,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№230
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016467
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №230

2012 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს ა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვი ს ტოს№670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს ა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვი ს ტოს№670 ბრძანებულებაში (სსმIII, 2010 წ., №102, მუხ. 1532) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-8 პუნქტით დამტკიცებული №3 და №4 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №3

სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის

პირველი კატეგორიის აბონენტთა ნუსხა

თანამდებობა

1.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

2.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

3.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

4.

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე

5.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

6.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ს მოადგილე

7.

საქართველოს პრეზიდენტის  საპარლამენტო მდივანი

8.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

9.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ს მოადგილე

10.

საქართველოს მინისტრი

11.

საქართველოს მინისტრის მოადგილე

12.

საქართველოს საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი

13.

გენერალური კონსული, კონსული

14.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

15.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორი

16.

სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი

17.

საქართველოს მთავარი პროკურორი

18.

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე

19.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

20.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე

21.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი

22.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

23.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი

24.

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

25.

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

26.

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

27.

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ს მოადგილე

28.

ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი

29.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

30.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე

31.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტო ს”უფროსი

32.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტო ს” უფროსის მოადგილე

33.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

34.

საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე

35.

საქართველოს პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარე

36.

საქართველოს პარლამენტის კომისიის თავმჯდომარე

37.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი

38.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი

39.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ი შტაბის უფროსი

40.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე

41.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი

42.

ქალაქ თბილისის მერი

43.

ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

       დანართი № 4

სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის

მეორე კატეგორიის აბონენტთა ნუსხა

თანამდებობა

1.

საქართველოს პარლამენტის ის წევრები, რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის აბონენტები

2.

საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტის უფროსი

3.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ის თანამშრომლები, რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის აბონენტები

4.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ის თანამშრომლები, რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის აბონენტები (აღნიშნულ თანამდებობათა ნუსხას განსაზღვრავს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი)

5.

უმაღლესი და პირველი კატეგორიის შესაბამისი აბონენტებისადმი დაქვემდებარებული უწყებების სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დ აწესებულებების უფროსები

6.

უმაღლესი და პირველი კატეგორიის შესაბამისი აბონენტებისადმი დაქვემდებარებული უწყებების თანამშრომლები, რომლებიც არ არი ა ნ პირველი კატეგორიის აბონენტები (აღნიშნულ თანამდებობათა ნუსხას განსაზღვრავს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი)

7.

უცხო ქვეყნის და საე რ თაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები საქართველოში

8.

ორგანიზაციე ბის ხელმძღვანელების მიერ განსაზღვრული თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე

9.

კერძო სამართლის იურიდიული პირები (რომლებიც დაფუძნებული არ არის სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით) - სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

კერძო სამართლის იურიდიული პირები (რომლებიც დაფუძნებულია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით) - სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.“.

 

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი