI საკრებულოს თანამდებობის პირები     მუხლი 32🔗 1. საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: ა) საკრებულოს თავმჯდომარე; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები; დ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები. 2. საკრებულოს წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე. 3. საკრებულოს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით ეძლევათ შრომის ანაზღაურება.     მუხლი 33🔗 1. საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელი. 2. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრს. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურების დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით. საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, ტარდება ხელახალი არჩევნები. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი, მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს. თუ არჩევნების მეორე ტურში ვერ აირჩა საკრებულოს თავმჯდომარე, ტარდება ხელახალი არჩევნები. 3. საკრებულოს თავმჯდომარე: ა) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს; ბ) ხელს აწერს საკრებულოსა და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; გ) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, მისი სხდომების ოქმებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; დ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას; ე) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საკრებულოს სხდომებს; ვ) თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს; ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს; თ) საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს; ი) გამგებლის წარდგინებით, საკრებულოს ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; თანხმობას აძლევს გამგებელს, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად გადაანაწილოს თანხები მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის; კ) გამგებლის წარდგინებით, საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ლ) საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით; მ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; გამგებლის წარდგინებით, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებებს; ნ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს, საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ო) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; პ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს: პ.ა) გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე; პ.ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე; პ.გ) თითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ; ჟ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. 5. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინანდადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო სამი თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება. 7. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. საკრებულოს თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.     მუხლი 34🔗 1. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადადგეს თანამდებობიდან. აღნიშნულ ფაქტს საკრებულო ცნობად იღებს უახლოეს სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით. 2. საკრებულოს თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება, როდესაც გადადგომის თაობაზე შესაბამისი წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს აპარატს. საკრებულოს თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების აპარატში რეგისტრაციისთანავე.     მუხლი 35🔗 1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. 2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, მაშინ ხელახლა ტარდება არჩევნები. ეს პროცესი იმავე ან მომდევნო სხდომაზე გრძელდება მანამ, სანამ არ აირჩევა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. 3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ანდა გადაყენებისას. 4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. მისი გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას. იგი იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან მისი სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ცნობად, კენჭისყრის გარეშე. თავი VII საკრებულოს სხდომები     მუხლი 36🔗 1. საკრებულოს მორიგ სხდომებს იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე თვეში ერთხელ მაინც, ყოველი თვის დასაწყისის სრულ კვირას. 2. საკრებულოს სხდომა იმართება საკრებულოს სხდომათა დარბაზში. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს გასვლითი სხდომებიც. 3. საკრებულოს წევრებს საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყებამდე ორი დღით ადრე მაინც ინდივიდუალურად უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი, დაწყების დრო, დღის წესრიგი და მიეწოდოთ შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები. აღნიშნულს ორგანიზებას უწევს და პასუხისმგებელია საკრებულოს აპარატი. 4. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 5. საკრებულოს გადაწყვეტილებები (დადგენილება და განკარგულება, მიმართვა, განცხადება, ინფორმაციის ცნობად მიღება, რეკომენდაციების შემუშავება) მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი. 6. საკრებულოს სხდომები ღიაა. მასზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს. 7. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალულია ან შეზღუდულია კანონით. 8. საკრებულოს მორიგი სხდომა იხურება (სრულდება), როდესაც საკრებულოს მიერ მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება.     მუხლი 37🔗 1. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: ა) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით; ბ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით; გ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; დ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით. 2. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას და რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხას. 3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის ამ ვადაში მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. საკრებულოს წევრთა გაფრთხილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ინიციატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს დამსწრეთაგან უხეცესი წევრი. 4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.     მუხლი 38🔗 1. საკრებულოს ბიურო ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საფუძვლად უდევს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს კომისიების და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების მიერ სხდომაზე განსახილველად წარდგენილი პროექტები. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში მითითებული უნდა იყოს სხდომაზე განსახილველი საკითხები, განხილვის რიგითობა, მომხსენებელი. ბიუროს სხდომას ბიუროს თავმჯდომარესა და წევრებთან ერთად ესწრება საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სხვა საჯარო მოხელეები. ბიუროს სხდომაზე იმართება კონსულტაციები და განიხილება საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა სხდომაზე განსახილველად წარდგენილი ესა თუ ის საკითხი სათანადოდ მომზადებული, დადგენილი წესით წარმოდგენილი, არის თუ არა მასზე გადაწყვეტილების მიღება საკრებულოს კომპეტენცია და დღის წესრიგის პროექტის შედგენასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 2. განცხადება საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილისა და დროის მითითებით, სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი, ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gardabani.ge . 3. გადაუდებელი აუცილებლობისას, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის დაუცველად. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე.     მუხლი 39🔗 1. საკრებულოს სხდომას ხსნის და დასრულებულად აცხადებს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე. 2. სხდომის მიმდინარეობის დროს შესვენებას აცხადებს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე, საკუთარი გადაწყვეტილებით ან/და სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით. 3. საკრებულოს სხდომას როგორც წესი ესწრებიან: საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეები და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. საკრებულოს ღია სხდომებს დადგენილი წესით შეიძლება დაესწროს აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და სხვა პირები. სხდომას უნდა ესწრებოდეს ის პირი, რომელმაც უშუალოდ მოამზადა სხდომაზე განსახილველი საკითხის პროექტი. 4. საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა. 5. საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თანამდებობის პირების, წევრების, მოწვეული პირების დროულად შეტყობინებას, მოწვეული პირების რეგისტრაციას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ დაესწრონ საკრებულოს ღია (საჯარო) სხდომებს. მათ ღია სხდომაზე დასასწრებად საკრებულოს აპარატს უნდა მიმართონ სხდომის დაწყებამდე ორი საათით ადრე მაინც. საკრებულოს აპარატი დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმების საფუძველზე, მიმართვისთანავე უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომაზე დასასწრები დადგენილი ფორმის ერთჯერადი საშვის შევსებასა და გაცემას. საკრებულოს აპარატი საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით უფლებამოსილია არ გასცეს დაინტერესებულ პირებზე სხდომაზე დასასწრები ერთჯერადი საშვი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხდომაზე დასწრების მსურველ პირთა რაოდენობა აღემატება სხდომის დარბაზში არსებულ ტევადობას და მათი დასწრებით ხელი შეეშლება სხდომის ნორმალურ წარმართვასა და ჩატარებას. 6. საკრებულოს სხდომაზე დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ის საკითხი, რომელიც კანონმდებლობის თანახმად საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება.     მუხლი 40🔗 1. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე მორიგი სხდომის გახსნისას საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და მათი განხილვის თანმიმდევრობას. დღის წესრიგის პროექტს საკრებულო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის ან საკრებულოს წევრის წინადადების საფუძველზე და საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება სხდომაზე, როგორც გამონაკლისი, განხილულ იქნეს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი საკითხები. აგრეთვე შეიძლება შეიცვალოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანმიმდევრობა ან მოიხსნას საკითხი განხილვიდან. 2. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით, მოთხოვნის შემთხვევაში, საკრებულოს წევრს დღის წესრიგის დამტკიცებამდე ეძლევა სამწუთიანი სიტყვა. 3. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ იმ საკითხზე, რომელიც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს არ უკავშირდება, საკრებულოს წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამ წუთს და მისი გაზრდა დაუშვებელია. საკრებულოს წევრს უფლება აქვს განცხადებით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. 4. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე სხდომას არ ხურავს დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხების ამოწურვამდე. თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ვერ მოესწრო ერთ სამუშაო დღეს, სხდომა გრძელდება მომდევნო სამუშაო დღეს ან სხდომის თავმჯდომარის მიერ დანიშნულ დღეს.     მუხლი 41🔗 1. საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ. 2. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა ნუსხა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. 3. საკრებულოს სხდომა, ან სხდომის ნაწილი დახურულად ცხადდება საკრებულოს გადაწყვეტილებით, თუ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მონაცემების გახმაურება აკრძალულია ან შეზღუდულია კანონით. 4. საკრებულოს სხდომის მსვლელობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 5. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომაზე წესრიგის დაცვას. 6. საკრებულოს სხდომაზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება საკრებულოს სხდომის ოქმში, რომელსაც ადგენს, აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს საკრებულოს აპარატის შესაბამისი საჯარო მოსამსახურე. 7. საკრებულოს სხდომის ოქმში შეიტანება: ა) ოქმის რიგითი ნომერი, სხდომის ჩატარების დრო (საათი, რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი; ბ) სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ვინაობა; გ) სხდომაზე მოწვეულ პირთა ვინაობა და თანამდებობა; დ) ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა; ე) განსახილველი და სხდომაზე განხილული საკითხები განხილვის რიგითობის მიხედვით; ვ) სხდომაზე განხილულ საკითხზე საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და კენჭისყრის შედეგები; ზ) სხდომაზე გამოთქმული დამსწრეთა განსაკუთრებული მოსაზრებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) საკრებულოს სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და სხდომის მიმდინარეობის პროცესში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. 8. სხდომის ოქმი შედგება განაყოფებისაგან, რომელიც შეესაბამება სხდომაზე განხილულ საკითხებს. სხდომაზე განხილულ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებებისა და გამოსვლების ძირითადი შინაარსი ოქმში შეიტანება შემდეგი სქემის მიხედვით: მოისმინეს, აზრი გამოთქვეს, გადაწყვიტეს. 9. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.     მუხლი 42🔗 1. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია შეიკრიბოს და განიხილოს საკითხები, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 2. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე წარმოებს საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია, რაც იწყება სხდომამდე ერთი საათით ადრე. 3. საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრთა დასწრების რეგისტრაციას ახორციელებს აპარატი, შესაბამის რეესტრში საკრებულოს წევრთა მიერ ხელმოწერების სახით. 4. საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხის (პროექტის) კენჭისყრისას საკითხის (პროექტის) მიღების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა (საკრებულოს წევრთა) მიერ მიცემული ხმების დათვლას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. კენჭისყრის შედეგს საკრებულოს აცნობებს სხდომის თავმჯდომარე, რაც ფიქსირდება სხდომის ოქმში. 5. თუ დათვლილი ხმების რაოდენობა ეჭვს იწვევს, საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საკითხის დასმა ხელახალ კენჭისყრაზე. რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. 6. საკრებულოს გადაწყვეტილებები (დადგენილებები და განკარგულებები) მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა წესი არ არის დადგენილი. 7. საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ საკრებულოს წევრებს. 8. საკითხის (პროექტის) განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა: ა) პროექტს ღებულობს შენიშვნების გარეშე; ბ) პროექტს ღებულობს სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების (მთლიანად ან ნაწილობრივ) გათვალისწინებით; გ) პროექტს დამატებითი შესწავლისა და მომზადებისათვის უბრუნებს მის წარმომდგენ სუბიექტს; დ) უარყოფს პროექტს და უარს ამბობს მის მიღებაზე.     მუხლი 43🔗 1. საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომა ჩაეთვლება გაცდენილად, თუ იგი არ გაივლის რეგისტრაციას სხდომის დაწყებამდე. 2. საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ საკრებულოს წევრი, პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებაზე. აღნიშნულის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან საკრებულოს წევრთა რეგისტრაციის რეესტრში შენიშვნის სახით კეთდება სათანადო ჩანაწერი. 3. თუ საკრებულოს სხდომის გახსნისას რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მომდევნო ერთი საათის განმავლობაში გრძელდება რეგისტრაცია. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა საკრებულოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომის მეორე სამუშაო დღისათვის გადადების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ საკრებულოს წევრებს იმ დღესვე სათანადო ინფორმაციას აწვდის საკრებულოს აპარატი.     მუხლი 44🔗 1. საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ საკითხის (სამართლებრივი აქტის პროექტის) განხილვა იწყება მომხსენებლის გამოსვლით. ისეთ საკითხზე (პროექტზე) რომლის საკრებულოსათვის განსახილველად წარდგენაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არის მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება, მომხსენებელი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. 2. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის (პროექტის) მომხსენებელი განისაზღვრება საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით. 3. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას საკითხი შეიძლება მოახსენოს თანამომხსენებელმა. თანამომხსენებელი შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი, გამგეობის საჯარო მოსამსახურე, ასევე განსახილველი საკითხით დაინტერესებული წარმომადგენელი, რომელიც ესწრება საკრებულოს სხდომას და აქვს განსახილველ საკითხზე სათანადო კომპეტენცია. 4. მოხსენებისა და თანამოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს საშუალებას აძლევს გამოვიდნენ სიტყვით ან/და კითხვით მიმართონ მომხსენებელს ან/და თანამომხსენებელს. საკრებულოს წევრს, რომელსაც სურს შეკითხვის დასმა ან სიტყვით გამოსვლა, ხელის აწევით, თხოვნით მიმართავს სხდომის თავმჯდომარეს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს დასვას შეკითხვა ან გამოვიდეს სიტყვით, სხდომის თავმჯდომარის მიერ ამისათვის თანხმობის (დასტურის) მიცემის შემდეგ. 5. საკრებულოს წევრმა სიტყვა უნდა წარმოთქვას ადგილიდან ან ტრიბუნიდან. მომხსენებლისადმი კითხვა მან შეიძლება დასვას ადგილიდან. შეკითხვის დასმის მიზნით წევრმა უნდა მიმართოს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკრებულოს წევრს აძლევს სიტყვას შეკითხვისათვის. დასმული შეკითხვა უნდა იყოს მოკლე და უნდა შეეხებოდეს განსახილველ საკითხს. 6. საკრებულოს სხდომაზე შეკითხვის დასმის ან სიტყვით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს წევრს. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე, შესაბამისი მოთხოვნის მიხედვით განსაზღვრავს საკრებულოს წევრთა მიერ სიტყვით გამოსვლის ან შეკითხვის დასმის რიგითობას. 7. ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს მხოლოდ ერთჯერ და შეკითხვა დასვას არა უმეტეს ორჯერ. გარდა ამისა საკრებულოს წევრს აქვს განსახილველ საკითხზე ერთჯერ რეპლიკის წარმოთქმის უფლება. 8. საკრებულოს წევრის მიერ სიტყვით გამოსვლა არ უნდა გაგრძელდეს ხუთ წუთზე მეტ ხანს. 9. პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს სიტყვა მიეცემა რიგგარეშე. წინადადება უნდა შეეხებოდეს მხოლოდ დღის წესრიგს ან განსახილველ საკითხს. 10. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა. საკრებულოს წევრი, რომელიც სიტყვის მიცემისას არ აღმოჩნდება სხდომათა დარბაზში, კარგავს ამ საკითხზე რიგით გამოსვლის უფლებას. 11. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ერთ საკითხზე გამართულ დებატებში მხოლოდ ორჯერ გამოვიდეს. პირველ შემთხვევაში გამოსვლა არ უნდა გაგრძელდეს ხუთ წუთზე მეტს, ხოლო მეორე შემთხვევაში სამ წუთზე მეტს. 12. თუ გამომსვლელი სიტყვით გამოსვლისას მისთვის განკუთვნილ დროს გადააცილებს, სხდომის თავმჯდომარე ჯერ აფრთხილებს, ხოლო შემდეგ ჩამოართმევს სიტყვას. თუ გადაუხვია განსახილველ საკითხს, მას აფრთხილებს ამის შესახებ. თუ ხმარობს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, მოუწოდებს წესრიგისაკენ. თუ გამომსვლელი ორჯერ გააფრთხილეს დაბრუნებოდა განსახილველ საკითხს, ან ორჯერ მოუწოდეს წესრიგისაკენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია ჩამოართვას მას სიტყვა და ამავე დროს არ მისცეს უფლება ამ საკითხზე მეორედ გამოვიდეს.     მუხლი 45🔗 1. საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმებია: ა) მოხსენება; ბ) თანამოხსენება; გ) შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან; დ) განსახილველ საკითხზე დებატებში გამოსვლა; ე) განსახილველ საკითხზე სიტყვით გამოსვლა; ვ) დასკვნითი სიტყვა; ზ) წინადადების შეტანა კენჭისყრისა და სხდომის წარმართვის წესის შესახებ; თ) შეკითხვა, განმარტება, განცხადება, ინფორმაცია, მიმართვა. 2. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა თხუთმეტ წუთამდე, თანამომხსენებელს ათ წუთამდე, თითოეულ მათგანს დასკვნითი სიტყვისათვის შვიდ წუთამდე. 3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია გამომსვლელს მისი მოთხოვნით გაუგრძელოს დრო არა უმეტეს ხუთი წუთით. ამასთან, ფრაქციას, რომელიც გამოდის ამ გამომსვლელის მოწინააღმდეგედ, უფლება აქვს თავისი წარმომადგენლისთვისაც მოითხოვოს დროის გაგრძელება იმავე დროით, რაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს.     მუხლი 46🔗 1. საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას ან მისი დავალებით სხდომას უძღვება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება სხდომაზე მყოფი საკრებულოს უხუცესი წევრი. 2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე: ა) ხსნის და დასრულებულად აცხადებს საკრებულოს სხდომას; ბ) უძღვება საკითხების განხილვას; გ) საკრებულოს წევრებს მათივე თხოვნით აძლევს კითხვის დასმის ან სიტყვით გამოსვლის უფლებას; დ) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს, მონაწილეობას ღებულობს კენჭისყრაში; ე) ამ დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებულ შემთხვევაში, წესრიგისაკენ მოუწოდებს აფრთხილებს ან სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს; ვ) ამ დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებულ შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სხდომის გადადების ან შესვენების გამოცხადების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას; თ) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ დებულებით (რეგლამენტით) მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოსვლების დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ მომხსენებელსა და თანამომხსენებელს აქვთ დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება.     მუხლი 47🔗 1. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრა, როგორც წესი, ღიაა. ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როგორც გამონაკლისი შეიძლება მოეწყოს ფარული კენჭისყრა. ამ შემთხვევაში ფარული კენჭისყრით გადასაწყვეტ საკითხზე კენჭისყრამდე ეწყობა ამ საკითხის ფარული კენჭისყრით გადაწყვეტის თაობაზე ღია კენჭისყრა. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კენჭისყრის შედეგები და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება საკრებულოს სხდომის ოქმში. 2. სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვის შემდეგ პროექტს კენჭი ეყრება მთლიანობაში, მუხლობრივი და პუნქტობრივი კენჭისყრის გარეშე. თუ საკრებულოს სხდომაზე განხილული სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებმა წარმოადგინეს შენიშვნები (წინადადებები), რომელიც შეეხება სამართლებრივი აქტის პროექტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას, ასეთ შემთხვევაში კენჭი ეყრება ჯერ წარდგენილ შენიშვნებს (წინადადებებს) ცალ-ცალკე მათი წარდგენის რიგითობისა და წარდგენილი ფორმულირების მიხედვით, ხოლო შემდეგ სამართლებრივი აქტის პროექტის საბოლოო რედაქციას წარდგენილი შენიშვნების (წინადადებების) საფუძველზე მიღებული ცვლილებების ან/და დამატებების გათვალისწინებით. შენიშვნების (წინადადებების) საფუძველზე სამართლებრივი აქტის პროექტში ცვლილების ან/და დამატების შეტანისათვის საჭიროა ხმათა ის რაოდენობა, რაც აუცილებელია წარდგენილი პროექტის მისაღებად. სამართლებრივი აქტის პროექტში დაშვებული ენობრივი, გრამატიკული, გამოთვლითი, რედაქციული და სხვა ტექნიკური შეცდომები სწორდება კენჭისყრის გარეშე, საკრებულოს აპარატის მიერ, სამართლებრივი აქტის საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერამდე. 3. საკრებულოს წევრი კენჭისყრის პროცესში თავის ნებას გამოხატავს, როგორც მომხრე ან წინააღმდეგი. კენჭისყრის პროცესში საკრებულოს წევრის ნება (გადაწყვეტილება) გამოიხატება ხელის აწევით. კენჭისყრის პროცესში საკრებულოს წევრი თავის ნებას გამოხატავს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მიმართვის (ჯერ „მომხრე” შემდეგ „წინააღმდეგი”) საფუძველზე. 4. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს ერთი და იმავე საკითხის (პროექტის) განხილვისას დააფიქსიროს თავისი პოზიცია, როგორც „მომხრე” ისე „წინააღმდეგი”. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს წევრის ორივე პოზიციიდან მიცემული ხმა ბათილია და არ გაითვალისწინება კენჭისყრის შედეგებში. 5. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრს უფლება აქვს არ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. 6. ფრაქციას უფლება აქვს კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე მოითხოვოს მხოლოდ ერთი შესვენება არა უმეტეს ათი წუთისა. თავი VIII საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღების, გამოქვეყნების და ძალაში შესვლის წესი     მუხლი 48🔗 1. საკრებულოს სამართლებრივი აქტებია: ა) ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი – საკრებულოს დადგენილება; ბ) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება. 2. საკრებულოში ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის პროექტი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით, ხოლო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი საკრებულოს განკარგულების პროექტის სახით. 3. საკრებულოში შეტანილ პროექტს თან უნდა დაერთოს: ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება აქტის მიღების მიზეზი და საჭიროება, ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონიმიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება. განმარტებით ბარათში უნდა აღინიშნოს პროექტის ავტორი (ავტორები) და პროექტის წარმდგენი; ბ) პროექტი საკრებულოს სხვა აქტში იმ ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება. 4. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი სამართლებრივი აქტის პროექტი და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მასალები უნდა დაერთოს სამართლებრივი აქტის პროექტის წარმდგენი სუბიექტის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე გაკეთებულ წერილობით მიმართვას. კომისიის ან ფრაქციის მიერ ინიციირების წესით წარდგენილ პროექტს უნდა დაერთოს კომისიის ან ფრაქციის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ამომრჩევლების მიერ წარსადგენი სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა დაერთოს ამომრჩევლების მიერ შედგენილ და ხელმოწერებით დადასტურებულ წერილობით მიმართვას, რომელშიც გარკვეულად იქნება მითითებული ამომრჩეველთა სახელი, გვარი და პასპორტის (პირადობის მოწმობის) პირადი ნომერი.     მუხლი 49🔗 1. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვამდე პროექტი განიხილება შესაბამისი კომისიების მიერ. 2. საკრებულოს კომისიები პროექტს განიხილავს შემდეგი თვალსაზრისით: ა) შეესაბამება თუ არა, ან/და ხომ არ ეწინააღმდეგება პროექტის შინაარსი ან მისი ცალკეული დებულებები უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებს; ბ) არის თუ არა პროექტის მიღება საკრებულოს კომპეტენცია; გ) არის თუ არა პროექტი წარმოდგენილი კანონმდებლობით ან/და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის დაცვით; დ) არის თუ არა პროექტი წარმოდგენილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ; ე) სამართლებრივად მიზანშეწონილია თუ არა პროექტში მითითებული ცალკეული დებულებები. 3. საკრებულოს კომისიის უარყოფითი დასკვნა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.     მუხლი 50🔗 1. დღის წესრიგის დამტკიცებისას შეიძლება საკრებულოს სხდომაზე დაისვას საკითხი დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების და მისი შემდგომ სხდომებზე განხილვისათვის გადადების თაობაზე, თუ საკითხი არ არის სათანადოდ მომზადებული ან/და საჭიროა საკითხის დამატებითი შესწავლა-დამუშავება. დღის წესრიგიდან საკითხი შეიძლება ამოღებულ იქნეს მისი განხილვის გადადების გარეშე სათანადო დასაბუთების შემთხვევაში. დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. 2. ყოველი კონკრეტული პროექტის განხილვის დასრულებისთანავე ეწყობა კენჭისყრა. საკრებულოს სამართლებრივი აქტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ „ადგილობრივი თითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი. 3. თუ კენჭისყრის დროს პროექტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს წევრთა საჭირო რაოდენობამ, მაშინ პროექტი უარყოფითად ითვლება, რაზედაც სხდომის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და მისი შემდგომი განხილვა ამ სხდომაზე აღარ ხდება.     მუხლი 51🔗 1. საკრებულოს სხდომაზე მიღებული ნორმატიული აქტი – დადგენილება მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, თითო ეგზემპლარად, აკინძული, საკრებულოს ბეჭდითა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერით დამოწმებული, ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შესატანად და გამოსაქვეყნებლად გადაეცემა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”. 2. საკრებულოს ნორმატიული აქტი – დადგენილება ქვეყნდება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ოფიციალურ ვებგვერდზე „https//matsne.gov.ge” –ზე. ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.gardabani.ge . 3. საკრებულოს ნორმატიული აქტი – დადგენილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე (ე.ი. ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე), თუ იმავე აქტით ან/და საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 4. საკრებულოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება ძალაში შედის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერისთანავე, თუ იმავე აქტით ან/და საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 5. სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით და დროულად დაგზავნაზე პასუხიმგებელია საკრებულოს აპარატი. გამგეობის სხვადასხვა სამსახურზე გადასაცემ საკრებულოს სამართლებრივ აქტებს საკრებულოს აპარატი ერთ ეგზემპლარად უგზავნის გამგეობის აპარატს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ამ სამართლებრივი აქტების გამგეობის სათანადო სამსახურებზე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოებზე გადაცემას.     მუხლი 52🔗 1. საკრებულოს თავმჯდომარე, კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბრძანება ძალაში შედის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერისთანავე, თუ იმავე აქტით ან/და საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 2. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, საკრებულოს სარეგისტრაციო ჟურნალში ახდენს საკრებულოს აპარატი.     მუხლი 53🔗 საკრებულოს სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ყველა საჯარო დაწესებულებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირისათვის. თავი IX საბიუჯეტო პროცესი     მუხლი 54🔗 საბიუჯეტო პროცესი – ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, განხილვა, დამტკიცება, შესრულება, შესრულებაზე კონტროლი, შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა და შეფასება (დამტკიცება) განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. თავი X საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი     მუხლი 55🔗  1. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე. ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის საკითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკურ საკითხთა და ქონების მართვის კომისიის დასკვნის საფუძველზე.  2. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკურ საკითხთა და ქონების მართვის კომისიის დასკვნა ამ ნორმატიული აქტის პროექტის ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე გავლენის შესახებ.  3. ყველა საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტს უნდა ახლდეს დასკვნა და წინადადებები ხარჯების დაფარვის შესაძლო გზების თაობაზე.  4. საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საკრებულოს განსახილველად წარედგინება მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლის წარდგინების საფუძველზე.  5. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვა და მიღება ხდება საბიუჯეტო ნორმატიული აქტის მიღების წესის შესაბამისად. თავი XII საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გასაჩივრება, შეჩერება, ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება     მუხლი 56🔗 1. საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გასაჩივრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეიძლება: ა) საკრებულოს დადგენილებისა – სასამართლოში; ბ) საკრებულოს განკარგულებისა – სასამართლოში, აგრეთვე თუ განკარგულება მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში; გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებისა – სასამართლოში, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში. 2. საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შეჩერება ხდება საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით. 3. საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეუძლიათ: ა) საკრებულოს დადგენილებისა – საკრებულოს და სასამართლოს; ბ) საკრებულოს განკარგულებისა – საკრებულოს, სასამართლოს, აგრეთვე თუ განკარგულება მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს; გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებისა – საკრებულოს თავმჯდომარეს, სასამართლოს, აგრეთვე თუ ბრძანება გამოცემულია დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში და გასაჩივრებულია დაინტერესებული მხარის მიერ – სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს. 4. საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით შეუძლიათ თავად აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) და სასამართლოს. საკრებულოს დადგენილება, რომელიც მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით, ძალადაკარგულად შეიძლება გამოაცხადოს საქართველოს მთავრობამ. თავი XIII საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა     მუხლი 57🔗 1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია საკრებულოს აპარატი, რომლის ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს აპარატის დებულებით. 2. საკრებულოს აპარატის ფუნქციაა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, საკრებულოს წევრების, კომისიების, ფრაქციების საქმიანობის ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება.     მუხლი 58🔗 1. საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის უფროსი. 2. საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.     მუხლი 59🔗 1. საკრებულოს აპარატის უფროსისა და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობითა და საკრებულოს აპარატის დებულებით. 2. საკრებულოს აპარატის დებულებას ამტკიცებს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას –საკრებულოს თავმჯდომარე. თავი XIV ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა და შეკრება     მუხლი 60🔗 1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა იმართება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის განმავლობაში. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს (არჩეულად გამოაცხადებს) საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევას. 2. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი. 3. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, არის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს. 4. თუ იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება. ახალარჩეული საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ- მესამედამდე შესავსებად. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები. თავი XV საკრებულოს წევრისა და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა ამ რეგლამენტის დარღვევისათვის     მუხლი 61🔗 1. საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები: ა) წესრიგისაკენ მოწოდება; ბ) გაფრთხილება; გ) გაფრთხილება ოქმში შეტანით; დ) სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. 2. თუ სხდომის დროს დაიწყო უწესრიგობა, რომელიც შეუძლებელს ხდის სხდომის ჩატარებას და სხდომის თავმჯდომარემ მისი აღკვეთა ვერ შეძლო, იგი სხდომას ნახევარი საათით შეწყვეტილად აცხადებს, ხოლო თუ სხდომის განახლების შემდეგაც გრძელდება უწესრიგობა, თავმჯდომარე სხდომას გადადებს მეორე დღისათვის. 3. სხდომაზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებები ვრცელდება სხდომაზე დამსწრე ყველა იმ პირზე, რომლებიც სხდომის მიმდინარეობის დროს ხელს უშლიან სხდომის ნორმალურ მსვლელობას და თავმჯდომარის მითითებით გაყვანილნი იქნებიან დარბაზიდან. 4. სხდომის თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვისადმი მიღებულ გადაწყვეტილებაზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და იგი უნდა დაკმაყოფილდეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.     მუხლი 62🔗 1. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისაკენ შეიძლება მოუწოდოს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარემ. 2. სხდომაში მონაწილე პირს წესრიგისკენ შეიძლება მოუწოდონ თუ იგი: ა) სიტყვით გამოდის სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე; ბ) იყენებს შეურაცხმყოფელ გამოთქმებს. 3. სხდომაში მონაწილე პირს, რომელსაც ამავე სხდომაზე უკვე მოუწოდეს წესრიგისაკენ და რომელიც აგრძელებს დარღვევას, სხდომის თავმჯდომარე უცხადებს გაფრთხილებას. 4. გაფრთხილება ოქმში შეტანით საკრებულოს გადაწყვეტილებით ეძლევა სხდომაში მონაწილე პირს, რომელიც: ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას; ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას; გ) შეურაცხყოფს საკრებულოს ან პირს, მიუხედავად იმისა იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა. 5. საკრებულოს წევრს შეიძლება საკრებულოს გადაწყვეტილებით ჩამოერთვას სიტყვით გამოსვლის უფლება სხდომის დამთავრებამდე: ა) თუ იგი გაფრთხილებულ იქნა ოქმში შეტანით, მაგრამ კვლავ აგრძელებს წესრიგის დარღვევას; ბ) თუ იგი ეწინააღმდეგება მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას. თავი XVI მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელებაში     მუხლი 63🔗 1. ნებისმიერ პირს უფლება აქვს დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს. 2. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის დარბაზში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის. 3. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე პირს წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით უფლება აქვს ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით და სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობის დაცვით დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება, ინფორმაცია ან მიმართვა. 4. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მომხსენებლად ან თანამომხსენებლად, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საკითხის განხილვის დებატებში. ამ უფლების გამოსაყენებლად თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ორგანიზაციების, იურიდიული პირების და მოქალაქეთა ჯგუფების წარმომადგენელი ვალდებულია სხდომამდე 2 დღით ადრე მაინც წერილობით მიმართოს საკრებულოს აპარატს. 5. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე (მონაწილე) პირი ვალდებულია დაიცვას ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესრიგის დაცვის წესები. 6. ყველას აქვს უფლება ვინაობის მითითებით საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.     მუხლი 64🔗 1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ არანაკლებ 5-კაციან ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციით ინიციირების პროცედურის დაწყების შესახებ. 2. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს საინიციატივო ჯგუფის არანაკლებ 5 წევრი. განცხადებას თან უნდა ერთოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შედგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი, უნდა იყოს მითითებული ნორმატიული აქტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის სავარაუდო დრო, პროექტის ავტორის (ავტორების) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი. 3. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და განცხადების შემომტან პირს გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის პეტიციის მხარდამჭერთა სიის ბლანკებს. 4. მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის: ა) სახელი და გვარი; ბ) დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი); გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) პირადი ნომრები; დ) რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით); ე) ხელმოწერის თარიღი; ვ) ხელმოწერა. 5. ბლანკში მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით. 6. პეტიციის მხარდამჭერთა ბლანკს თან უნდა დაერთოს ინიციატორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ახდენს წარმოდგენილი პროექტის, განმარტებითი ბარათის და მხარდამჭერთა ბლანკის აკინძვას, აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით. 7. პეტიციის ინიციატორთა ჯგუფი ვალდებულია მხარდამჭერთა ბლანკების გაცემიდან 30 დღის ვადაში შეაგროვონ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს. 8. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ პეტიციას და ინიციატორებთან თანდასწრებით შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, არათანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას. თუ გაბათილდა მისი არანაკლებ 5 პროცენტისა, იმავე წესით დამატებით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების იმავე რაოდენობას. მისი არანაკლებ 5 პროცენტის გაბათილების შემთხვევაში მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება პეტიციის ინიციატორს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. პეტიციის ინიციატორთა მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით. თუ იმავე წესით შემოწმებული მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგენილ რაოდენობაზე მეტი კვლავ გაბათილდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის ინიციატორს უარი ეთქმება ინიციირებაზე. 9. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი; ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი); გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები); დ) მითითებული არ არის ხელმოწერის თარიღი ან არ ემთხვევა მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას; ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა; ვ) ხელმომწერი არ არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი; ზ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) მოწმობისა და პირადი ნომრები. 10. ბათილია ყველა ხელმოწერა შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელიც არის მოცილებული ინიციირებულ დადგენილების პროექტსა და განმარტებით ბარათს. 11. საკრებულო ვალდებულია პეტიციის წესით შემოტანილი პროექტი რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში განიხილოს საკრებულოს სხდომაზე. 12. საკრებულოს სხდომაზე პეტიციის წესით შემოტანილი პროექტის განხილვაში მომხსენებლის სტატუსით, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს პროექტის ინიციატორთა მიერ დანიშნული მომხსენებელი.     მუხლი 65🔗 1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და თანამდებობის პირს მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად. 2. მიმართვა შეიძლება შეეხებოდეს როგორც იმ საკითხებს, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება ამ პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი საკითხის შესწავლას, გადაწყვეტილების მომზადებას, მიღებას, მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას ან გაუქმებას. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან/და თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში განიხილოს და გასცეს პასუხი მიმართვაზე.     მუხლი 66🔗 1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, ან ამომრჩეველთა ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის პროცედურის დაწყების შესახებ. 2. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს ამ საკითხის ინიციატორი (ინიციატორები). განცხადებას თან უნდა ერთოდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაცია და სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის (საკითხების) ასახვით. 3. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და განცხადების შემომტან პირს (პირებს) გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის ამ დებულების (რეგლამენტის) 64-ე მუხლით დადგენილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მხარდამჭერთა სიის ბლანკებს. 4. მხარდამჭერთა ბლანკს თან უნდა დაერთოს ინიციატორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაცია და სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსახილველი საკითხის (საკითხების) ასახვით. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ახდენს წარმოდგენილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივაციის, სხდომის დღის წესრიგის პროექტის და მხარდამჭერთა ბლანკის აკინძვას, აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით. 5. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორი (ინიციატორები) ვალდებულია მხარდამჭერთა ბლანკების გაცემიდან 10 დღის ვადაში შეაგროვოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის ხელმოწერები და ჩააბაროს საკრებულოს აპარატს. 6. მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება ხდება ამ დებულების (რეგლამენტის) 64-ე მუხლის შესაბამისად. 7. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არა-ნაკლებ 3%-ის ხელმოწერათა ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს ხელმოწერათა ჩაბარებიდან ერთი კვირის ვადაში.     მუხლი 67🔗 1. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება და მტკიცდება საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის ინიციატორი ამომრჩევლის (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) მიერ წარდგენილი სხდომის დღის წესრიგის პროექტის მიხედვით და ასეთ პროექტში ასახული განსახილველი საკითხების თანმიმდევრობის დაცვით. 2. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ტარდება საჯაროდ. 3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის ინიციატორს ან/და მის მიერ წამოყენებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვაში, მათ შორის წარმოადგინოს მოხსენება, გასცეს პასუხები და განმარტებები განსახილველი საკითხის ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე, გაეცნოს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე და გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები ან/და რეკომენდაციები საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტთან მიმართებაში. თავი XVII ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა და აუდიტი     მუხლი 68🔗 1, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების კანონიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის: ა) სახელმწიფო ზედამხედველობა; ბ) აუდიტი; გ) დამოუკიდებელი აუდიტი; დ) შიდა აუდიტი და ინსპექტირება. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში; 3. საკრებულოს გადაწყვეტილებით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება საქართველოს კონტროლის პალატას და ქვეყნდება საჯაროდ. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – გამგეობის საქმიანობის შიდა აუდიტი და ინსპექტირება ხორციელდება „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და გამგეობის დებულების შესაბამისად. შიდა აუდიტის განმახორციელებელ სუბიექტებს განსაზღვრავს საკრებულო გამგეობის დებულებით. თავი XVIII საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების, მასში ცვლილების ან/და დამატების შეტანის წესი     მუხლი 69🔗 1. საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცება ხდება საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი-მესამედისა. 2. საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს საკრებულოს დადგენილებით: ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით; ბ) საკრებულოს ბიუროს ინიციატივით; გ) საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი-მესამედის ინიციატივით. 3. საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.