⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.06.2012)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულების ფორმის დამტკიცებისა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 14.03.2012
ძალაში შესვლა 14.03.2012
ძალის დაკარგვა 22.06.2012
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №3782
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016040
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,756 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2012 მიღება
14.03.2012 ძალაში შესვლა
22.06.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულების ფორმის დამტკიცებისა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Calibri","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Calibri","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .5in 1.0in .5in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №3782 2012 წლის 14 მარტი ქ. თბილისი პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულების ფორმის დამტკიცებისა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-16 მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე. 2. დამტკიცდეს საგადასახადო ორგანოს მიერ პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი ხელშეკრულების ფორმა, თანდართული რედაქციით; 3. ამ ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობიდან, გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ პირთან ხელშეკრულების გაფორმებისას, რომლის მიერ მომსახურების შესყიდვაზეც ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა. 4. პირადი საგადასახადო აგენტის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების სწრაფად და ხარისხიანად შესრულებისათვის, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით დამტკიცებული ინსტრუქციების, შიდა ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, პროცედურული და სიტუაციური სახელმძღვანელოების ასლების მიწოდება პირადი საგადასახადო აგენტებისთვის. 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულების ფორმის დამტკიცებისა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 1 მარტის №853 ბრძანება. 6. ამ ბრძანების გამოცემამდე მომსახურების დეპარტამენტის მიერ გაფორმებული პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულებები ინარჩუნებენ ძალას მათი მოქმედების ვადით . 7. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.  სამსახურის უფროსი                                ჯ . ებანოიძე შეტანილი ცვლილებები: 1. ძალადაკარგულია - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანება №10536 - ვებგვერდი, 09.07.2012წ. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების ხელშეკრულება № „—“ „-------------“ 20-- წ. 1. ხელშეკრულების მხარეები ერთი მხრივ, მომსახურების მიმღები, „–––––––––“ (ს/ნ –––––––) (დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი, გვარი და პირადი ნომერი) – შემდგომში მოსარგებლე/შემსყიდველი, მისი წარმომადგენლის ------------------------------- სახით, მეორე მხრივ, მომსახურების გამწევი, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი – შემდგომში საგადასახადო ორგანო/მიმწოდებელი, მისი წარმომადგენლის ---------------------------------- სახით, ვხელმძღვანელობთ რა , „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას. 2. ხელშეკრულების საგანი და მიზანი 1. ხელშეკრულების საგანია მოსარგებლის/შემსყიდველის მიერ პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობა, შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე. 2. ხელშეკრულების მიზანია: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას მოსარგებლისთვის/შემსყიდველისთვის საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობა; ბ) საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების მოსარგებლის/შემსყიდველის მიმართ განხორციელება. 3. მომსახურების გაწევის წესი 1. პირადი საგადასახადო აგენტი ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საგადასახადო ორგანოსთან კომუნიკაციას აწარმოებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. კერძოდ, პირადი საგადასახადო აგენტის მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს მის მიერ. დოკუმენტში უნდა მიეთითოს პირადი საგადასახადო აგენტის სახელი, გვარი, თანამდებობა და მისი შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი ბრძანების მონაცემები. 2. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, პირადი საგადასახადო აგენტის მეშვეობით საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა უნდა განხორციელდეს გადასახადის გადამხდელისათვის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. პირადი საგადასახადო აგენტის მიერ, უფლებამოსილების ფარგლებში, რაიმე სახის ქმედება არ უნდა განხორციელდეს საგადასახადო ორგანოში შესაბამისი პროცედურების განხორციელებისათვის გათვალისწინებული დოკუმენტის სრულად შედგენის გარეშე ან მის გაუთვალისწინებლად. 3. მოსარგებლის/შემსყიდველის მიერ პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობა არ ზღუდავს საგადასახადო ორგანოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებს. 4. მოსარგებლის/შემსყიდველის უფლებები და ვალდებულებები 1. მოსარგებლეს/შემსყიდველს უფლება აქვს: 1.1. ისარგებლოს ამ ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების სახეებით; 1.2. აცილება მისცეს პირად საგადასახადო აგენტს; 1.3. მიიღოს პირადი საგადასახადო აგენტის საკონსულტაციო მომსახურება თავისი საქმიანობის/მართვის ადგილზე. 2. მოსარგებლე/შემსყიდველი (საწარმო/ორგანიზაცია) ვალდებულია მისი რეორგანიზაციის/ ლიკვიდაციის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს/მიმწოდებელს რეორგანიზაციის /ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე აცნობოს გადაწყვეტილება მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის ან მასში სათანადო ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. 5. საგადასახადო ორგანოს/მიმწოდებლის უფლებები და ვალდებულებები 1. საგადასახადო ორგანოს/მიმწოდებელს უფლება აქვს, ხელშეკრულების სხვა პირობების შეუცვლელად, შეცვალოს პირადი საგადასახადო აგენტი და მისი ფუნქციის შესრულება დროებით ან ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ბრძანებით დააკისროს სხვა თანამშრომელს. 2. საგადასახადო ორგანო/მიმწოდებელი ვალდებულია: 2.1. უზრუნველყოს ამ ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების კეთილსინდისიერად, დროულად, მაღალ პროფესიულ დონეზე და სრულად შესრულება. 2.2. მოსარგებლეს/შემსყიდველს გადასცეს: 2.2.1. პირადი საგადასახადო აგენტის მიმაგრების შესახებ ბრძანება, შესაბამისი საკონტაქტო მონაცემების მითითებით, ხელშეკრულებასთან ერთად; 2.2.2. პირადი საგადასახადო აგენტის შეცვლის შესახებ ბრძანება, შესაბამისი საკონტაქტო მონაცემების მითითებით. 2.3. აცნობოს მოსარგებლეს/შემსყიდველს პირადი საგადასახადო აგენტის ფუნქციის დროებით ან ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სხვა თანამშრომლისათვის დაკისრების თაობაზე, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, გონივრულ ვადაში. 6. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების სახეები 1. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების სახეებია: 1.1. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე გადასახადის გადამხდელის ინფორმირება და მისთვის კონსულტაციის გაწევა; 1.2. საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაცია, გაანგარიშება, ცნობა) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, მათ შორის, მათი შევსების ტექნიკურ საკითხებზე დახმარების გაწევა, გარდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრისა; 1.3. გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმებსა და შემოწმების აქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; 1.4. გადასახადის გადამხდელისთვის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე საგადასახადო ორგანოს პოზიციის მიწოდება; 1.5. საჯარო ინფორმაციის მოძიებაში დახმარების გაწევა, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის გაცნობა; 1.6. გადასახადის გადამხდელის ინფორმირება კუთვნილი საგადასახადო შეღავათის შესახებ და შესაბამისი მტკიცებულებების (დოკუმენტების) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენის ხელშეწყობა; 1.7. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადავადებული (მათ შორის, რესტრუქტურიზირებული) საგადასახადო დავალიანების გადასახადის გადამხდელის მიერ დროული შესრულების მონიტორინგი; 1.8. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშგების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხორციელების მონიტორინგი; 1.9. გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული საგადასახადო ვალდებულების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის გაკონტროლება; 1.10. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის პროცედურის განხორციელების ხელშეწყობა; 1.11. შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის წერილობითი შეკითხვების განხილვისა და პასუხების გაცემის მონიტორინგი; 1.12. საგადასახადო ორგანოდან საგადასახადო ანგარიშგების ფორმების, ასევე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების და აქციზური მარკების მიღების ან/და რეგისტრაციის პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა; 1.13. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან/და რეორგანიზაციის შემთხვევაში, გასატარებელი პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა; 1.14. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების, მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ანგარიშში ჩათვლის ან სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანის პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა; 1.15. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმების პროცედურების წარმართვის ხელშეწყობა. 2. პირადი საგადასახადო აგენტი, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებას: 2.1. ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების ლუქების გაცემა; 2.2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია / რეგისტრაციის გაუქმება; 2.3. საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია/რეგისტრაციიდან მოხსნა; 2.4. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გადასახადის გადამხდელის უზრუნველყოფა; 2.5. დეკლარაციების და კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების სხვა ფორმების, რეგისტრაცია პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადაგზავნა; 2.6. საგადასახადო დეკლარაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღება; 2.7. გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწაზე ქონების გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიღება/დამუშავება; 2.8. გადასახადის გადამხდელის შესახებ საბანკო დაწესებულებებიდან კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიღება/დამუშავება; 2.9. გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმება; 2.10. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღება და შესაბამისი რეაგირება; 2.11. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილი საქონლის შეფუთვაზე დასაკრავი სპეციალური წებოვანი სტიკერების მოთხოვნაზე განაცხადის მიღება და Tax Free-ს სტიკერების გაცემა; 2.12. ნავთობპროდუქტების სტაციონარული ობიექტების რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვადის გაგრძელება და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; 2.13. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რეგისტრაცია; 2.14. გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დეკლარაციების დამოწმებული ასლის გაცემა; 2.15. სავარაუდო წესით დარიცხული თანხების მოხსნის თაობაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვა, შესაბამისი რეაგირება; 2.16. გადასახადის გადამხდელთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღება და გაცემა; 2.17. დღგ-საგან გათავისუფლებულ ოპერაციებზე დაბეგვრის უფლების გამოყენების თაობაზე განცხადების მიღება; 2.18. გასაუქმებლად წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ხე-ტყის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) მიღება და შესაბამისი რეაგირება; 2.19. GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა. 7. მომსახურების საფასური და გადახდის წესი 1. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით (მიეთითება დადგენილების შესაბამისი რეკვიზიტები) და შეადგენს . . . ლარს. 2. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევამდე, შემოსავლების სამსახურის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს „კორ სტანდარტ ბანკი“ (ბანკის კოდი 220101945) მიმღები – „შემოსავლების სამსახური“ ანგარიშის ნომერი GE14 KS00 0000 0000 0777 77. 8. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი 1 შემსყიდველის მხრიდან შესყიდვების კონტროლს (ინსპექტირებას) განახორციელებს --------------------------------------------------- (უფლებამოსილი პირი). 2 შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც დაფიქსირდება მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისობა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან. 3 ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველი უფლებამოსილია საკუთარი ხარჯით, მის მიერ შერჩეული მეთოდით შეამოწმოს გაწეული მომსახურების ხარისხი ნებისმიერ დროს. 9. მხარეთა პასუხისმგებლობა 1. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. პირადი საგადასახადო აგენტის ქმედება (მოქმედება ამ უმოქმედობა) არ ათავისუფლებს მოსარგებლეს/შემსყიდველს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან. 3. პირად საგადასახადო აგენტთან წარდგენილი დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებელია მოსარგებლე/შემსყიდველი. 10. დავის განხილვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.      11. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა 1. ხელშეკრულება ძალაში შედის 20-- წლის ––––––––– დან და მოქმედებს 20-- წლის –––––––– მდე. 2. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოსარგებლის/შემსყიდველის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება, გადახდის ოდენობის შესაბამისი ვადით. 3. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: 3.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლა; 3.2. მოსარგებლის/შემსყიდველის (საწარმოს/ორგანიზაციის) რეორგანიზაცია, თუ არ ხდება ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილებების შეტანა; 3.3. მოსარგებლის/შემსყიდველის ლიკვიდაცია/გარდაცვალება; 3.4. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. 12. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები ეს ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მოსრგებლეს/შემსყიდველს, ხოლო მეორე რჩება საგადასახადო ორგანოს/მიმწოდებელს.   მოსარგებლე/შემსყიდველი:                               საგადასახადო ორგანო/მიმწოდებელი: ––––––––––––––––––––––––––––                                                   შემოსავლების სამსახურის (დასახელება/სახელი, გვარი)                                    მომსახურების დეპარტამენტი  ––––––––––––––––––––––––––                                                   ს/ნ 204525585 (საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი) ––––––––––––––––––––––                                                           მის.: ქ. თბილისი ალექსიძის ქ. №1 –––––––––––––––––––––– (მისამართი) ––––––––––––––––––––––                                                           მომსახურების დეპარტამენტის ––––––––––––––––––––––                                                           ----------- --------------------------- (უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი                                              (უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა)                                                                                       და თანამდებობა)  ––––––––––––––––––––––                                                          –––––––––––––––––––––– (ელექტრონული ფოსტა)                                                                          (ელექტრონული ფოსტა)               ––––––––––––––––––––––                                                           –––––––––––––––––––––– (ხელმოწერა)                                                                                                                (ხელმოწერა)