შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.01.2012
ძალაში შესვლა 25.01.2012
ძალის დაკარგვა 08.07.2013
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №766
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016041
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (12)
| 1 | ჯამბულ ებანოიძე |
| 2 | ლილი ბეგიაშვილი |
| 3 | ლევან წითელაშვილი |
| 4 | რომან ჩხენკელი |
| 5 | შალვა კოპალეიშვილი |
| 6 | ზურაბ სოხაძე |
| 7 | დავით ვარდიაშვილი |
| 8 | მერაბ არახამია |
| 9 | გიორგი მახარობლიშვილი |
| 10 | რომან ბუღაძე |
| 11 | ირაკლი ტაბაღუა |
| 12 | დავით ჯულაყიძე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი 03.05.2011
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შემოსავლების
სამსახურის უფროსის
ბრძანება №
766
2012 წლის
25
იანვარი
ქ. თბილისი
შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახურის დებულების მე
-3 მუხლის მე
-2 პუნქტის „ო“ და „ს“ ქვეპუნქტების, მე
-15 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე,
ვბრძანე
ბ:
1. შემოსავლების სამსახურში შეიქმნას სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანო – მედიაციის საბჭო.
2. დამტკიცდეს:
ა) შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტი – №
1
დანართის შესაბამისად;
ბ) შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შემადგენლობა – №2 დანართის შესაბამისად;
გ) შეტყობინების ფორმა საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე – №3 დანართის შესაბამისად;
დ) სიტუაციური სახელმძღვანელო „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოზე აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის პროექტის განხილვის თაობაზე“
– №4 დანართის შესაბამისად.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 3 მაისის №2168 ბრძანება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი
ჯ
. ებანოიძე
შეტანილი ცვლილებები:
1.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის
22
თებერვლის ბრძანება №2413 - ვებგვერდი, 26.03.
20
12წ.
2. ძალადაკარგულია - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის ბრძანება №31275 - ვებგვერდი, 12.07.2013წ.
დანართი №1
დამტკიცებულია შემოსავლების
სამსახურის უფროსის
201
2
წლის
25 იანვარი №
766 ბრძანებით
შემოსავლების სამსახურის მედიაციის
საბჭოს რეგლამენტი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს რეგლამენტი განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის პოზიციის განხილვის
პროცედურებს.
2. საბჭო არის შემოსავლების სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანო, რომელიც:
ა) ასრულებს მედიატორის როლს გადასახადის გადამხდელსა და აუდიტის დეპარტამენტს შორის;
ბ) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განიხილავს გადამხდელის პოზიციას აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის პროექტის შესახებ;
გ) აფასებს აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის პროექტს და აძლევს შესაბამის მითითებებს;
დ) კოლეგიურად, დახურულ სხდომაზე, განიხილავს შემოსავლების სამსახურში შემოსულ საჩივრებსა და ცალკეულ საკითხებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს.
3. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
მუხლი 2🔗. საბჭოს მუშაობის წესი
1. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – აუდიტის დეპარტამენტი) საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტს (შემდგომში
– შემოწმების აქტი) განსახილველად უგზავნის გადასახადის გადამხდელს და ატყობინებს
(
დანართი №3), რომ მას უფლება აქვს საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის მიღებიდან 05 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში (ქ.თბილისი, გულუას ქ. №4 და ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5) წერილობით წარადგინოს გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით გათვალისწინებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება აუდიტის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის მიერ გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის თანდასწრებითა და მონაწილეობით. ასევე ატყობინებს, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს აქტის პროექტის განხილვის შედეგებზე შედგენილი ოქმის საფუძველზე აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის მიღებიდან 05 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი პოზიცია წარადგინოს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში (ქ.თბილისი, 0114, ვ. გორგასლის ქ.№16).
2. საბჭოში შემოსულ გადამხდელის პოზიციას/საჩივარს დავების დეპარტამენტის (მედიაციის საბჭოს აპარატი) თანამშრომელი თანდართულ მასალებთან ერთად უგზავნის შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.
3. აუდიტის დეპარტამენტი გადამხდელის პოზიციის/საჩივრის და თანდართული მასალების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა უზრუნველყოფს გადამხდელის პოზიციაზე/საჩივარზე აუდიტორის დასკვნის მომზადებას და დავების დეპარტამენტისათვის სათანადო მტკიცებულებებთან ერთად მიწოდებას. ამავე წესითა და ვადაში უზრუნველყოფენ საბჭოს შესაბამისი წევრები ან/და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები გადასახადის გადამხდელის საჩივარზე დასკვნისა და სათანადო მტკიცებულებების დავების დეპარტამენტისათვის მიწოდებას.
4. დავების დეპარტამენტს ასევე საბჭოს წევრებს უფლება აქვთ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართონ გადასახადის გადამხდელს და სხვა პირებს.
5. იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება საჩივრის/პრეტენზიის მედიაციის საბჭოზე განხილვა, მედიაციის საბჭოს აპარატი – დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს დასკვნის მიღების ან ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემთხვევაში, საბჭოზე განსახილველად საკითხის მომზადებას, მომდევნო/უახლოესი საბჭოს დღის წესრიგის პროექტის შედგენას და საბჭოს წევრებისათვის ელექტრონული ფოსტით გადაგზავნას. დღის წესრიგი თანხმდება საბჭოს თავმჯდომარესთან/მოადგილესთან.
6. საბჭოს წევრებს და გადამხდელს/მის უფლებამოსილ წარმომადგენელს საბჭოს სხდომის გამართვის დროისა და ადგილის შესახებ დავების დეპარტამენტი ატყობინებს არსებული ტექნიკური საშუალებებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და სხვ.) და გადასახადის გადამხდელს აცნობებს, რომ სურვილის შემთხვევაში, მას მიეცემა შესაძლებლობა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადამხდელის პოზიციის შემოსავლების სამსახურში წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტი ადგენს შემოწმების აქტს და უზრუნველყოფს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელებას.
მუხლი 3🔗. საბჭოს სხდომა
1. საბჭოს სხდომას წარმართავს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე/მოადგილე.
2. გადამხდელის თხოვნით, შესაძლებელია საკითხის განხილვა გადაიდოს სხვა დროისათვის. იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელის მიერ წარმოდგენილია განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, შესაძლებელია საკითხის განხილვა შეჩერდეს საგადასახადო შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. განსახილველი საკითხის სირთულის გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს ექსპერტები, სპეციალისტები და სხვა სათანადო პირები. მოწვეული სპეციალისტი, ექსპერტი ან/და სხვა სათანადო პირები ვალდებულნი არიან დაიცვან გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება.
4. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა უმრავლესობა.
5. საბჭოს სხდომაზე ინფორმაციას განსახილველი საკითხის შესახებ წარადგენს მომხსენებელი – სადავო აქტების გამომცემი დეპარტამენტის წარმომადგენელი, თანამომხსენებელია დავების დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი.
6. საბჭო უფლებამოსილია შეაჩეროს საკითხის განხილვა და საბოლოო შეფასების ფორმირებამდე, გამოითხოვოს გადასახადის გადამხდელისგან, აუდიტის დეპარტამენტისგან ან/და სხვა ორგანოებისგან/პირებისგან დასკვნა, მტკიცებულებები ან/და სხვა ინფორმაცია.
7. განსახილველ საკითხე საბჭოს პოზიცია დამტკიცებულად ითვლება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება.
8. საბჭო უფლებამოსილია ოქმით დაამტკიცოს რეკომენდაცია:
ა) განსახილველი საკითხის ეპიზოდებიდან გამომდინარე, გადამხდელის მოთხოვნის თითოეული – ცალ–ცალკე ან ერთობლივად – სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) განსახილველ საკითხზე გადამხდელის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ;
გ) დღის წესრიგში მითითებულ სხვა საკითხთან დაკავშირებით.
9. საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ დგება ოქმი, რომელიც ვიზირებული უნდა იყოს საბჭოს იმ წევრების მიერ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკითხის განხილვაში. სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე/მოადგილე და მდივანი.
10. საბჭოს ოქმის შედგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის პროექტზე გადამხდელის პოზიციასთან,
საბჭოს სხდომაზე მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად წერილობითი რეკომენდაციის პროექტის მომზადებასა და საბჭოს თავმჯდომარისათვის/მოადგილისათვის წარდგენას.
11. საბჭოს სხდომის ოქმი შესასრულებლად სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის.
12. საბჭოს რეკომენდაცია გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით აისახება აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომელიც საჩივრდება მის საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
13. დავების დეპარტამენტი საბჭოზე განხილულ საჩივართან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციის შესაბამისად უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებასა და შემოსვლების სამსახურის უფროსისათვის წარდგენას.
დანართი №2
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის
22
თებერვლის ბრძანება №2413 - ვებგვერდი, 26.03.
20
12წ.
შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს წევრები
1
ჯამბულ ებანოიძე
–
შემოსავლების სამსახურის უფროსი
(საბჭოს თავმჯდომარე)
2
ლილი ბეგიაშვილი
–
სამსახურის უფროსის მოადგილე
(საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)
3
ლევან წითელაშვილი
–
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
4
რომან ჩხენკელი
–
აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
5
შალვა კოპალეიშვილი
–
დავების დეპარტამენტის უფროსი
6
ზურაბ სოხაძე
_
საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის უფროსი
7
დავით ვარდიაშვილი
_
საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
8
მერაბ არახამია
_
ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
9
გიორგი მახარობლიშვილი
_
გაფორმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
10
რომან ბუღაძე
–
აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
11
ირაკლი ტაბაღუა
–
მომსახურების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე
12
დავით ჯულაყიძე
_
დავების დეპარტამენტის საჩივრების სამ
მ
ართველოს უფროსი (საბჭოს მდივანი)
დანართი №3
დამტკიცებულია შემოსავლების
სამსახურის უფროსის
2012 წლის
25 იანვარი
№766 ბრძანებით
„_______________________“ (_______________)
გადამხდელის დასახელება საიდენტ./პირადი ნომერი
(მის.: ____________________________)
შეტყობინება
გასაცნობად გეგზავნებათ „________________“–ის 20__ წლის „_____“ „____________“–ის
გადამხდელის დასახელება
რიცხვი
თვე
საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი.
თქვენ უფლება გაქვთ,
საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის მიღებიდან
5
სამუშაო დღის
ვადაში აუდიტის დეპარტამენტში
(
ქ.
თბილისი,
გულუას ქ. № 4)
წერილობით წარადგინოთ თქვენი
პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით გათვალისწინებულ ყველა საკითხთან
დაკავშირებით,
რომელიც განიხილება აუდიტის დეპარტამენტის უფროსის
/
მოადგილის მიერ
თქვენი
/
წარმომადგენლის თანდასწრებითა და მონაწილეობით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ შემოწმების აქტის პროექტის აუდიტის დეპარტამენტში განხილვის შედეგებზე წერილობითი პოზიცია წარადგინოთ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში (ქ. თბილისი, 0114, ვ
ახტანგ
გორგასლის ქ. №16) აუდიტის დეპარტამენტში შემოწმების აქტის პროექტის განხილვის ოქმის
საფუძველზე მომზადებული დასვნის
მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
მედიაციის საბჭო ჩატარდება თქვენი
/
თქვენი წარმომადგენლის თანდასწრებითა და მონაწილეობით.
თქვენ უფლებამოსილი ხართ,
საბჭოს სხდომაზე გახლდეთ ადვოკატი,
საგადასახადო კონსულტანტი,
ბუღალტერი ან სხვა პირი,
რომელიც უზრუნველყოფს თქვენი პოზიციის სათანადოდ წარმოჩენას.
მედიაციის საბჭო მოისმენს და თქვენი მონაწილებით განიხილავს თქვენ მიერ წარმოდგენილ
პოზიციას და უშუალოდ საბჭოს სხდომაზე, თქვენი თანდასწრებით შეიმუშავებს სათანადო მითითებებს
აუდიტის დეპარტამენტის მიმართ საგადასახადო შემოწმების აქტის საბოლოო ვერსიის ფორმირების
თაობაზე.
თუ არ მიმართავთ მედიაციის საბჭოს, კვლავ უფლებამოსილი ხართ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, გაასაჩივროთ საგადასახადო შემოწმების აქტი, საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან
3
0 სამუშაო დღის ვადაში.
დანართი: საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი – ფურცლად.
_____________________________
აუდიტის დეპარტამენტი/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
_____________________________
გადამხდელი / უფლებამოსილი პირის ხელმოწერა/