⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.07.2014)
გაუქმებულია:

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.03.2012
ძალის დაკარგვა 22.07.2014
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016082
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,236 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.03.2012 მიღება
22.07.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.abzacixmlChar { } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt .5in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №10 2012 წლის 9 მარტი დაბა ქედა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება, თანახმად დანართისა.     მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 21 სექტემბრის №18 დადგენილება (გაზეთი ,,აჭარა”, 29.09.09 , №111 , გვ.7 ).     მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                       ბ . დიასამიძე დანართი ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო 1. ქედის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიული ორგანო(ები) (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკრებულოს გადაწყვეტილებით, იქმნება ქედის მუნიციპალიტეტშ ი შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში. 2. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციაა განამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კავშირი მოსახლეობასთან, ორგანიზაციულად უზრუნველყოს და გააკონტროლოს საკრებულოს თანამდებობის პირებისა და გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულება; ორგანიზება გაუწიოს და გააკონტროლოს მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება; განახორციელოს ამ დებულებით დაკისრებული უფლებამოსილებანი. 3. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს დამტკიცებული სამუშაო გეგმის და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში. 4. ტერიტორიული ორგანო არ არის იურიდიული პირი. ტერიტორიულ ორგანოს აქვს საკუთარი ბეჭედი (თვითმმართველ ერთეულში შემავალი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის აღნიშვნით) და ბლანკი.     მუხლი 2🔗. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), გამგეობის დებულება და ეს დებულება. თავი II ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები     მუხლი 3🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და ამ ორგანოების თანამდებობის პირებთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და ამ ორგანოების თანამდებობის პირებთან მოსახლეობის კავშირის უზრუნველყოფის სფეროში ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გაცნობა; ბ) ორგანიზება გაუწიოს მოსახლეობის გამოკითხვას, საჯარო განხილვების ჩატარებასა და მოსახლეობასთან თვითმმართველობის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრას; გ) უზრუნველყოს თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოსახლეობის წინადადებების, შენიშვნებისა და განცხადებების აღრიცხვა და მისი მიწოდება თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის; დ) მოქალაქეებზე გასცეს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობები; ე) გაუწიოს კონსულტაცია მოსახლეობას თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ვ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები გამგებლის დავალებით.     მუხლი 4🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში ტერიტორიული ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში : ა) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებს; უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობა ს და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობისგან გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისათვის მათ მიწოდებას ; ბ) აკონტროლებს ა დმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობა ს და ახორციელებს შესაბამისი ინფორმაციი ს, პერიოდულად, გამგებელი სა და საკრებულოსათვის მიწოდებას ; გ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ; დ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითრების სფეროში    ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში განეკუთვნება: ა) ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ წინადადებების მომზადება; ბ) მონაწილეობის მიღება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებაში; გ) მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავებაში; კონტროლი ამ პროგრამების განხორციელებაზე; გამგებლისადმი ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; დ) სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მაძიებელთა საცხოვრებელი ადგილის დადგენაში დახმარების გაწევა; ე) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახების მოძიება და მათ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის პროცედურის გავლაში ხელშეწყობა; ვ) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში რეგისტრირებული ოჯახების შესახებ საჭირო ინფორმაციის მოძიება და სააგენტოსთვის მიწოდება მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემების სრულყოფის მიზნით; ზ) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში დადგენილი წესის შესაბამისად მონაწილეობის მიღება; თ) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 6🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის სფეროში ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) წინადადებების შემუშავება ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა და კონტროლი ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; გ) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 7🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება მიწისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში მიწისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) წინადადებათა შემუშავება ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ; ბ) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მიწის კადასტრის წარმოების ორგანიზება; გ) ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის დადგენილი წესების დაცვაზე; დ) მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; სტიქიური უბედურებებისა და ავარიების შემთხვევაში მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების მიღება; ე) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 8🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, დაგეგმარების, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, დაგეგმარების, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში განეკუთვნება: ა) მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში; ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადების, მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; ბ) მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების შედგენასა და განხორციელებაში; გ) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სამუშაოთა ორგანიზება; დ) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 9🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მეურნეობის სფეროში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მეურნეობის სფეროში ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) მონაწილეობის მიღება სატრანსპორტო სისტემის და ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში; ბ) გამგებლისათვის ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციულ ერთეულში გზების მშენებლობასა და რემონტზე; გ) გზების, ტროტუარების, მოედნების, სანაპიროების მდგომარეობაზე ინფორმაციის წარდგენა;  დ ) გამგებლისათვის ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობა ს შესახებ ; ე) გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.     მუხლი 10🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების სფეროში    განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების სფეროში ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა ) მონაწილეობს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარებაში ; ბ) შეისწავლის სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობასა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებებს; გ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს ; დ ) ახორციელებს იმ პირთა აღრიცხვას , რომელთა დახმარებაც ხდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ე ) აგროვებს შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ ინფორმაციას; ვ ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი III ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხე ლმძღვანელი     მუხლი 11🔗. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხე ლმძღვანელი 1. ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს ქედის მუნიციპალიტეტის რწმუნებული (შემდგომში – რწმუნებული). 2. რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3 . რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. 4 . თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით: ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას; ა.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს; ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას; ა.ე) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ბ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან; გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; ვ) ორგანიზებას უწევს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას; ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს; თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას; ი) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს; კ) ამზადებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას; ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში; მ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე; ნ) კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ო) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; პ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; ჟ) თვალყურს ადევნებს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს; რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში; ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 5 . რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში: ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ; ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ; ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. 6. რწმუნებული ვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქედის სამსახურს მიაწოდოს პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმი. თუ რწმუნებულს არ გააჩნია საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია, სააგენტოს აცნობოს მხოლოდ გარდაცვალების შესახებ შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე. 7. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 8 . რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო. 9 . რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 10 . ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 11. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე. თავი IV ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები     მუხლი 12🔗. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.     მუხლი 13🔗. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა უფლებები ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; ბ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; გ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა საშუალებებით; ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების უფლებებითა და გარანტიებით.     მუხლი 14🔗. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ ) შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ე ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სახაზინო ქონებას.