⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.01.2014)
გაუქმებულია:

„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.03.2012
ძალის დაკარგვა 03.01.2014
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №004
სარეგისტრაციო კოდი 300160070.55.067.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,934 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.03.2012 მიღება
03.01.2014 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Cambria","serif";} h2 {mso-style-link:"Heading 2 Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {mso-style-link:"Document Map Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} span.DocumentMapChar {mso-style-name:"Document Map Char"; mso-style-link:"Document Map"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; mso-style-link:"Heading 2"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt .75in 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №00 4 2012 წლის 15 მარტი ქ. ბათუმი „ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებ ულებების პერიოდული მონიტორინგის წესის თაობაზე “ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ „ ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „ მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ს 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ : 1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის თაობაზე .“ . 2. დაევალოს სსიპ „ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს “ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საკითხების რეალიზაციისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელე ბა. 3. წინამდებარე ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 აპრილიდან. თ. იობიძე ტექნიკური რეგლამენტი „ საზღვაო-საწვრთნელი დაწ ესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის თაობაზე “     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ა და მა თი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების ) აღიარების, ასევე საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგის წესსა და პირობებს. 2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი ს მიზანია ხელი შეუწყოს მეზღვაურთა სწავლებისა და მომზადე ბის სისტემის სრულყოფას, მაღალხარისხიანი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სწავლების პროცესის დამკვიდრებასა და განვითარებას, მეზღვაურთა სწავლებისა და მომზადების სისტემის მუდმივ სრულყოფასა და განვითარებას. 3. წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტ შ ი მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება „ მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ “ საქართველოს კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და STCW კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით. მუხლი 2🔗. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო 1. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების აღიარებას შესაბამისი დაწესებულებების ავტორიზაციისა და მათ ი სასწავლ ო პროგრამების აკრედიტაციის გზით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართვე ლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს “ (ტექსტში შემდგომ – სააგენტო) მონაწილეობით. 2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარებას „ მეზღვაურთა განათლებისა დ ა სერტიფიცირების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს სააგენტო. 3. სააგენტო საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების მიზნით გასცემს აღიარების სერტიფიკატს, რომლის მიხედვით განისაზღვრება წვრთნისა და მომზადების ის კურსები (პროგრამები) , რომლის ჩატარების უფლებამოსილებაც გააჩნია შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას. 4. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების სერტიფიკატის ფორმა და მა სზე დასატანი ინფორმაცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ა და საზღვაო-საწვრთნელი კურსების აღიარების სერტიფიკატი სრულდება ქართულ და ინგლისურ ენაზე. მუხლი 3🔗. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულე ბების ა და საზღვაო-საწვრთნელი კურსების აღიარების წესი და პირობები 1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ან საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების მიღების მიზნით აუცილებელია სააგენტოში შესაბამისი განცხადების წარდგენა . 2. განცხადება უნდა აკმაყოფი ლებდეს „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ 78 - ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას ასევე თან უნდა დაერთოს შემდეგ ინფორმაცია (დოკუმენტაცია): ა) საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებ ა ში ან საზღვაო-საწვრთნელი კურს ზე (პროგრამაზე) მიღების მინიმალური მოთხოვნები (ა საკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვ . ); ბ) სასწავლო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) სასწავლო გეგმა (სილაბუსი) და შესაბამისი კურსის (პროგრამის) ხანგრძლივობა; გ) შენობა-დანადგარების, აღჭურვილობებისა და მოწყობილობების აღწერა (მათ შორის , შესაბამის ი ტრენაჟორების მწარმოებლის სერტიფიკატი) , რომელიც გამოყენებული იქნება სასწავლო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) ჩატარებისას; დ) მასწავლებლების, ინსტრუქტორების, ზედამხედველებისა და შემფასებლების რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია; ე) შესაბამის სასწავლო-საწვრთნელი კ ურსზე (პროგრამაზე) მისაღები მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა, კურსის (პროგრამის) მსმენელების პროპორციულობა მასწავლებლების, ინსტრუქტორების, შემფასებლების რაოდენობასთან მიმართებით; ვ) კურსზე (პროგრამაზე) მისაღები მსმენელის პროპორციულობა შესაბამის საზღვაო-საწვ რთნელ დაწესებულებებში არსებულ აღჭურვილობებსა და მოწყობილობებთან მიმართებით; ზ) გამოცდის პროცედურა, ტიპი და მიზანი; თ) შეფასების პროცედურა, ტიპი და მიზანი; ი) კურსდამთავრებულთა ცოდნისა და მომზადების მინიმალური სტანდარტი; კ) კურსის (პროგრამის) გავლის დამადას ტურებელი დოკუმენტის ნიმუში; ლ ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია (დოკუმენტაცია). 3. სააგენტოს მიერ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების განცხადება და თანდართული მასალები საზღვაო-საწვრთნელი დაწესე ბულებების ა ან საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარების შესახებ განიხილება „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით “ გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 4. სააგენტო გადაწყვეტილებას საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა ან/ და საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების ან აღიარებაზე უარის შესახებ იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტაციის) სრულად წარდგენიდან 40 დღის ვადაში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია დაჩქარებული მომსახ ურების გაწევა. 5 . სააგენტო შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში ადგილზე ამოწმ ებს წარდგენილ განცხადებებში მითითებული (ამ მუხლის მე-2 პუნქტ ით განსაზღვრული ) ინფორმაციის ნამდვილობა ს ან/და უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია (დოკუმენტაცია) მათ ი ნამდვილობის დადასტურების მიზნით. 7. სააგენტოს გადაწყვეტილება საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების ან აღიარებაზე უარის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისა თვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარების ვადა განისაზღვრება 5 წ ლით . 9. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების ვადა დ განისაზღვრება 2 წელი . 10. შესაძლებელია საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებ ის ან საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარებაში შევიდეს ცვლილება დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე. სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. თუ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ან საზღვაო-საწვრთნელ ი კურსის (პროგრამის) აღიარებაში შევა ცვლილება, სააგენტო ცვლილების შეტანას ადასტურებს ახალი სერტიფიკატის გაცემით, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრება ის თარიღი, რომელიც მითითებულია სერტიფიკატში, სადაც შევიდა ცვლილება. 1 1. აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან მეზღვაურთა წვრთნისა და მომზადების თაობაზე საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, განაახლონ და საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სასწავლო-საწვრთნელი კურსის პ როგრამები. მეზღვაურთა წვრთნისა და მომზადების თაობაზე საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებს ეცნობება სააგენტოს მიერ, სააგენტო მათ ასევე განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში საზღვაო-საწვრთნელ ი დაწესებულება ვალ დებულია უზრუნველყოს საზღვაო-საწვრთნელი კურსის პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სააგენტოს მიერ მითითებულ ვადებში, სასწავლო-საწვრთნელი დაწესებულებების მიერ, მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შეუსაბამო ბის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებისათვის ან საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამებისათვის) აღიარების გაუქმების თაობაზე.     მუხლი 4🔗. სააგენტოს მიერ საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების პერიოდული მონი ტორინგი 1. სააგენტო „ მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ყოველწლიური მონიტორინგი, მეზღვაურთა განათლების, სწავლებისა და წვრთნის საერთაშორისო სტანდარტე ბთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. 2. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი გულისხმობს საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და მათი სასწავლო კურსების (პროგრამების) შეფასებას წინამდებარე რეგლამენტის, კონვენციითა და STCW კოდექსით გათ ვალისწინებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით. 3. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგი სააგენტოს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირთან – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან ერთობლივად, ისე დამოუკიდებლად. 4. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების სააგენტოს მიერ დამოუკიდებლად განხორციელებული მონიტორინგის შედეგები სააგენტოს მიერ ეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შემოწმების შედეგებზე რეაგირებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (ავტორიზაციის, აკრედიტაციის გაუქმების შესახებ და ა.შ.) გამოყენების მიზნით . მუხლი 5🔗. სააგენტოს მიერ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგი 1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი გულისხმობს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პრ ოგრამების) შეფასებას აღიარების პირობებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ან მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, თუ გამოვლინდება შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელ ი დაწესებულების მიერ აღიარების პირობების ან/და განათლების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა ან/და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამების) ა ღიარების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ. 3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარების შეჩერების შემთხვევაში შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას განესაზღვრება ვადა (არა უმეტეს 6 თვისა), რომლის განმ ავლობაში იგი ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს შესაბამისი დაწესებულების აღიარება. 4. აღიარების გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის საზღვაო-ს აწვრთნელ დაწესებულებას უწყდება უფლებამოსილება განაგრძოს სწავლების/წვრთნის კურსები ან/და გასცეს შესაბამისი კურსის (პროგრამის) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. აღიარების გაუქმებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას უფლება არა აქვს საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებ ი ს ან მათი საზღვაო-საწვრთნელ ი კურსის (პროგრამის) ხელახალი აღიარების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს. მუხლი 6🔗. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგი ს ზოგადი პირობები 1.  საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) მონიტორინგი სააგენტოს მიერ ხორციელდება წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ. 2.  საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულე ბების მონიტორინგის განხორციელების პროცესში სააგენტოს შე უძლია მოიწვიოს შესაბამისი სფეროს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები (ექსპერტთა ჯგუფი). 3.  საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგი სააგენტოს მიერ ხორციელდება, როგორც შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვის გზით, ასევე შესაბამის საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შენობა-დანადგარების, აღჭურვილობებისა და მოწყობილობების ადგილზე შემოწმება-შეფასების გზით. მუხლი 7🔗. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების რეესტრი 1.  საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების თაობაზე არსებული მონაცემების სისტემატიზაციისა და მათი საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით სააგე ნტო აწარმოებს ავტორიზებული საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების რეესტრს (ტექსტში შემდგომ – რეესტრი). 2.  რეესტრში შეიტანება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა დ ა აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების თაობაზე შემდეგი მონაცემები: ა) დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მისამართი; ბ) მონაცემები დაწესებულების ხელმძღვანელი პირ ი ს (პირების) ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ; გ) საზღვაო-სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში: გ.ა) საზღვაო-სასწავლო დაწესებულების ავტორიზაციის თარიღი და ავტორიზაციის მოქმედების ვადა; გ.ბ) ინფორმაცია შესაბამის საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საზღვაო-სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების შეს ახებ; გ.გ) შესაბამისი საზღვაო-სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თარიღი და მოქმედების ვადა. დ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შემთხვევაში: დ.ა) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარების თარიღი და აღიარების მოქმედების ვადა; დ.ბ.) ინფორ მაციას შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი კურსებისა (პროგრამებისა) და აღიარების მოქმედების პერიოდის შესახებ; ე) მონაცემები საზღვაო-სასწავლო დაწესებულების ა და მათი სასწავლო პროგრამების ავტორიზაციის ა /აკრედიტაციის და საზ ღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამების) აღიარების გაუქმების შესახებ; ვ) მონაცემები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამების) აღიარების შეჩერებისა და მისი განახლების თაობაზე; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. 3. რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს რეესტრში შეტანილ მონაცემებს და მიიღოს ამონაწერი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სააგენტო უზრუნველყო ფ ს რეესტრის ონლაინ ვერსიის წარმოებასა და მის განთავსებას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.