ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 06.03.2012
ძალის დაკარგვა 15.05.2015
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.137.016048
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Geo_Times;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h2 {mso-style-link:"Heading 2 Char"; margin-top:10.0pt; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#4F81BD;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";}
p.a, li.a, div.a {mso-style-name:"სიის აბზაცი"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; mso-style-link:"Heading 2"; font-family:"Cambria","serif"; color:#4F81BD; font-weight:bold;}
p.a0, li.a0, div.a0 {mso-style-name:"ინტერვალის გარეშე"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.Char, li.Char, div.Char {mso-style-name:" Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.heading2, li.heading2, div.heading2 {mso-style-name:"heading 2"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;}
p.heading3, li.heading3, div.heading3 {mso-style-name:"heading 3"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";}
p.1, li.1, div.1 {mso-style-name:"სიის აბზაცი1"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.10, li.10, div.10 {mso-style-name:"ინტერვალის გარეშე1"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 46.3pt 35.95pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2012 წლის 6 მარტი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესი (დანართი №1).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
გ
. ენდელაძე
დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წინამდებარე წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი ვრცელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე ქუჩებისა და მოედნების სახელდების, ქუჩების ნუმერაციის საკითხებზე.
2. წესის მიზანია ქუჩებისა და მოედნების სახელდების, ქუჩების ნუმერაციის საკითხების სამართლებრივი რეგულირება და ამ სფეროში წესრიგის დამყარებისათვის ხელშეწყობა.
თავი II
ქუჩებისა და მოედნების სახელდების წესი
მუხლი 2🔗
1. ქუჩის ან/და მოედნის სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას, მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს (მაგალითად: 9 აპრილის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა და სხვა), ცალკეულ ღირებულებებსა და ფასეულობებს (მაგალითად: თავისუფლების მოედანი), მნიშვნელოვან ფაქტს ან/და მოვლენას, სხვა გეოგრაფიული ობიექტის (მაგალითად: ახალციხის ქუჩა) დასახელებას და სხვა.
2. ქუჩის ან/და მოედნის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული, შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის ფასეულობებიდან. სახელწოდება არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან.
3. ქუჩის ან/და მოედნის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან. ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ერთსა და იმავე დასახლებულ პუნქტში არსებულ ორ ან რამდენიმე ქუჩას ან მოედანს არ შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე სახელწოდება.
4. ქუჩებისა და მოედნების სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. ქუჩაზე ან/და მოედანზე მისი სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე უცხო ენაზეც. ასეთ შემთხვევაში უცხო ენაზე მითითებული ქუჩის ან/და მოედნის სახელწოდება არ შეიძლება განთავსებულ (გამოსახულ) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან) ან/და საქართველოს სახელმწიფო ენაზე მოცემულ სახელწოდებაზე დიდი მოცულობით (დიდი ანბანით).
მუხლი 3🔗
1. ქუჩებისა და მოედნების სახელდებასთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.
2. მიმართვაში მითითებული უნდა იყოს, მიმართვის ავტორის აზრით, თუ რომელ ქუჩას ან მოედანს რა სახელწოდება უნდა მიენიჭოს. მიმართვა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
3. ქუჩებისა და მოედნების სახელდების საფუძველი შეიძლება იყოს ქუჩებისა და მოედნებისათვის არსებული სახელწოდების შეცვლა (გადარქმევა), ახალი ქუჩისა და მოედნისათვის სახელწოდების მინიჭება ან უსახელო ქუჩისა და მოედნისათვის (ასეთის არსებობისას) სახელწოდების მინიჭება.
მუხლი 4🔗
1. ქუჩებისა და მოედნების სახელდებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.
2. ქუჩებისა და მოედნების სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მომართვას შეისწავლის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია (შემდგომში – საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული ქუჩის ან/და მოედნის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.
3. საკრებულოს კომისია ქუჩის ან/და მოედნის სახელდების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს კომისიის რამდენიმე სხდომა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია თავის დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5🔗
1. საკრებულოს კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ, კომისიას შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ასევე საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც საკრებულოს ბიუროსთან კონსულტაციების შემდეგ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, ანაზღაურების გარეშე, მათივე თანხმობით მოიწვევს კომისიის თავმჯდომარე.
2. ქუჩებისა და მოედნების სახელდების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად მაშინაც კი, როდესაც ამ საკითხის წარდგენის ავტორი საკრებულოს კომისიაა.
3. საკრებულოს კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და კომისიაში მოწვეული პირების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას ღებულობენ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში.
მუხლი 6🔗
1. საკრებულოს კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქუჩის ან მოედნის სახელდების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის (ქუჩის ან მოედნისათვის მიმართვაში მოცემული სახელწოდების მინიჭების მიზანშეუწონლობის) შესახებ მიმართვის ავტორს (გარდა საკრებულოს წევრისა) ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.
2. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, ქუჩის ან/და მოედნის სახელდების საკითხი (ქუჩის ან/და მოედნის სახელდების შესახებ მომართვის ასლი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი), საკრებულოს კომისიის მიერ დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში შესათანხმებლად ეგზავნება „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებით შექმნილ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია).
3. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ქუჩებისა ან/და მოედნების სახელდების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საკრებულო დადგენილი წესით, ღებულობს განკარგულებას, რომელიც საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში სავალდებულოდ ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. საკრებულოს ასეთი განკარგულება შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც.
4. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის შედგენის) შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, მიმართვის ავტორს (გარდა საკრებულოს წევრისა) ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.
5. კონკრეტულ ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები და მუნიციპალიტეტის გამგეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან ქუჩის ან მოედნის სახელდების შესახებ საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები მოცემულ ქუჩაზე ან მოედანზე არსებული სახელწოდების აღმნიშვნელი ნიშნების (მაჩვენებლების) საკრებულოს განკარგულებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
თავი III
ქუჩების ნუმერაციის წესი
მუხლი 7🔗
1. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობითი განცხადებით შეიძლება მიმართოს უძრავი ქონების მესაკუთრე დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, განმცხადებლის აზრით, თუ რომელი ქუჩის რომელ ნომერს (ნომრის არარსებობისას რომელ ობიექტს) რა ნომერი უნდა მიენიჭოს. განცხადება უნდა შეიცავდეს დეტალურ დასაბუთებას ნომრის მინიჭების ან შეცვლის თაობაზე. განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) სსიპსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი (დამოწმებული ასლი) საჯარო რეესტრიდან (განცხადების წარდგენის დროს ძალაში არსებული) ქუჩის იმ ნომრით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ, რომელსაც განმცხადებლის აზრით უნდა შეეცვალოს ნომერი;
ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა იმის შესახებ, რომ ქუჩის იმ ნომერზე, რომლის მინიჭებაც სურს განმცხადებელს, არ არის რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება;
გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
4. ქუჩის ნუმერაციის საფუძველი შეიძლება იყოს ქუჩის არსებული ნომრის შეცვლა, ქუჩაზე წარმოქმნილი ახალი უძრავი ობიექტისათვის ნომრის მინიჭება ან ქუჩაზე არსებული უნომრო უძრავი ობიექტისათვის (ასეთის არსებობისას) ნომრის მინიჭება.
მუხლი 8🔗
1. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს წერილობითი განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეაქვს გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში.
2. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებას თანდართულ საბუთებთან ერთად წინასწარ, საკრებულოსათვის წარდგენამდე გამგეობაში შექმნილი ქუჩების ნუმერაციის საკითხის შემსწავლელი სპეციალური კომისია, რომელსაც გამგეობის საჯარო მოსამსახურეებისაგან, გამგებლის წარდგინებით, ბრძანებით ქმნის საკრებულოს თავმჯდომარე (შემდგომში - გამგეობის კომისია). საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სხვა პირებიც.
3. გამგეობის კომისიის შემადგენლობა კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით განისაზღვრება 7 წევრით. კომისია უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს და განიხილოს საკითხი, თუ მას ესწრება არანაკლებ 5 წევრი. კომისია გადაწყვეტილებას (დასკვნას) ღებულობს სხდომაზე დამსწრე წევრების უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. თითოეულ კომისიის წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმა. სხდომაზე კენჭისყრისას ხმათა თანაბარი რაოდენობით განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ ხმის უფლების კომისიის სხვა წევრისათვის ან/და სხვა პირისათვის გადაცემა.
4. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს ქუჩის ნუმერაციის თაობაზე შეტანილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით გამგეობის კომისიისათვის გადაცემა მისი შეტანიდან 1 დღის ვადაში. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით მასზე გადაცემიდან 2 დღის ვადაში (ე.ი. სულ 3 დღის ვადაში) შეამოწმოს, განცხადება შეესაბამება თუ არა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, აგრეთვე თანდართული დოკუმენტები არის თუ არა სწორად და სრულყოფილად წარდგენილი.
5. თუ განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და არასრულყოფილადაა წარდგენილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ინფორმაციის (დოკუმენტების) წარმოდგენის ვადა. თუ ამ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტებს, მაშინ გამგეობის კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რის თაობაზეც განმცხადებელს ეცნობება გამგებლის წერილით.
მუხლი 9🔗
1. თუ გამგეობის კომისიისათვის გადაცემული განცხადება და თანდართული დოკუმენტები სწორი და სრულყოფილია, კომისია ვალდებულია განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მასზე გადაცემიდან 20 კალენდარული დღის ვადაში განიხილოს საკითხი და მიიღოს დასაბუთებული დასკვნა კონკრეტულ ქუჩაზე მდებარე უძრავი ობიექტისათვის ნომრის მინიჭების (არსებულის შეცვლა ან ახლის მინიჭება) შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს დაინტერესებული პირი (განმცხადებელი).
2. გამგეობის კომისია ვალდებულია სხვა საკითხებთან ერთად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული შესაბამისი საინფორმაციო ცნობა) და კომისიის მიერ მოძიებული - გამგეობაში არსებული შესაბამისი მოქმედი დოკუმენტური მასალების მიხედვით შეისწავლოს საკითხი იმის შესახებ, რომ ქუჩის ის ნომერი, რომლის მინიჭებასაც ითხოვს განმცხადებელი, ხომ არა აქვს უკვე მინიჭებული ამ ქუჩაზე მდებარე სხვა უძრავ ობიექტს.
3. გამგეობის კომისიის დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული. დასკვნაში ცალკე აბზაცის სახით უნდა გამოიყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის კომისიის მიერ შესწავლის შედეგი. კომისიის დასკვნას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ყველა ის წევრი, რომელმაც კომისიის ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი.
მუხლი 10🔗
1. გამგეობის კომისიის მიერ შესაბამისი დასკვნის მიღებიდან 1 კვირის ვადაში ქუჩის ნუმერაციის თაობაზე დაინტერესებული პირის განცხადება, მასზე თანდართული დოკუმენტები – განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საბუთები, კომისიის დასკვნა, ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის მიერ მოძიებული მოქმედი დოკუმენტური მასალები და საკრებულოს განკარგულების პროექტი (იმ შემთხვევაში, თუ კომისია შესაძლებლად და მიზანშეწონილად თვლის ნომრის მინიჭების საკითხის დადებითად გადაწყვეტას) საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით გამგეობის მიერ განსახილველად წარედგინება საკრებულოს.
2. ქუჩის ნუმერაციის თაობაზე საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.
3. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით საკრებულოში გამგეობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს შეისწავლის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია. ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, გამგეობის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით ადგენს დასაბუთებულ დასკვნას ქუჩის ნუმერაციის (არსებული ნომრის შეცვლის ან ახალი ობიექტისათვის ნომრის მინიჭების) შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე.
მუხლი 11🔗
1. საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის (ნომრის შეცვლაზე ან ახალი ნომრის მინიჭებაზე უარის თქმის) შესახებ განმცხადებელს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.
2. საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ქუჩის ნუმერაციის საკითხს საკრებულო დადებითად წყვეტს თავისი განკარგულებით. განკარგულების დამოწმებული ასლი დადგენილი წესით მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში ოფიციალურად ეცნობება (გადაეცემა) განმცხადებელს.
3. ქუჩის ნუმერაციის შესახებ საკრებულოს განკარგულებაში იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მიეთითოს მოცემულ ქუჩაზე მდებარე იმ უძრავი ობიექტის მესაკუთრის ვინაობა (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობისა (პასპორტისა) და პირადი ნომერი), რომელსაც შეეცვალა ან ახლად მიენიჭა შესაბამისი ნომერი. საკრებულოს განკარგულებაში იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მითითებულ იქნეს სხვა საშუალებები და მონაცემები.
4. განმცხადებელი ვალდებულია ქუჩის ნუმერაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, განკარგულების ოფიციალურად გაცნობიდან (გადაცემიდან) 1 თვის ვადაში, უზრუნველყოს ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებისათვის შესაბამისი ნომრის აღმნიშვნელი ნიშნის (მაჩვენებლის) განთავსება და სათანადო დოკუმენტაციის საკრებულოს განკარგულებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 12🔗
1. ქუჩის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს ისე, რომ მან არ გამოიწვიოს ერთი ქუჩის სხვადასხვა ნომრებს შორის არევა, გაუგებრობა ან/და მესამე პირების შეცდომაში შეყვანა.
2. ქუჩის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს არაბული ციფრებით, უწყვეტობის პრინციპის დაცვით. ქუჩის ბოლოს ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ნუმერაცია გრძელდება უწყვეტად. ქუჩის დასაწყისში ან დასაწყისიდან დასასრულამდე მანძილზე ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ახალ ობიექტს ენიჭება უახლოესი უძრავი ობიექტის ნომერი დამატების აღნიშვნით. დამატება აღინიშნება ანბანური წყობის მიხედვით (მაგ.: 65-ა, 65-ბ და ა.შ.).
3. ქუჩის ნუმერაცია ხორციელდება ქუჩის კენტი და ლუწი ნომრების (რიცხვების) ურთიერთსაპირისპირო წყობით. ქუჩის ერთ მხარეს ენიჭება კენტი ნომერი, ხოლო მეორე საპირისპირო მხარეს ლუწი ნომერი.
4. ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში ქუჩის მოქმედი ნუმერაცია რჩება უცვლელად.
მუხლი 13🔗
1. განსაკუთრებულ შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ამ საკითხში წესრიგის დამყარების მიზნით, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, საკრებულოს განკარგულებით შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული ქუჩის სრული ხელახალი ნუმერაცია.
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება დასვას საკრებულოს წევრმა, გამგებელმა, მოცემულ ქუჩაზე მცხოვრებთა (ამ ქუჩაზე მდებარე უძრავი ობიექტების მესაკუთრეთა) არანაკლებ ერთმა მესამედმა.
3. ამ მუხლით განსაზღვრული საკითხი განიხილება, წყდება და მისი აღსრულება ხდება ამ წესის III თავის შესაბამისად, ამ მუხლში მოცემული თავისებურებების გათვალისწინებით. ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი საკრებულოში განიხილება უშუალოდ, დადგენილი წესით, ამ წესის III თავის მიხედვით განსაზღვრული განცხადების გამგეობაში შეტანისა და გამგეობის კომისიის დასკვნის გარეშე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხზე საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულების გამოქვეყნება სავალდებულოა ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით.
თავი IV
სხვა დებულებები
მუხლი 14🔗
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ქუჩების ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, ხოლო ქუჩებისა და მოედნების სახელდების, აგრეთვე ქუჩების ნუმერაციის საკითხი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ადმინისტრაციული წარმოებით კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში.
2. ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ქუჩებისა და მოედნების სახელდებას, მათ სახელწოდებათა დაცვასა და მართებულად გამოყენებას „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აკონტროლებს სამთავრობო კომისია.
3.
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით,
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად
.