საქართველოს დაზვერვის სამსახურის უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.03.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010330000.43.048.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/03/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.03.2012 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Liberation Sans";} @font-face {font-family:"DejaVu Sans";} @font-face {font-family:"\@Liberation Sans";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-style:italic;} p.MsoList, li.MsoList, div.MsoList {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.Absatz-Standardschriftart {mso-style-name:Absatz-Standardschriftart;} span.WW-Absatz-Standardschriftart {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart;} span.WW-Absatz-Standardschriftart1 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1;} span.WW-Absatz-Standardschriftart11 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11;} span.WW-Absatz-Standardschriftart111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart111;} span.WW-Absatz-Standardschriftart1111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1111;} span.WW-Absatz-Standardschriftart11111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11111;} span.WW-Absatz-Standardschriftart111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart1111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart11111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart1111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart11111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart1111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart11111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart111111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart111111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart1111111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1111111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart11111111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11111111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart111111111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart111111111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart1111111111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1111111111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart11111111111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11111111111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart111111111111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart111111111111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart1111111111111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1111111111111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart11111111111111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11111111111111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart111111111111111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart111111111111111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart1111111111111111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart1111111111111111111111111;} span.WW-Absatz-Standardschriftart11111111111111111111111111 {mso-style-name:WW-Absatz-Standardschriftart11111111111111111111111111;} span.NumberingSymbols {mso-style-name:"Numbering Symbols";} p.Heading, li.Heading, div.Heading {mso-style-name:Heading; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Liberation Sans";} p.Index, li.Index, div.Index {mso-style-name:Index; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 49.5pt 45.0pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის
ბრძანება №26
2012 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უწყებრივი მედლების დამტკიცების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივნისის №434 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების მე-13 მუხლის „თ“ და „ღ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) უწყებრივი მედლები, მედლებით დაჯილდოების წესი და მედლების აღწერილობა:
ა) მედალი „ღირსების ჯვარი“ (დანართი №1);
ბ) მედალი „მაღალი პროფესიონალიზმისათვის“ (დანართი №2);
გ) მედალიონი „საქართველოს დაზვერვის ვეტერანი“ (დანართი №3);
დ) მედალიონი „15 წელი საქართველოს დაზვერვის სამსახურში“ (დანართი №4);
ე) სამკერდე ნიშანი (დანართი №5).
2. დამტკიცდეს უწყებრივი მედლებისა და მედლების თამასების ტარების წესი (დანართი №6).
3. სამსახურის მედლით, მედალიონით და სამკერდე ნიშნით დაჯილდოებაზე პირის წარდგენა ხდება სამსახურის უფროსის მოადგილეების და/ან სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელების მიერ. წარდგინებაში აღინიშნება პირის კონკრეტული დამსახურება.
4. დაჯილდოებულ პირს ჯილდოსთან ერთად გადაეცემა დაჯილდოების ფურცელი.
5. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის წარდგენა სამსახურის მედლის, მედალიონის და სამკერდე ნიშნის მისაღებად.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
დანართი №1
მედალი „ღირსების ჯვარი“
მედლით დაჯილდოების წესი
1. მედლით „ღირსების ჯვარი“ ჯილდოვდებიან საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, სადაზვერვო საქმიანობაში თავდადებისა და კონკრეტული პირადი მიღწევებისათვის, ასევე მრავალწლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის.
2. მასალა – ვერცხლი.
3. მედლის აღწერილობა:
ა) გულსაკიდი: რვაქიმიან ვერცხლისფერ ვარსკვლავზე გამოსახულია ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ჰერალდიკური ჯვარი, რომელიც საკიდით უკავშირდება ყელსახვევ ბაფთაზე დამაგრებულ დაზვერვის სამსახურის ემბლემის დეტალს – ვერცხლისფერ ჰერალდიკურ ფარზე ლაჟვარდის ფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი;
ბ) ბაფთა ლივლივა ლაჟვარდის (ლურჯი) ფერია, კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.
გ) სამკერდე: რვაქიმიან ვერცხლისფერ ვარსკვლავზე გამოსახულია ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ჰერალდიკური ჯვარი, რომლის ცენტრში მდებარეობს დაზვერვის სამსახურის ემბლემის დეტალი –ვერცხლისფერ ჰერალდიკურ ფარზე ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი;
დ) თამასა: ლივლივა ლაჟვარდის (ლურჯი) ფერია, რომელზედაც გამოსახულია რვაქიმიანი ვერცხლისფერი ვარსკვლავი.
4. მედლით „ღირსების ჯვარი“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
დანართი №2
მედალი „მაღალი პროფესიონალიზმისათვის“
მედლით დაჯილდოების წესი
1. მედლით „მაღალი პროფესიონალიზმისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის.
2. მასალა – თითბერი.
3. მედლის აღწერილობა:
ა) ავერსი: მედალი „მაღალი პროფესიონალიზმისათვის“ წარმოადგენს მრგვალ, ოქროსფერი მეტალის მედალიონს, რომლის ცენტრში სტილიზებულ მრგვალ ფარზე გამოსახულია ლაჟვარდის-ფერი (ლურჯი) ჰერალდიკური ჯვარი, რომლის გარშემო განლაგებულია თორმეტი მრგვალი სამსჭვალი. მედალი ქართული „ვაზის წნულის“ ორნამენტის დეტალით უკავშირდება ბაფთას;
ბ) ბაფთა ლაჟვარდის (ლურჯი) ფერია, კიდეებზე ორი თეთრი ზოლით;
გ) რევერსი: ამოტვიფრულია წარწერა: მედალი „მაღალი პროფესიონალიზმისათვის“ და დევიზი „საქართველო უპირველეს ყოვლისა”. შვიდქიმიანი ვარსკვლავი.
დ) თამასა: ლაჟვარდის (ლურჯი) ფერია კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.
5. მედლით „მაღალი პროფესიონალიზმისათვის“ სამსახურის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
დანართი №3
მედალიონი „საქართველოს დაზვერვის ვეტერანი“
მედალიონოთ დაჯილდოების წესი
1. მედალიონით „საქართველოს დაზვერვის ვეტერანი“ ჯილდოვდება:
ა) პენსიაზე გასული საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე, რომელიც პირნათლად და სამაგალითოდ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, გააჩნია სამსახურის 20 წელზე მეტი ნამსახურობა, რომელთაგანაც – 10 დაზვერვის სისტემაში;
ბ) პირი, რომელიც მსახურობდა დაზვერვის სისტემაში და გააჩნია განსაკუთრებული პიროვნული წვლილი საქართველოს დაზვერვის სისტემის განვითარებაში.
2. მასალა – თითბერი.
3. მედალიონის აღწერილობა:
ავერსი: ოქროსფერი მედალიონის ცენტრში გამოსახულია დაზვერვის სამსახურის ემბლემა: ვერცხლისფერ ველზე – მეწამული (წითელი) ჯვარი. პირველ ნაწილში – ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი.
კომპოზიციის გარშემო ლაჟვარდისფერ (ლურჯი) ველზე გაკეთებულია ოქროსფერი წარწერა: „საქართველოს დაზვერვის ვეტერანი“.
4. მედალიონით „საქართველოს დაზვერვის ვეტერანი“ პირებს აჯილდოებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
დანართი №4
მედალიონი „15 წელი საქართველოს დაზვერვის სამსახურში“
მედალიონით დაჯილდოების წესი
1. მედალიონით „15 წელი საქართველოს დაზვერვის სამსახურში“ ჯილდოვდება საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე, რომელსაც წვლილი მიუძღვის სამსახურის რეფორმირების, განვითარების და წარმატებით ფუნქციონირების საქმეში, პირადად მონაწილეობს და ხელს უწყობს სადაზვერვო ამოცანების შესრულებას, გააჩნია დაზვერვის სისტემაში ნამსახურობის 15 წელზე მეტი.
2. მასალა – ვერცხლი.
3. მედალიონის აღწერილობა:
ავერსი: ვერცხლისფერი მედალიონის ცენტრში ლაჟვარდისფერ (ლურჯი) ველზე გამოსახულია დაზვერვის სამსახურის ემბლემის დეტალი – ვერცხლისფერ ჰერალდიკურ ფარზე ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი ფარის თავზე „ივერიული“ გვირგვინით.
კომპოზიციის გარშემო ლაჟვარდისფერ (ლურჯი) ველზე გაკეთებულია ვერცხლისფერი წარწერა: „საქართველოს დაზვერვის სამსახური“ და მცირე ჰერალდიკური ჯვარი.
4. მედალიონით „15 წელი საქართველოს დაზვერვის სამსახურში“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
დანართი №5
სამკერდე ნიშანი
სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესი
1. სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და 5 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის.
2. მასალა – ლითონი ვერცხლის შეფერილობით.
3. სამკედე ნიშნის აღწერილობა:
დაზვერვის სამსახურის ემბლემის დეტალი – ვერცხლისფერ ჰერალდიკურ ფარზე ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი.
4. სამკერდე ნიშნით საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
დანართი №6
უწყებრივი მედლებისა და მედლების თამასების ტარების წესი
1. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უწყებრივი მედლები მაგრდება ფორმის კიტელზე ან/და სამოქალაქო პიჯაკზე მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველის თავზე.
2. მედლები მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობის მიხედვით, მარჯვნიდან მარცხნივ.
3. პირველი მედალი მაგრდება ჯიბის სარქველის ცენტრში. მომდევნო მედლის მიღების შემთხვევაში, მედლები მაგრდება ცენტრის დაურღვევლად.
4. სამკერდე ნიშანი მაგრდება ფორმის კიტელზე ან/და სამოქალაქო პიჯაკზე მარცხენა მხარეს.