„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასა და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის წესის თაობაზე’’ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.03.2012
ძალის დაკარგვა 15.10.2013
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №005
სარეგისტრაციო კოდი 300160070.55.067.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ტექნიკური რეგლამენტი „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ" საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 15.10.2013
დოკუმენტის ტექსტი
„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასა და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების პერიოდული
მონიტორინგის წესის თაობაზე’’ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
h2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-style:italic;}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.Heading2Char { font-weight:bold; font-style:italic;}
span.DocumentMapChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.4pt 59.15pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №00
5
2012 წლის 15 მარტი
ქ. ბათუმი
„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასა და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის წესის თაობაზე’’ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ
1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „
მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასა და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების
შერჩევისა და შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის წესის თაობაზე’’
.
2. დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული საკითხების რეალიზაციისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
3. წინამდებარე ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. იობიძე
ტექნიკური რეგლამენტი
„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასა და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების
შერჩევისა და შერჩევის პირობების
პერიოდული მონიტორინგის წესის თაობაზე’’
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1
. ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასა და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების
შერჩევისა და შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგის წესსა და პირობებს.
2
.
ამ ტექნიკური რეგლამენტის
მიზანია ხელი შეუწყოს მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სრულყოფილი და ხელმისაწვდომი სისტემის ფორმირებას, მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვას, მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ერთიანი და უნიფიცირებული ფორმის
ცნობების გაცემის სისტემის ჩამოყალიბებას.
3
. ამ ტექნიკურ რეგლამენტში
მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელი საქართველოს
საკანონმდებლო აქტების, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და STCW კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით.
მუხლი 2🔗. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის არსი
1. სამედიცინო დაწესებულების შერჩევა გულისხმობს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ წესის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ (ტექსტში შემდგომ – სააგენტო) მიერ განხორციელებულ საქმიანობას, რომლის მიზანია იმ სამედიცინო დაწესებულების გამოვლენა, რომელიც უფლებამოსილი იქნება შეაფასოს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი ცნობა.
2. სამედიცინო დაწესებულების შერჩევა ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით: პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა, კვალიფიკაცია, გამოცდილება, უმწიკვლო საქმიანი რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, კონკურენცია, მონოპოლიის დაუშვებლობა, საჯაროობა, გამჭვირვალობა .
3. სამედიცინო დაწესებულების შერჩევა ხორციელდება შერჩევის პირობების საჯაროდ გამოცხადების საფუძველზე.
4. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პირობები ეფუძნება მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობას, ასევე მეზღვაურის ჯანმრთელობის ცნობაში შესატანი მეზღვაურის ჯანმრთელობის თაობაზე ინფორმაციის დროული და სრულყოფილი მიღების შესაძლებლობას.
მუხლი 3🔗. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პირობები
1. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ, განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
2. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პირობები მოიცავს:
ა) სამედიცინო მომსახურების ჩამონათვალს, რომლებსაც გასწევენ შერჩეული სამედიცინო დაწესებულებებ
ი;
ბ) იმ სამედიცინო მოწყობილობებისა და აღჭურვილობის ჩამონათვალსა და დახასიათებას, რომლებიც გამოყენებული იქნება მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობის გაცემისას;
გ) მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობის გაცემისას გაწეული სამედიცინო მომსახურების ფასს (თითოეული მომსახურების ფასის მითითებით);
დ) მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებასა და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობის გაცემაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული, სამედიცინო პერსონალის (ექიმების) რაოდენობასა და კვალიფიკაციას;
ე) მეზღვაურის ჯანმრთელობის ცნობის ბლანკისა და მათი დამცავი ნიშნების აღწერას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.
3. სამედიცინო დაწესებულების შერჩევაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია (ნებართვა) და მასში დასაქმებული უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სულ მცირე 5 (ხუთი) სერტიფიცირებული ექიმი.
4. უცხო ქვეყნის სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პროცესში, თუ მას თავის ქვეყანაში გააჩნია მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის ჯანმრთელობის ცნობის გაცემის უფლებამოსილება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულების შერჩევის მოთხოვნები არ უნდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე ნაკლები.
5. სამედიცინო მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც უნდა გასწიოს შერჩეულმა სამედიცინო დაწესებულებამ განისაზღვრება სააგენტოს მიერ დამტკიცებული „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტებითა“ და „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სამედიცინო დაწესებულების განცხადება და მისი განხილვის წესი
1. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პროცესში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა სამედიცინო დაწესებულებებმა სააგენტოში უნდა წარადგინონ განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას თან უნდა დაერთოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტაცია) და სამედიცინო დაწესებულების შერჩევის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2. სააგენტოში სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პროცედურა დასრულდება სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პროცესში მონაწილეობისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
3. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის მიზნით სააგენტოში იქმნება შესაბამისი სამუშაო ჯგუფი (კომისია), რომლის შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის სააგენტოს შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები (ექსპერტთა ჯგუფი).
4. შერჩევის პროცედურისას ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეფასება, ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში ადგილზე შემოწმდეს წარდგენილ განცხადებებში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა ან/და მოთხოვნილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია მათი ნამდვილობის დადასტურების მიზნით.
5. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შერჩეული სამედიცინო დაწესებულების შესახებ ინფორმაცია შეიტანება შერჩეული სამედიცინო დაწესებულების რეესტრში, რაც მათ უფლებამოსილებას ანიჭებს განახორციელონ მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასება და გასცენ მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი ცნობა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის.
6. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის ვადა 5 წელია.
7. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
8. თუ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, შერჩევის ვადის გასვლის შემდეგ, სურს განახორციელოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქმიანობა, მან ხელახლა უნდა გაიაროს ამ წესით დადგენილი სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პროცედურა.
9. შერჩევის პროცედურაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებამ ერთობლივად.
მუხლი 5🔗. შერჩეული სამედიცინო დაწესებულების რეესტრი
1
. სააგენტო აწარმოებს შერჩეული სამედიცინო დაწესებულების
რეესტრს (შემდგომ ტექსტში
–რეესტრი)
. რეესტრში სამედიცინო დაწესებულების
შეტანა ადასტურებს მის უფლებამოსილებას – შეაფასოს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს მეზღვაურის ჯანმრთელობის ცნობა.
2
. შერჩეული სამედიცინო დაწესებულების თაობაზე რეესტრში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და იურიდიული
მისამართი;
ბ) მონაცემები დაწესებულების ხელმძღვანელი პირი
ს (პირების) ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ;
გ) იმ სამედიცინო მომსახურების დასახელებების ჩამონათვალი, რომლის გაწევის უფლებამოსილებაც გააჩნია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას;
დ) იმ სამედიცინო დაწესებულების და მისი ფილიალის (ფილიალების) იურიდიული მისამართი (მისამართები), სადაც უშუალოდ ხორციელდება მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასება და მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ცნობის გაცემა;
ე) სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის, სტაციონარული დაწესებულების ნებართვის ან ამბოლატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების თაობაზე შეტყობინების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) შერჩევის თარიღი და მოქმედების ვადა;
ზ) ინფორმაცია შერჩევის შეჩერებისა და მისი განახლების შესახებ;
თ) შერჩევის გაუქმების შესახებ;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.
3
. რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს რეესტრში შეტანილ მონაცემებს და მიიღოს ამონაწერი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4
. სააგენტო უზრუნველყოფ
ს რეესტრის ელექტრონული
ვერსიის წარმოებასა და მის განთავსებას სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მუხლი 6🔗. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პირობების პერიოდული მონიტორინგი
1
. სააგენტო „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს შერჩეული სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პირობების
პერიოდული მონიტორინგი მათ მიერ შერჩევის პირობების დაცვასა და შესრულებაზე ზედამხედველობის, ასევე მათ მიერ გაწეული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და მონაცემთა გაყალბების თავიდან აცილების მიზნით.
2
.
სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პირობების
პერიოდული მონიტორინგი ხორციელდება მინიმუმ
წელიწადში ერთხელ.
3
.
შერჩეული სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პირობების პერიოდული
მონიტორინგი სააგენტოს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. მონიტორინგის განხორციელების პროცესში სააგენტოს შეუძლია
მოი
წვიოს
შესაბამისი სფეროს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები (ექსპერტთა ჯგუფი).
4
.
სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულების შერჩევის პირობების
პერიოდული მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს როგორც შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვის გზით, ასევე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების
შენობა-დანადგარების, აღჭურვილობებისა და მოწყობილობების ადგილზე შემოწმება-შეფასების გზით.
5
.
შერჩეული სამედიცინო დაწესებულების
მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, თუ გამოვლინდება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების
მიერ შერჩევის პირობების ან/და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა ან/და მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების გაყალბების შემთხვევები,
სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულების
შერჩევის შეჩერების ან/და შერჩევის გაუქმების შესახებ.
6
.
შერჩევის შეჩერების შემთხვევაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას
განესაზღვრება ვადა (არა უმეტეს 3 თვისა), რომლის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულება
ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს შესაბამისი დაწესებულების შერჩევა.
მუხლი 7🔗. სამედიცინო დაწესებულების შერჩევის გაუქმება
1.
სამედიცინო დაწესებულების
შერჩევა შესაძლებელია გაუქმდეს:
ა) თუ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაუუქმდება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა ;
ბ) თუ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება აღარ შეესაბამება შერჩევის პირობებს;
გ) თუ დადგინდება, რომ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება აყალბებს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ მონაცემებს (ცნობებს);
დ) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. სააგენტოს გადაწყვეტილებით სამედიცინო დაწესებულების შერჩევის გაუქმებისას, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას გაუქმებიდან 3 (სამი) კალენდრული წლის განმავლობაში არ აქვს უფლება ხელახლა მიიღოს მონაწილეობა შერჩევის პროცედურაში.
მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებები
1. 2013 წლის 1 იანვრიდან სამედიცინო დაწესებულების შერჩევაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულება იმის თობაზე, რომ ცენტრს დაწყებული აქვს
P&I კლუბების საერთაშორისო ჯგუფის მიერ სერტიფიცირების პროცედურა.
2. 2015 წლის 1 იანვრიდან სააგენტო შეარჩევს მხოლოდ
P&I კლუბების საერთაშორისო ჯგუფის მიერ სერტიფიცირებულ სამედიცინო დაწესებულებებს.