„გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თოაბაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2290
სარეგისტრაციო კოდი
360.010.000.05.001.001.281
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 02/06/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996 წ., გვ.5) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განაცხადი უნდა შეიცავდეს დამასაბუთებელ დოკუმენტაციას, ინვესტორის განცხადებას საქმიანობაზე ნებართვის მისაღებად, საქმიანობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტს, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის შეთანხმებას სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების მოთხოვნებთან საქმიანობის შესაბამისობის შესახებ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს (პირველი კატეგორიის საქმიანობისათვის). განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) დაგეგმილი საქმიანობის დასახელება, ინვესტორის ვინაობა და მისამართი;

ბ) დაგეგმილი საქმიანობის ადგილმდებარეობა;

გ) საქმიანობის დაწყებისა და დასრულების სავარაუდო თარიღი, საქმიანობის მიზნები;

დ) საქმიანობისათვის საჭირო ნაგებობების სქემა;

ე) ტექნოლოგიური პროცესის მოკლე აღწერა;

ვ) ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მისაღებ ნივთიერებათა ჩამონათვალი;

ზ) იმ ღონისძიებათა დეტალური აღწერა, რომლებიც დაგეგმილია გარემოზე და სოციალურ ფაქტორებზე ზემოქმედების შესამცირებლად;

თ) გამოსაყენებელი ბუნებრივი რესურსების ჩამონათვალი და რაოდენობა;

ი) მოსალოდნელი ემისიის მოცულობა და სახეობა;

კ) ემისიის მოცულობის დასადგენად დაგეგმილი მეთოდები;

ლ) საწარმოო პროცესების შედეგად მიღებული ნარჩენების სახეები, ოდენობა, მათი განთავსების შესაძლო ადგილები, ნარჩენების შესამცირებლად და გადასამუშავებლად დაგეგმილი ღონისძიებები;

მ) ტექნოგენური ავარიების თავიდან აცილების მიზნით დაგეგმილი უსაფრთხოების ზომები.“.

2. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში დაირღვევა საქართველოში მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური წესები და ნორმები და საფრთხე შეექმნება ადამიანის ჯანმრთელობას.“.

3. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემულია დასკვნა სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებთან და ნორმებთან საქმიანობის შესაბამისობის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი                                ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 8 მაისი.

№2290–IIს