„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №217/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№60/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016326
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №60/ნ

2012 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №217/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის №217/ნ ბრძანების( ვებგვერდი, 28/12/2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016254)პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უნივერსიტეტის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს რეგენტთა საბჭო.“;

ბ) მე-2 მუხლი მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უნივერსიტეტს აქვს ბალანსი, მრგვალი ბეჭედი , შტამპი, საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები, საკუთარი სიმბოლიკა: ჰიმნი, ლოგო, დროშა და გერბი. უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდია – www.atsu.edu.ge.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. უნივერსიტეტის მიზნები

1. უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:

ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობით, სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის აუცილებელი დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირებული:

ა.ა) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით, უმაღლესი განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი, პროფესიული უმაღლესი აკადემიური განათლების მიღებით უზრუნველყოფილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება;

ა.ბ.) მეცნიერების განვითარება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა; ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, პიროვნული პოტენციალის რეალიზება და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება; პიროვნების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

  ბ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისების ხელშეწყობა.

2. თავისი მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი:

ა) უზრუნველყოფს აკადემიური უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სწავლების ციკლის (ბაკალავრიატი – მაგისტრატურა(მათ შორის, ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება) – დოქტორანტურა), პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელებას, საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარებას;

ბ) ახორციელებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პრინციპს; უზრუნველყოფს სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესის ჰარმონიზებას, ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას;

გ) ახდენს მაღალი სამეცნიერო და პედაგოგიური პოტენციალის მქონე აკადემიური პერსონალის შერჩევას; ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;

დ) ახორციელებს ინოვაციურ, ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს;

ე) ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოფს სწავლებისა და კვლევის მაღალ ხარისხს;

ვ) ახდენს სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობას თავისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მეშვეობით;

ზ) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას, აქვეყნებს სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო კვლევების შედეგებს;

თ) უზრუნველყოფს სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;

ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს და კვალიფიკაციას;

კ) უზრუნველყოფს სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნას;

ლ) უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;

მ) უზრუნველყოფს მართვის საჯაროობასა და გამჭვირვალობას;

ნ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შექმნისათვის;

ო) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

პ) ახორციელებს საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტებს;

ჟ) ახორციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას;

რ) კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტის მიზნების განხორციელებას.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. უნივერსიტეტის სტრუქტურა

 1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი და დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა გან, სამეცნიერო- კვლევითი ცენტრისაგან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრისაგან და სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებია:

ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;

გ) ჯანდაცვის ფაკულტეტი;

დ) ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

ე) პედაგოგიური ფაკულტეტი;

ვ) საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი;

ზ) საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი;

თ) საზღვაო -სატრანსპორტო ფაკულტეტი;

ი) აგრარული ფაკულტეტი.

3. უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულია პროფესიული წვრთნის, გადამზადების და უწყვეტი განათლების ცენტრი.

4. უნივერსიტეტის ძირითადი და დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, ბიბლიოთეკის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრის, აგრეთვე სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით.

5. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების შექმნის, გარდაქმნისა და გაუქმების გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო.

6. ფაკულტეტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს დიპლომირებული სპეციალისტის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან/და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

7. პროფესიული წვრთნის, გადამზადების და უწყვეტი განათლების ცენტრი წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების, პროფესიული რეაბილიტაციის, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სუბსპეციალობის, აკადემიური პერსონალის გადამზადების და სხვა პროგრამების, ცალკეული მოდულების განხორციელებას, მოკლევადიანი სასწავლო კურსების, ტრენინგების, სემინარების და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.

8. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც აწარმოებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს. სამეცნიერო კვლევით ცენტრში გაერთიანებულნი არიან მკვლევარები და კონსულტანტები, რომელთა კვლევითი და სასწავლო დატვირთვა აისახება მათ შრომით ხელშეკრულებაში უნივერსიტეტთან. სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

9. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში საუნივერსიტეტო საქმიანობას, კულტურისა და სპორტის პოპულარიზაციას, უნივერსიტეტში ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას. ცენტრის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.“;

ე) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;“;

ზ) წესდების მე-8 მუხლის „ ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამტკიცებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით და სხვა პროგრამებს.“;

თ) მე-8 მუხლის „მ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა, მკვლევართა და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების, აგრეთვე დამხმარე პერსონალის ატესტაციის წესებს;“;

ი) მე-8 მუხლის „უ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ძირითადი და დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, ბიბლიოთეკის , ცენტრებისა და სხვა დამხმარე სტუქტურული ერთეულების დებულებებს.“;

კ) მე-11 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის პერსონალს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა, მკვლევართა და დამხარე პერსონალის სამსახურში მიღების წესების შესაბამისად.“;

ლ) მე-13 მუხლის „კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ)ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა, მკვლევართა და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით.“;

მ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ1” პუნქტი:

 ,,კ1) ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო განრიგს და განსაზღვრავს ხელფასის ფონდს; იღებს გადაწყვეტილებებს უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისებ ის, დატვირთვ ის, აგრეთვე საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ნ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ო) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას.“;

პ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახორციელებს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებებს.“;

ჟ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამზადებს უნივერსიტეტს ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციისათვის.“;

რ) 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.“;

ს) 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფაკულტეტის ფარგლებში ახორციელებს ღონისძიებებს უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციისათვის.“;

ტ) 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

უ) 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა.“;

ფ) 56-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება და დატვირთვა საჭიროებს რეგენტთა საბჭოს თანხმობას.”;

ქ) 56-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ღ) წესდების 59-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უნივერსიტეტის განვითარების ფონდის წესდებას რეგენტთა საბჭოს თანხმობით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, რომლითაც დგინდება ფონდის დირექტორის უფლებამოსილებები, ფონდისთვის გადაცემული ქონების მართვისა და განკარგვის წესები. ფონდის დირექტორს რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს წარმომადგენლობითი საბჭო.”.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი