,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №2
2012 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით (ვებგვერდი, 11.02.2011) დამტკიცებული ,,კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის“ მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, გარდა ხელშეკრულებისა, დაუყოვნებლივ, გამოქვეყნების მიზნით ეგზავნება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ელექტრონული ფოსტის მისამართზე – contest@procurement.gov.ge. დოკუმენტი სააგენტოში გაგზავნილად ჩაითვლება მხოლოდ სააგენტოს მიერ მისი მიღების დადასტურების შემდეგ, რაც ხორციელდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე სააგენტოს მიერ შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 17 მარტიდან.
ტ. ურჯუმელაშვილი