„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (ს აქართველოს ს აკანონმდებლო მ აცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოს და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ს − ბუნებრივი რესურსების სააგენტო ს (შემდგომ − სააგენტო). სააგენტო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 მუხლ ებ ი:
„მუხლი 91. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების წესი
1. ამ კანონით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადახდაზე პასუხისმგებელ პირსა (შემდგომ − პასუხისმგებელი პირი) და სააგენტოს შორის შესაძლებელია დაიდოს მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმება (შემდგომ − შეთანხმება).
2. შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) პასუხისმგებელი პირის მიერ შეთანხმების დადების თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ან რომელიმე კონკრეტულ პერიოდში/პერიოდებში გადაუხდელი მოსაკრებლებისა და საურავის ოდენობის განსაზღვრა, შემცირება, მათი გადახდის (მთლიანად ან ნაწილობრივ) გადავადება (მათ შორის, განაწილვადება) ან/და სხვა ვალდებულებით ჩანაცვლება;
ბ) მომავალ პერიოდში/პერიოდებში გადასახდელი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრა, მათი გადახდის (მთლიანად ან ნაწილობრივ) ვადის განსაზღვრა, გადავადებ ა (მათ შორის, განაწილვადება) ან/და სხვა ვალდებულებით ჩანაცვლება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოსაკრებლების გადახდის გადავადება (მათ შორის, განაწილვადება) არა უმეტეს 3 წლით ხორციელდება წლიური 4 პროცენ ტ ი სარგებლით, ხოლო 3 წელზე მეტი ვადით − არანაკლებ წლიური 4 პროცენტი სარგებლით.
4. შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებელ პირს დაეკისრება გადაუხდელი თანხის 0,5 პროცენტი თითოეული ვადაგადაცილებული კალენდარული დღისათვის, მაგრამ არა უმეტეს შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის 10 პროცენტისა.
5. შეთანხმებ ის გასაჩივრება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი.
მუხლი 92. შეთანხმების დადება
1. პასუხისმგებელი პირი შეთანხმების დადების თაობაზე განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადების მიღების შემდ ე გ სააგენტო უფლებამოსილია:
ა) უარი თქვას შეთანხმების დადებაზე, რაც წერილობით უნდა ეცნობოს პასუხისმგებელ პირს. ასეთ შემთხვევაში სააგენტო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უარი;
ბ) აღნიშნული განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, რომელიც, თავის მხრივ, ამ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
2. შეთანხმების დადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება პასუხისმგებელი პირი ს მიერ შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა, ხოლო ამ კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სარგებლის წლიური განაკვეთის ოდენობა.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მოსაკრებლების გადახდის უზრუნველ ყოფის მიზნით დამატებით პირობად შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტი თ გათვალისწინებული გადაწყვეტილების თაობაზე პასუხისმგებელ პირს წერილობით უნდა ეცნობოს.
5. შეთანხმების დადების შემდეგ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების (მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების) მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული მოსაკრებლების ან/და საურავის ოდენობის გადახედვა (დაზუსტება) ან/და დამატებით დარიცხვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია.
6. პასუხისმგებელი პირის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევა გამოიწვევს შეთანხმების გაუქმებას საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესისა და ამ შეთანხმების შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 2 მარტი.
№5749-Iს