მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 09.03.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №15/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016033
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 227 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №15/2012 2012 წლის 9 მარტი ქ. თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 154-ე მუხლით დადგენილ ვადებში ჩასატარებელი პროცედურების დაწვრილებით აღწერის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. შესაბამისი საარჩევნო კომისია ვალდებულია, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოდან შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აღნიშნულის თაობაზე, აგრეთვე, პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის, გვარი, სახელი და რეგისტრაციის ადგილი, ხოლო ადგილმონაცვლის არარსებობის შემთხვევაში მანდატის გაუქმების შესახებ. მუხლი 2🔗. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობებს საკრებულოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობისა და შესაბამის საარჩევნო კომისიისათვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ვადაში თანხმობის/უარის განცხადების თაობაზე. მუხლი 3🔗. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ადგილმონაცვლის მიერ დადგენილ ვადაში თანხმობის მიღების შემთხვევაში განკარგულებით ცნობს მას ადგილმონაცვლედ და დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის საკრებულოს ადგილმონაცვლის თაობაზე. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადგილმონაცვლეს აძლევს საკრებულოს წევრობის სათანადო მოწმობას. მუხლი 4🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                 ზ. ხარატიშვილი კომისიის მდივანი                           გ. მჭედლიძე