„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2012 წლის 15 მარტი
ქ. ზუგდიდი
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №14 დადგენილებაში (სსმ, 14/07/2010წ) (სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.004431) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების №1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ“. საკრებულოს დებულების (რეგლამენტი), საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;“
ბ) დებულების №1 დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ“. დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, კომისიებისა და თანამდებობის პირების მიერ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით საკითხების განხილვაში;“
გ) დებულების №1 დანართის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,უ“. საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიათა დებულებებს; გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებებს; ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას;“;
დ) დებულების №1 დანართის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,3. საკრებულოს გამსვლელი სხდომების ჩატარებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთან ერთად;“ .
2. დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.03.2012. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.105.016074.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №14, 15.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016074 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1613587/