საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2325
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.291
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 01/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსშიდამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში  (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო” ქვეპუნქტი:

„ო. სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომელიც მოხმარდება რეინვესტირებას (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) და თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას.”.

2. 143-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ” ქვეპუნქტი:

„ნ. სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული სამედიცინო დაწესებულებათა ქონება.”.

3. 158-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ” ქვეპუნქტი:

„უ. სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ გამოიყენება არასამედიცინო ეკონომიკური საქმიანობისათვის.”.

მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და 2003 წლის 1 ოქტომბრამდე დაამტკიცოს ინსტრუქცია სამედიცინო დაწესებულებების მიწისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლების წესის შესახებ.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2325–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.06.2003.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 06.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2325. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.001.291.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“, №2325, 06.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.291 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16138/