⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.08.2015)
გაუქმებულია:

ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 05.03.2012
ძალის დაკარგვა 13.08.2015
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 200010000.35.128.016079
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,383 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.03.2012 მიღება
13.08.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ტყის მიწებისათვის,რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დამიშნულებით,
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.FooterChar { } p.a, li.a, div.a { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:26.95pt 46.35pt .25in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 6 2012 წლის 5 მარტი დაბა  ხარაგული ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემოღებულ იქნეს ადგილობრივი ქონების გადასახადი. 1. ქონების გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე; ბ) არარეზიდენტი საწარმო – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე);         გ) ფიზიკური პირი: გ.ა) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე) და საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე; რომელზედაც დამაგრებულია უძრავი ქონება; გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე; გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე. 2. ქონებაზე გადასახადის განაკვეთი : ა) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: ა.ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ა.ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; ა.გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; ბ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით; გ) დასაბეგრი ქონების ამ პუნქტის „ა.ა“და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება: გ.ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით; დ) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არ გაცემის შემთხვევაში ; ე) სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.4 პროცენტის ოდენობით; ვ) ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ვ.ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.15 პროცენტის ოდენობა; ვ.ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტის ოდენობა. 3 . მიწაზე ქონების გდასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი მიწაზე ქონების გადასახადის გდამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, გარდა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა, რომელზედაც დამაგრებულია ამავე ფიზიკური პირის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის , ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე. 4 . მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილებით : ა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიწის ხარისხისა და სახეობების მიხედვით; ბ) ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარობით; გ) დადგინდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური საბაზისო განაკვეთები: გ.ა) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის.  დანართი №1 ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სახნავი და საკარმიდამო 56 გ.ბ) სათიბებისა და საძოვრებისათვის ( ბუნებრივი და გაკულტურებული):  დანართი №2 ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სათიბი საძოვარი  19 15 გ.დ) ტყის მიწებისათვის, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დამიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება ტერიტორიული ერთეულების მიხედვით № 3 დანართით დადგენილი განაკვეთებით:  დანართი №3 ადმინისტრაციული ერთეულის დასახელება საბაზისო განაკვეთი (ლარი/ჰა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ტყის მიწებისათვის,რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დამიშნულებით,  56 დ) არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვმ-ზე წელიწადში ქონების გადასახადი გაიანგარიშება საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლით დადგენილი წესით და განისაზღვრება საბაზისო განაკვეთის 0,24 ლარის გამრავლებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულების შესაბამის კოეფიციენტზე (დანართი №4) შესაბამისად; დ.ა) მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით. 5. გადასახადებისაგან გათავისუფლება შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა) , თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის შედეგად; გ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში; დ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები; ე) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები, პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე; ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად. მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ – სტიქიის დამთავრების მომენტიდან ორი კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ; ზ) საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება; თ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული; ი) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები. მუხლი 2🔗 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 07 მარტის №–12 დადგენილება ,,ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ". მუხლი 3🔗 . დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საკრებულოს თავმჯდომარე ა . მაჭავარიანი დანართი № 4 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის კოეფიციენტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული სოფლების მიხედვით. ადმინიტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება                                     კოეფიციენტი 1. სოფელი ღორეშა                                                         0.37 2. სოფელი ბაზალეთი                                                    0.37 3. სოფელი ბორითი                                                        0.37 4. სოფელი ფარცხნალი                                                   0.37 5. სოფელი კიცხი                                                                        0.37 6. სოფელი ლაშე                                                              0.37 7. სოფელი ლეღვანი                                                       0.37 8. სოფელი მოლითი                                                       0.37 9. მუნიციპალიტეტის ცენტრი (დაბა ხარაგაული)                                                          0.42 10. სოფელი ნადაბური                                                   0.37 11. სოფელი საღანძილე                                                  0.37 12. საკურორტო ზონა (ნუნისი)                                     1.2 (ზვარის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული) 13. სოფელი სარგვეში                                                     0.37 14. სოფელი ვარძია                                                         0.37 15. სოფელი ვახანი                                                          0.37 16. სოფელი წიფა                                                                        0.37 17. სოფელი წყალაფორეთი                                           0.37 18. სოფელი ხევი                                                             0.37 19. სოფელი ხიდარი                                                       0.37 20. სოფელი ხუნევი                                                        0.37 21. სოფელი ზვარე                                                          0.37