„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №41/04
2012 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007, №97, მუხ. 1040) დამტკიცებულ წესებში განხორციელდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-7 პუნქტი:
„7. კომერციული ბანკი იურიდიულ პირთან ანგარიშსწორებას ახორციელებს იურიდიული პირის საბანკო ანგარიშის მეშვეობით.“.
2. მე-9 მუხლის 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 32 და 33პუნქტები:
„32. ფიზიკური პირის მიერ ანგარიშის გახსნის გარეშე ფულადი სახსრების გადარიცხვა დასაშვებია, თუ გადასარიცხი თანხის ოდენობა არ აღემატება 1500 ლარს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადარიცხვა დაკავშირებულია:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების საფასურის გადახდასთან;
ბ) კომუნალური გადასახადების გადახდასთან;
გ) ცენტრალური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდებთან;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების სასარგებლოდ გადახდებთან.
33. ამ მუხლის 32 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება სპეციალური სისტემების საშუალებით განხორციელებულ ფულად გზავნილზე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 15 აპრილიდან.
გ. ქადაგიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №41/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016068.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №41/04, 20.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016068 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1614859/