„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №85
2012 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12.01.2011, 340170000.10.003. 016170,) და ამ დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისრეექსპორტის შემთხვევაში, საქონლ ი ს მფლობელის მოთხოვნისას (როდესაც ხდება საქონლის პარტიებად დანაწევრება, გასხვისება და ა.შ.) ეროვნული სააგენტოს ან შემოსავლების სამსახურის მიერ ექსპორტიორი ქვეყნის ვეტერინარული სერტიფიკატის საფუძველზე გაიცემა ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც მიჰყვება საქონელს დანიშნულებისამებრ.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური