„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2012 წლის 19 მარტი
ქ. ამბროლაური
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №46 დადგენილებით (სსმ, ვებ- გვერდი, 111209010, 13/12/2011) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალურ პროგრამაში“ შემდეგი ცვლილებები:
ა) პროგრამის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ბენეფიციართა კატეგორიები
1. ბენეფიციარს, რომლის სამედიცინო მომსახურება ფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, განეკუთვნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები:
ა) 3-დან 60 წლის ჩათვლით მოქალაქე (მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), რომლის სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ იფარება სახელმწიფო პროგრამის ან სადაზღვევო პოლისის მეშვეობით;
ბ) მოქალაქე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს და რომლის სადაზღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა.
2. მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარით, დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები, 3-დან 60 წლის ჩათვლით იმ ბენეფიციარის მგზავრობის ღირებულება, რომელსაც ესაჭიროება საქართველოს ფარგლებს გარეთ სამედიცინო მომსახურება, თუ მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლებელია“.
ბ) პროგრამის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი დოკუმენტაცია
მოქალაქემ/წარმომადგენელმა სამედიცინო მომსახურების ან/და მგზავრობის ღირებულების (საქართველოს ფარგლებს გარეთ სამედიცინო მომსახურეობის შემთხვევაში) დაფინანსების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში – მგზავრობის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ცნობა ან ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ . ფარჯანაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.03.2012. მიმღები ორგანო — ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.117.016100.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №16, 19.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016100 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1615110/