ს.ს."საქწყალპროექტი"-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21-01/25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „საქწყალპროექტის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 სააქციო საზოგადოება „საქწყალპროექტის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2012 წლის 5 აპრილს, დღის 13 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11/ჭავჭავაძის 74ა.

სს „საქწყალპროექტის”  სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012წლის 7 მარტი.

 

დღის წესრიგი:

1. 2011 წლის დირექტორის ანგარიში და სამეურნეო შედეგების დამტკიცება;

2. სს „საქწყალპროექტის”  ქ.თბილისში (თეთრი ხევის დასახლება, სამგორის II შესახვევი, 4300 მ2 ) მდებარე უძრავი ქონების გასხვისება;

3. წლიური მოგების განაწილების საკითხი.

  დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „საქწყალპროექტის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

    კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

 –  ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2012 წლის 7 მარტის მდგომარეობით.  

  აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ ს/ს „საქწყალპროექტის” რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის№11/ჭავჭავაძის 74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60. 

დირექტორი                              გ. ფალავანდიშვილი