„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) დაემატოს შემდეგი შინაარსის 921 მუხლი:
„მუხლი 921. პატიმრის საერთო ფიზიკური მდგომარეობისათვის ხელის შეწყობა
პატიმარს, რომელიც რეჟიმის ან სხვა გარემოებათა გამო არ შეიძლება რეგულარულად გამოყვანილ იქნეს გასასეირნებლად, უნდა მიეცეს ჰაერზე ყოფნის ნება დღეში არანაკლებ ერთი საათისა.".
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 6 ივნისი.
№2348-IIს