„კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.03.2012
ძალის დაკარგვა 02.11.2012
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №007
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,595 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.03.2012 მიღება
02.11.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Cambria","serif";} h2 {mso-style-link:"Heading 2 Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; font-style:italic;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; mso-style-link:"Heading 2"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №007 2012 წლის 19 მარტი ქ. ბათუმი „კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -15 და მე -20 მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესი“. 2. დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საკითხების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თ. იობიძე კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. ეს წესი შემუშავებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. ეს წესი განსაზღვრავს კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს. 3. ამ წესში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ ტექსტში „კანონი“), „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და STCW კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით. 4. ამ წესების მიზნებისთვის, ტერმინი „კვალიფიკაციის სერტიფიკატი“ ნიშნავს „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კვალიფიკაციის სერტიფიკატებს.     მუხლი 2🔗. გამოცდის მიზანი გამოცდის მიზანია გამოავლინოს, თუ რამდენად შეესაბამება კომპეტენციის ან კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლების მსურველი პირის ცოდნა და კომპეტენცია კანონმდებლობით მეზღვაურისათვის წაყენებულ მოთხოვნებს.     მუხლი 3🔗. გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები კომპეტენციის ან კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღების ან მისი ვადის განახლებისათვის საჭირო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ შემდეგ პირობებს: ა) აქვს შესაბამისი ნაოსნობის სტაჟი; ბ) არის შესაბამისი ასაკის; გ) აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; დ) მიღებული აქვს შესაბამისი განათლება; ე) გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და მომზადება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კონვენციის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. გამოცდაზე დასაშვებად წარსადგენი საბუთები 1. გამოცდის ჩაბარების მსურველებმა სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში (შემდგომში ტექსტში „სააგენტო“) უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები: ა)  წერილობითი განცხადება; ბ)  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დედანის წარდგენით; გ)  მეზღვაურის წიგნაკის ასლი, დედნის წარდგენით; დ) ორი ბიომეტრიული ფერადი ფოტოსურათი ზომით 30X40 მმ დაბეჭდილი და ელექტრონული სახით; ე) სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) მოქალაქის პასპორტის ასლი, დედნის წარდგენით; ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ასლი; თ) სავალდებულო წვრთნისა და მომზადების გავლის დამადასტურებელი შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატების ასლები, დედნის წარდგენით; ი) უკვე მიღებული კომპეტენციის სერტიფიკატების ასლები, დედნის წარდგენით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა აუცილებელია პირის მე-2 და ყოველ მომდევნო გამოცდაში მონაწილეობის შემთხვევაში. 3. გამოცდის მე-2 ან ყოველი მომდევნო ჩაბარებისას პირი ვალდებულია სააგენტოში წარმოადგინოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.     მუხლი 5🔗. გამოცდის ჩატარების პერიოდულობა და საგამოცდო თემატიკა 1. გამოცდის ჩატარების პერიოდულობას განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ბრძანებით. 2. საგამოცდო თემატიკას შეიმუშავებს სააგენტო და ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.     მუხლი 6🔗. გამოცდის ჩატარების ენა 1. ტესტირება ტარდება ინგლისურ ენაზე, ხოლო გასუბრება ქართულ და ინგლისურ ენაზე. 2. იმ პირისთვის, რომელსაც სურს მიიღოს სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემზე მუშაობისათვის აუცილებელი კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი, გამოცდა შეიძლება ჩატარდეს ქართულ ენაზე.     მუხლი 7🔗. გამოცდის ჩაბარება განმეორებით 1. მეზღვაური გამოცდების ჩაბარებაზე შესაძლებელია დაშვებულ იქნეს სულ ექვსჯერ თორმეტ- თვიანი პერიოდის განმავლობაში. თუ ვერც ერთ შემთხვევაში მეზღვაური ვერ ჩააბარებს, გამოცდაზე გასვლის უფლება შეუწყდება 1 წლის ვადით ბოლო გამოცდის დღიდან. 2. ნებისმირ მეზღვაურს უფლება აქვს, მოითხოვოს სერტიფიკატის მიღება იგივე რანგის კომპეტენციისათვის, თუ იგი ვერ ჩააბარებს გამოცდას უფრო მაღალი რანგის კომპეტენციის მისაღებად. თუ იმავე რანგის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს გამოცდის ჩაბარებას, ამ შემთხვევაში, მეზღვაურის მიერ გამოცდების ჩაბარების მცდელობები ჩაითვლება ამ მუხლის პირველ პუნქტში გასაზღვრული რაოდენობის მიხედვით ჩაბარებულ გამოცდებად. თავი II გამოცდის ფორმა     მუხლი 8🔗. გამოცდის ფორმა 1. გამოცდა ტარდება ტესტირების და გასაუბრების ფორმით. 2. მეზღვაური, რომელსაც სურს კომპეტენციის ან კვალიფიკაციის სერტიფიკატის პირველადი მიღება ან რანგის ამაღლება, გამოცდას აბარებს ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით. გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ. 3. მეზღვაური, რომელსაც სურს კომპეტენციის სერტიფიკატის ან კვალიფიკაციის სერტიფიკატის განახლება, გამოცდას აბარებს ტესტირების ფორმით კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში. 4. თუ პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა გამოცდის ტესტირების ეტაპი და ვერ გაიარა გასაუბრება, მე-7 მუხლის შესაბამისად დაშვებულ ყოველ შემდგომ გამოცდაზე იგი მხოლოდ გასაუბრებას გაივლის. 5. გამოცდის შედეგები (ტესტირების შედეგები და გასაუბრების ოქმი) ინახება შესაბამის მონაცემთა ბაზაში მეზღვაურის საბუთებთან ერთად.     მუხლი 9🔗. ტესტირება 1. ტესტირება შეიძლება ჩატარდეს კომპიუტერული პროგრამის ან სხვა საშუალების გამოყენებით. 2. ტესტირების ჩატარებისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფა, ტესტირების ხანგრძლივობა და შეფასების კრიტერიუმი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 10🔗. სავალდებულო ინსტრუქტაჟი გამოცდის დაწყებამდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია გამოცდის დაწყებამდე ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია გამოცდის ჩაბარებისთვის.     მუხლი 11🔗. ტესტირების შედეგების შემოწმება 1.  გამოცდის შედეგები ცნობილი იქნება გამოცდის ჩაბარებისთანავე. 2.  გამოსაცდელი გაეცნობა ტესტირების შედეგებს, რაც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. 3.  პირები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდა, იღებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის სერტიფიკატს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის სფუძველზე.     მუხლი 12🔗. გასაუბრება 1. გასაუბრებას ატარებს გასაუბრების კომისია, რომლის მუშაობაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა. 2. გასაუბრება ჩატარდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული თემატიკის შესაბამისად.  3. გასაუბრების შედეგები აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს გასაუბრების კომისიის ყველა წევრი. 4. გასაუბრების კომისია შედგება არანაკლებ 3 (სამი) წევრისაგან და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. 5. გასაუბრების კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. თავი III საპრეტენზიო კომისია     მუხლი 13🔗. საპრეტენზიო კომისია 1. ტესტური გამოცდის ან/და გასაუბრების შემდეგ, შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. 2. პრეტენზია მიიღება ტესტური გამოცდის ან/და გასაუბრების შედეგების შეფასების დღეს. დაგვიანებული პრეტენზიები არ მიიღება. 3. თუ საპრეტენზიო კომისია დარწმუნდება, რომ შეფასება არ არის სწორი, იგი ვალდებულია შეცვალოს შეფასება. 4. საპრეტენზიო კომისიის შედეგები აისახება შესაბამის ოქმში. 5. საპრეტენზიო კომისიის შეფასების ხელმეორედ გასაჩივრება დაუშვებელია. 6. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა და რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა. 7. გამოცდის შედეგების გასაჩივრება წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თავი IV გამოცდაზე გამოცხადების წესი და ზედამხედველობა გამოცდის მიმდინარეობაზე     მუხლი 14🔗. გამოცდაზე გამოცხადების წესი 1. გამოცდა ჩატარდება სააგენტოს შენობაში გამოცდისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. 2. გამოსაცდელი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს მეზღვაურის ფორმით და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მეზღვაურის წიგნაკი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება.     მუხლი 15🔗. მეთვალყურეობა გამოცდის ჩატარებაზე გამოცდის ჩატარებაზე მეთვალყურეობა ხორციელდება საგამოცდო დარბაზში (ოთახში) დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის საშუალებით ან/და სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მეთვალყურეობით. თავი V გარდამავალი დებულებები     მუხლი 16🔗. გასაუბრების სავალდებულობა შეზღუდული პერიოდით ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, ყველა მეზღვაური, რომელსაც სურს კომპეტენციის სერტიფიკატის პირველადი მიღება, კვალიფიკაციის სერტიფიკატის პირველადი მიღება, რანგის ამაღლება, კომპეტენციის სერტიფიკატის განახლება ან კვალიფიკაციის სერტიფიკატის განახლება, ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში, ტესტირებასთან ერთად გაივლის გასაუბრებას.