„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.03.2012
ძალის დაკარგვა 01.03.2014
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №006
სარეგისტრაციო კოდი 470230000.55.067.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,255 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.03.2012 მიღება
01.03.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
STCW კონვენციის რეგლამენტი მეზღვაურის  კატეგორია
ერთითვალი მეორე თვალი
I/11 II/1 II/2 II/3 II/4 II/5 VII/2 კაპიტნები, კაპიტნის თანაშემწეები და რიგითები, რომელთაც აკისრიათ მეთვალყურეობის ვალდებულება
I/11 III/1 III/2 III/3 III/4 III/5 III/6 III/7 VII/2 Aყველა მექანიკოსი, ელექტრო ტექნიკოსები, რიგითი ელექტროტექნიკოსები და რიგითები ან სავახტო მექანიკოსები
I/11 IV/2 GMDSS რადიო ოპერატორები
მეზღვაურის/პერსონალის წევრის ფუნქციები, შესაბამისი ფიზიკური შესაძლებლობა
გადაუდებელი მოვალეობები გემზე: - გაქცევა - ხანძართან ბრძოლა - ევაკუაცია უსაფრთხოების ჟილეტის ჩაცმა კვამლიანი ადგილებიდან გაქცევა   ხანძართან ბრძოლაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის სასუნთქი აპარატის გამოყენება გემის ევაკუაციის პროცედურებში მონაწოლეობის მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; } h2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-style:italic;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} a:link, span.MsoHyperlink { color:#1122CC; text-decoration:none none;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} em {font-weight:bold; font-style:normal;} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.FooterChar { } span.FootnoteTextChar { } span.HeaderChar { } span.hps {} span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.Heading1Char { font-weight:bold;} span.Heading2Char { font-weight:bold; font-style:italic;} span.DocumentMapChar { } span.apple-converted-space {} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.35in 45.0pt .35in 66.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №006 2012 წლის 15 მარტი ქ. ბათუმი „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 49-ე და 50-ე მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტები“. 2. წინამდებარე ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მეზღვაურზე ჯანმრთელობის ცნობის გაცემა შეუძლია „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უკვე აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებებს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 12 თვის განმავლობაში. თ. იობიძე მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტები თავი I ზოგადი ნაწილი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტები“ (შემდგომში ტექსტში – „სტანდარტები“) განსაზღვრავს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი წაყენებულ იმ მოთხოვნებს, რაც აუცილებელია მათ მიერ გემზე საქმიანობის განსახორციელებლად. 2. წინამდებარე სტანდარტები შემუშავებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ ტექსტში „კანონი“), „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“  1978 წლის კონვენციის და კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების 1995 წლის კონფერენციის მე-2 რეზოლუციით მიღებული „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის (შემდგომში ტექსტში „STCW კოდექსი“) მოთხოვნათა შესაბამისად. 3. წინამდებარე სტანდარტებში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით. 4. წინამდებარე სტანდარტები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება როგორც საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების მიმართ, ისე სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების მიმართ. 5. ეს სტანდარტები ასევე ადგენს ჯანმრთელობის მოთხოვნას გემის პერსონალის წევრების მიმართ.     მუხლი 2🔗. სტანდარტების მიზანი 1. წინამდებარე სტანდარტების მიზანია, დადგინდეს მეზღვაურის/პერსონალის წევრის ჯანმრთელობის სტანდარტები, რათა გემზე სამსახურისათვის დაშვებულ იქნენ ის პირები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს შესაბამისი სამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს. 2. წინამდებარე სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნები უზრუნველყოფს, რომ მეზღვაურს: ა)  გააჩნდეს STCW კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილი ძირითადი წვრთნების ყველა მოთხოვნის შესრულების ფიზიკური შესაძლებლობა იმის გათვალისწინებით, რომ არ ღებულობს მედიკამენტებს, რომელთაც აქვთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომელებიც აუარესებენ ადამიანის გონებრივი ანალიზის უნარს, ფიზიკურ წონასწორობას და გემზე მოვალეობების ეფექტიანი და უსაფრთხო შესრულებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს; ბ)  გააჩნდეს ეფექტური კომუნიკაციის აღქმისათვის ადეკვატური მეტყველება და ხმოვანი განგაშის სიგნალის აღქმისათვის ადეკვატური სმენა; გ)  არ აქვს ისეთი დაავადება ან ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხელს შეუშლის გემზე ჩვეული მოვალეობების და ავარიულ სიტუაციებში დაკისრებული ვალდებულებების უსაფრთხოდ და ეფექტიანად შესრულებას; დ) არ აქვს ისეთი დაავადება, რომელიც შეიძლება გამწვავდეს ზღვაზე საქმიანობისას, ან სამსახურისთვის გამოუსადეგარი გახადოს მეზღვაური, ან რომელიც საფრთხეს შეუქმნის გემზე სხვა პირების ჯანმრთელობას. თავი II მეზღვაურზე გაცემული ჯანმრთელობის ცნობის მიმართ წაყენებული მოთხოვნები     მუხლი 3🔗. ჯანმრთელობის ცნობა 1.  ყოველი პირი, რომელიც ფლობს კონვენციით დადგენილი წესით გაცემულ სერტიფიკატს და/ან რომელიც მსახურობს გემზე, ასევე უნდა ფლობდეს კონვენციის I/9 რეგლამენტისა და STCW კოდექსის A-I/9 ნაწილის და წინამდებარე სტანდარტების შესაბამისად გაცემულ ვადიან ჯანმრთელობის ცნობას. 2.  მეზღვაურის/პერსონალის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება შესაბამის ჯანმრთელობის ცნობაში, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით გასცემს სააგენტოს მიერ შერჩეული სამედიცინო დაწესებულება. 3. ჯანმრთელობის ცნობა იბეჭდება გაყალბებისაგან მინიმუმ ორი სპეციალური დამცავი ნიშნით აღჭურვილ ბლანკზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლის დამზადებასაც უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შერჩეული სამედიცინო დაწესებულება. 4. სააგენტო უზრუნველყოფს შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობის ფორმის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის. 5. მეზღვაურთა/პერსონალის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და სათანადო მონაცემები ინახება შესაბამის სამედიცინო ცენტრში 30 წლის განმავლობაში. 6. მეზღვაურს, რომელიც ფლობს STCW კონვენციის წევრი სახლმწიფოს მიერ აღიარებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ მოქმედ ჯანმრთელობის ცნობას ან P&I კლუბების საერთაშორისო ჯგუფის მიერ სერტიფიცირებული სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემულ მოქმედ ჯანმრთელობის ცნობას, არ მოეთხოვება ამ წესების დაცვით გაცემული ჯანმრთელობის ცნობა.     მუხლი 4🔗. ჯანმრთელობის ცნობის მოქმედების ვადა 1.  მეზღვაურზე/პერსონალის წევრზე გაცემული  ჯანმრთელობის ცნობის მოქმედების ვადა არის გაცემის დღიდან არა უმეტეს 2 წელი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა. 2.  16-დან 18 წლამდე, ასევე 50 წელს გადაცილებულ მეზღვაურზე/პერსონალის წევრზე ჯანმრთელობის ცნობა გაიცემა არა უმეტეს ერთი წლის ვადით. 3.  ქრონიკული დაავადებების არსებობის შემთხვევაში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს, შეამციროს ცნობის მოქმედების ვადა. 4.  მეზღვაურის/პერსონალის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია  შემოწმდეს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, წინამდებარე სტანდარტების მე-6 მუხლის შესაბამისად. 5.  გემზე საქმიანობის განხორციელების დროს ჯანმრთელობის ცნობის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია, მეზღვაურს მუშაობის ნება დართოს მოქმედი ჯანმრთელობის ცნობის გარეშე, მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც ხელმისაწვდომია  შესაბამისი ნავსადგურის სახელმწიფოს მიერ აღიარებული სამედიცინო დაწესებულება იმ პირობით, რომ ამგვარი ვადის გაგრძელების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს და შესაბამისი მეზღვაური ფლობდეს ვადაგასულ ჯანმრთელობის ცნობას.     მუხლი 5🔗. ჯანმრთელობის ცნობის შინაარსი 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად, ჯანმრთელობის ცნობაში, სულ მცირე, მიეთითება შემდეგი: ა) ცნობის გამცემი დაწესებულების დასახელება, უფლებამოსილი ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობა, სახელმწიფო სერტიფიკატის ნომერი, გაცემის თარიღი და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) ინფორმაცია მეზღვაურის/პერსონალის წევრის შესახებ: ბ.ა) გვარი, სახელი; ბ.ბ) პირადი ნომერი; ბ.გ) დაბადების თარიღი (დღე/თვე/წელი); ბ.დ) სქესი; ბ.ე) კომპეტენცია (კაპიტანი, ოფიცერი, რიგითი, პერსონალი); ბ.ვ) საცხოვრებელი მისამართი; ბ.ზ) მოქალაქეობა;  ბ.თ) სიმაღლე; ბ.ი) თვალის ფერი; გ) დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება), თანმხლები დაავადებები, გართულებები, მათ შორის:  გ.ა) აკმაყოფილებს თუ არა სმენასთან დაკავშირებულ STCW კოდექსის A-I/9 ნაწილში მითითებულ სტანდარტებს; გ.ბ) აქვს თუ არა სრულყოფილი სმენა დამხმარე საშუალებების გარეშე; გ.გ) აკმაყოფილებს თუ არა მხედველობასთან დაკავშირბულ STCW კოდექსის A-I/9 ნაწილში და წინამდებარე სტანდარტების მე-7 მუხლში მითითებულ სტანდარტებს; გ.დ) აკმაყოფილებს თუ არა მხედველობა დალტონიზმის მიმართებით STCW კოდექსის A-I/9 ნაწილში მითითებულ სტანდარტებს; დალტონიზმზე შემოწმების ბოლო თარიღი; გ.ე)  აქვს თუ არა ფიზიკური შეზღუდვები; დადებითი პასუხის შემთხვევაში, მითითება შეზღუდვის თაობაზე; გ.ვ) აქვს თუ არა მეზღვაურს ისეთი დაავადება, რომელიც შესაძლოა გამწვავდეს გემზე მუშაობისას ან ხელი შეუშალოს მეზღვაურს გემზე მოვალეობების უსაფრთხოდ და ეფექტიანად შესრულებაში, ან სამსახურისთვის გამოუსადეგარი გახდოს იგი, ან საფრთხე შეუქმნას გემზე სხვა პირების ჯანმრთელობას; გ.ზ) შემოწმების თარიღი (დღე/თვე/წელი); დ) ცნობის მოქმედების ვადა (დღე/თვე/წელი); ე) უფლებამოსილი ექიმის დასკვნა; ვ) გადატანილი დაავადებები; ზ) ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები; თ) ავადმყოფობის მიმდინარეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი) ჩატარებული მკურნალობა (აუცილებლობის შემთხვევაში); კ) სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები; ლ) დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა; მ) გამცემი დაწესებულების ბეჭედი; ნ) მეზღვაურის/პერსონალის წევრის ხელმოწერა, რომელიც ადასტურებს, რომ მეზღვაურისთვის ცნობილია ჯანმრთელობის ცნობის შინაარსისა და STCW კოდექსის A-I/9 ნაწილის მე-6 პუნქტით დადგენილი მისი გადასინჯვის უფლების შესახებ.     მუხლი 6🔗. ჯანმრთელობის ცნობის გადასინჯვის შესაძლებლობა 1.  თუ არსებობობს ეჭვი, რომ გაცემულ ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება შემოწმებული პირის ჯანმრთელობის არსებულ მდგომარეობას, დამსაქმებელს, სააგენტოს ან თავად პირს უფლება აქვს მოითხოვოს ჯანმრთელობის ცნობაში შეტანილი  მონაცემების გადამოწმება. 2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ჯანმრთელობის ცნობის გამცემი სამედიცინო დაწესებულებისათვის ან სააგენტოს მიერ შერჩეულ სხვა სამედიცინო დაწესებულებისათვის ხელახალი მიმართვის გზით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გადამოწმებისათვის აუცილებელ ხარჯებს გასწევს ის პირი/ორგანიზაცია, რომელიც მოითხოვს გადამოწმებას, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით გადამოწმების შემთხვევაში, ხარჯებს ანაზღაურებს მეზღვაური. თავი III მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტები     მუხლი 7🔗. მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების ზოგადი სტანდარტი 1. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში მეზღვაურის/პერსონალის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას ექიმი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და ამ ბრძანებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად. 2. თუ წინამდებარე სტანდარტებით არ არის სპეციალური მოთხოვნა გათვალისწინებული, მეზღვაურის ან გემის პერსონალის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ხდება საქართველოში დადგენილი ჯანმრთელობის სტანდარტების შესაბამისად.     მუხლი 8🔗. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმებულ მეზღვაურთა მხედველობის მინიმალური სტანდარტები 1.  საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემზე დასაქმებული სხვადასხვა კატეგორიის მეზღვაურებისათვის დადგენილია მხედველობის სავალდებულო მინიმალური სტანდარტები ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის შესაბამისად; 2.  ცხრილში მითითებული მინიშნებები გულისხმობს შემდეგს: ა) „​1“ – ზომის ერთეული მოცემულია დეციმალებში; ბ) „​2“ – თვალის დაავადების აღმოუჩენლობის რისკის შესამცირებლად რეკომენდირებულია ერთ თვალში იყოს სულ მცირე 0,7 დეციმალი; გ) „​3“ – Commission Internationale de l’Eclairage-ის მიერ ტრანსპორტისათვის ფერის აღქმის საერთაშორისო მოთხოვნების შესახებ რეკომენდაციებში არსებული განმარტების შესაბამისად (CIE-143-2001 შემდგომი ვერსიების ჩათვლით); დ) „​4“ – ექვემდებარება ოფთალმოლოგის შეფასებას, პირველადი შემოწმების შედეგების მითითებით; ე) „​5“ – სამანქანე განყოფილების პერსონალს უნდა ჰქონდეს ბინოკულარული მხედველობა, სულ მცირე, 0.4 დეციმალი; ვ) „​6“ – CIE დალტონიზმის სტანდარტი 1 ან 2; ზ) „ ​7 “ – CIE დალტონიზმის სტანდარტი 1, 2 ან 3. STCW კონვენციის რეგლამენტი მეზღვაურის  კატეგორია მანძილზე ხედვა ​1 ახლო მანძილზე მხედველობა ფერის აღქმა ​3 მხედველობის ველი ​4  (ქათმის სიბრმავე) ​4 დიპლოპია (გაორებული მხედველობა) ​4 ერთითვალი მეორე თვალი ორივე თვალი ერთად, შეუიარაღებელი და შეიარაღებული I/11 II/1 II/2 II/3 II/4 II/5 VII/2 კაპიტნები, კაპიტნის თანაშემწეები და რიგითები, რომელთაც აკისრიათ მეთვალყურეობის ვალდებულება 0,5​2 0,5 მხედველობა, რომელიც მოითხოვება გემის სამართავად (მაგ.: დიაგრამებთან და საზღვაო ცნობარებთან დაკავშირებით, სანავიგაციო ხიდურისა და მოწყობილობების გამოსაყენებლად, დამხმარე ნავიგაციისთვის) იხ. მინიშნება “​6” ნორმალური მხედველობის ველი მხედველობა ბინდში ყველა აუცილებელი ფუნქციის დაუბრკოლებლად შესასრულებლად არ არის დადგენილი განსაკუთრებული მოთხოვნა I/11 III/1 III/2 III/3 III/4 III/5 III/6 III/7 VII/2 Aყველა მექანიკოსი, ელექტრო ტექნიკოსები, რიგითი ელექტროტექნიკოსები და რიგითები ან სავახტო მექანიკოსები მხედველობა, რომელიც მოითხოვება ახლოს საკითხავად, მოწყობილობების სამართავად და საჭიროებისამებრ სისტემების/კომპონენტების იდენტიფიცირებისათვის იხ. მინიშნება”​7” შეუზღუდავი მხედველობის ველი მხედველობა ბინდში ყველა აუცილებელი ფუნქციის დაუბრკოლებლად შესასრულებლად არ არის დადგენილი განსაკუთრებული მოთხოვნა I/11 IV/2 GMDSS რადიო ოპერატორები 0,4 0,4 მხედველობა მოითხოვება საჭიროებისამებრ ახლოს საკითხავად, მოწყობილობების სამართავად და სისტემების/კომპონენტების იდენტიფიცირებისათვის იხ. მინიშნება”​7” შეუზღუდავი მხედველობის ველი მხედველობა მოითხოვება ბინდში ყველა აუცილებელი ფუნქციის დაუბრკოლებლად შესასრულებლად  არ არის დადგენილი განსაკუთრებული მოთხოვნა მუხლი  9🔗. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმებულ მეზღვაურთა ჯანმრთელობის  მდგომარეობის წინასწარი შეფასება საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმებულ მეზღვაურთა ფიზიკური შესაძლებლობების მიმართ დადგენილია შემდეგი მინიმალური მოთხოვნები როგორც მუშაობის დაწყებამდე, ისე მუშაობის განმავლობაში. მეზღვაურის/პერსონალის წევრის ფუნქციები, შესაბამისი ფიზიკური შესაძლებლობა სამედიცინო შემმოწმებელი უნდა დარწმუნდეს, რომ კანდიდატი აკმაყოფილებს ქვემოთ მითითებულს გემის ფარგლებში ჩვეული გადაადგილება: -  გემბანზე - გემბანებს შორის - ნაკვეთურებს შორის გაწონასწორებული და მოხერხებული მოძრაობა. ვერტიკალურ კიბეზე და ტრაპებზე ასვლა-ჩამოსვლა, კომინგსზე გადაბიჯება (მაგ.: დატვირთვის ხაზების შესახებ კონვენციის მოთხოვნით კომინგსის სიმაღლე უნდა იყოს 600 მმ) წყალგაუმტარი ჰერმეტული კარების გახსნა და დაკეტვა არ აწუხებს წონასწორობის დარღვევა, არ აქვს ისეთი დაავადება ან სისუსტე, რომელიც ხელს უშლის ადეკვატურ მოძრაობას და ფიზიკურ აქტივობას. დახმარების გარეშე შეუძლია: - ვერტიკალურ კიბეზე და ტრაპზე ასვლა - მაღალ ზღუდეებზე გადაბიჯება - ჰერმეტული კარებების გახსნა და დაკეტვა. გემის ჩვეული დავალებები: - ხელსაწყოების გამოყენება - გემის სათადარიგო მარაგების გადაადგილება - სამუშაოების ჩატარება სიმაღლეზე - სარქველების ოპერირება -  საათიანი ვახტის გაწევა - დახურულ სივრცეში მუშაობა - განგაშზე, გაფრთხილებაზე და ინსტრუქციებზე რეაგირება - ვერბალური კომუნიკაცია მექანიკური მოწყობილობების მანიპულირებისათვის საჭირო ღონე, მოხერხებულობა და გამძლეობა ტვირთის აწევა, გაწევა და გადატანა (მაგ.: 18კგ)  მუშაობს შეზღუდულ სივრცეში და გადაადგილდება შეზღუდულ გარემოში (მაგ.: SOLAS-ის 3.6.5.1 რეგულაციით დადგენილია მინიმალური ზომები 600 მმ X 600 მმ)   ვიზუალურად გაარჩიოს საგნები, ფორმები და მიღებული სიგნალები. გაფრთხილებები და ინსტრუქციები გადმოსცეს გამართული მეტყველებით ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება გემის უსაფრთხო მუშაობისათვის  ჩვეული საქმეების შესრულებას. შეუძლია: - აწეული ხელებით მუშაობა - დიდი ხნით დგომა და სიარული - დახურულ სივრცეში შესვლა - აკმაყოფილებს ამ სტანდარტებით გათვალისწინებულ მხედველობის მოთხოვნებს - აკმაყოფილებს კომპეტენტური ორგანოს მიერ ან საერთაშორისო დირექტივებით დადგენილ სმენის სტანდარტებს - ნორმალურად მეტყველებს გადაუდებელი მოვალეობები გემზე: - გაქცევა - ხანძართან ბრძოლა - ევაკუაცია უსაფრთხოების ჟილეტის ჩაცმა კვამლიანი ადგილებიდან გაქცევა ხანძართან ბრძოლაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის სასუნთქი აპარატის გამოყენება გემის ევაკუაციის პროცედურებში მონაწოლეობის მიღება არ აქვს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რაც ამცირებს გემის უსაფრთხო მართვისათვის საჭირო გადაუდებელი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას აქვს უნარი: - ჩაიცვას უსაფრთხოების ჟილეტი - იხოხოს - იგრძნოს ტემპერატურის სხვაობა - ერკვევოდეს ცეცხლსაწინააღმდეგო მოწყობილობებში - ატაროს სასუნთქი აპარატია (თუკი ეს შედის მოვალეობებში) მუხლი 10🔗. გემის მართვასთან და ნაოსნობის უსაფრთხოებასთან უშუალოდ დაკავშირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ წაყენებული მოთხოვნები 1. გემის მართვასთან და ნაოსნობის უსაფრთხოებასთან უშუალოდ დაკავშირებული პირებისათვის  უკუნაჩვენებია: ა) „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევების ჩამონათვალის და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის №215 ბრძანებით  გათვალისწინებული დაავადებები და ფიზიკური ანომალიები; ბ) ქრონიკული ჰეპატიტი ( B და C); გ) ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებები. 2. სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემზე დასაქმებულ მეზღვაურზე შესაძლებელია არ გავრცელდეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა შერჩეული სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.   3. სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მეზღვაურად მუშაობისათვის ვარგისად ჩათვალოს პირი, რომელსაც აქვს ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების I სტადია, თუ პირმა ჩაიტარა სათანადო მკურნალობა წარმატებულად.   4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემზე დასაქმებულ მეზღვაურზე, თუ მას აქვს დაავადების I ან II სტადია.     მუხლი 11🔗. პერსონალის წევრების მიმართ წაყენებული მოთხოვნები გემის პერსონალის ჯანმრთელობის შემოწმებისას გამოიყენება წინამდებარე სტანდარტების მე-10 მუხლით დადგენილი  მოთხოვნები, გარდა აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტით გათვალისწინებული დაავადებისა - ფერთა შეგრძნების დარღვევა (პროტანატოპია, დეიტერანოპია, “A” ტიპის პროტანომალია, “A” ტიპის დეიტერანომალია)