„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ს
დადგენილება №14
2012 წლის 12 მარტი
ქ. ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, 27.01.2011წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება, დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ ქვეპუნქტები და დადგენილების „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ამასთან:
ა.ა) ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2015 წლის 1 იანვრამდე;
ა.ბ) წყლის მიწოდებისა და წყალანირების საქმიანობის სფეროში გამოყენებულ ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2015 წლის 1 იანვრამდე;
ა.გ) საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნარჩენების მართვის სფეროში გამოყენებული ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავ-რებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2015 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.03.2012. მიმღები ორგანო — თვიმმართველი ქალაქი ბათუმი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.132.016104.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №14, 12.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.132.016104 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1612979/