„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №2 22
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110721021, 21/07/2011) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3- მე-7 პუნქტები:
,,3. სამხედრო მოსამსახურე სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან უნდა მოიხსნას როდესაც, მის მიმართ დაწყებულია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის პროცედურები (ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტით დადგენილ შემთხვევებში) ან როდესაც ის არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს.
4. თუ სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც სურვილი გამოთქვა კონტრაქტის ვადის გაგრძელებაზე, ამოეწურა კონტრაქტით სამხედრო სამსახურის ვადა, იგი არ მოიხსნება სასურსათო და/ან ფულადი კმაყოფიდან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ფაქტობრივ თარიღამდე. ამ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე სასურსათო და/ან ფულად კმაყოფაზე არ შეიძლება დარჩეს კონტრაქტის ვადის ამოწურვიდან ერთ თვეზე მეტი ვადით.
5. სამხედრო მოსამსახურე მოიხსნება სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან სამხედრო მოსამსახურისათვის კონტრაქტის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ჩაბარების თარიღიდან მეორე დღეს, თუ აღნიშნული თარიღი დადგა კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ. კონტრაქტის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები უნდა დაიწყოს კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.
6. ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან მოხსნის თარიღიდან.
7. თუ სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის ბრძანებაში არ არის მითითებული დათხოვნის თარიღი, სამხედრო მოსამსახურე სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან მოიხსნება არა უგვიანეს კმაყოფიდან მოხსნაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირისათვის ბრძანების ჩაბარების დღის მე-2 დღისა. ეს პუნქტი არ ვრცელდება, იმ შემთხვევაზე, როდესაც სამხედრო მოსამსახურე სასურსათო და ფულადი კმაყოფიდან მოხსნილია ბრძანების გამოცემამდე.’’.
2. მე-12 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში, მოსამსახურეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო, დანამატები (მათ შორის, კომპენსაცია).’’;
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ’’ ქვეპუნქტი:
,,დ) სამხედრო მოსამსახურის ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნა.’’.
მუხლი 2. ეს ბრძანება ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის თარიღისა.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . ახალაია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №222. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.016113.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №222, 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016113 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1617746/